imedi /  30 იანვარი 2019, 10:03 / სანდო წყარო

Washington Post: მოსკოვმა ფხენიანს ბირთვულ იარაღზე უარის სანაცვლოდ ატომური სადგურის მშენებლობა შესთავაზა

ჩრდილოეთ კორეა

სერგეი ლავროვი
კიმ ჩენ ინი

რუსეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ იარაღსა და ბალისტიკურ რაკეტებზე უარის თქმის სანაცვლოდ, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესთავაზა. ამის შესახებ The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში ოფიციალური მოსკოვი გეგმავს, რომ თავად მართოს სადგური და მიღებული ყველა პროდუქტი თუ ნარჩენი უკან, რუსეთში გააგზავნოს, რათა გამორიცხოს ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის შესაქმენლად სადგურის გამოყენების მცდელობა.

Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ ამ გარიგების შესახებ გასული წლის ბოლოს გაიგო. ახლა კი, როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა ქვეყნებს შორის ამ წინადადების განხილვა. 

ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ მაცეგორმა რუსულ სააგენტო TASS-სთან თქვა, რომ ფხენიანისთვის მსგავსი არაფერი შეუთავაზებია მოსკოვს. 

თეთრი სახლი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო კი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დათბობის პარალელურად, 2018 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის ბირთვული პოლიგონი დახურა. ფხენიანმა ასევე გაანადგურა პოლიგონისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტები. პოლიგონის დახურვას ასევე ესწრებოდნენ უცხოური მედიის წარმომადგენლები.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული აუდიენცია 12 ივნისს სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე გაიმართა.

ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

20 ივნისი 2019, 17:39

საქართველო

სააკაშვილმა თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას აცხადებს, რომ საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი, მათ შორის ბინებიც, იყიდეს რუსებმა კითხვას სვამს - ის რომ, გაბახებული პარლამენტის ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა?

ფილიპ ზდარი

20 ივნისი 2019, 17:37

კულტურა

პარიზში უბედურ შემთხვევას „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი ემსხვერპლა

52 წლის ასაკში ფრანგული ელექტრონული დუეტის Cassius-ის წევრი ფილიპ სერბონეში გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია მუსიკოსის აგენტზე დაყრდნობით წერს. მუსიკოსი, რომელიც ფილიპ ზდარის სახელით იყო ცნობილი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის პარიზში, ერთ-ერთი მაღალი სართულის ფანჯრიდან გადავარდა.

აქცია გორში

20 ივნისი 2019, 17:30

საქართველო

გორში რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

"არა ოკუპაციას! არა გავრილოვის ვიზიტს საქართველოში!" - ამ ლოზუნგებით გორში სამოქალაქო აქტივისტებმა საქრთველოში რუსი პოლიტიკოსის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა და პარლამენტში ვიზიტი გააპროტესტეს.

გავრილოვი

20 ივნისი 2019, 17:25

საქართველო

სერგეი გავრილოვმა „რედისონი“ პოლიციის დახმარებით დატოვა. ვიდეო

სასტუმრო "რედისონი" რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა დატოვა. დელეგაცია შენობიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს, რადგან გარეთ მათ აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ. სასტუმროს ტერიტორიიდან მოქალაქეების ნაწილი სავარაუდოდ პარლამენტისკენ მიემართბა, სადაც 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:58

ძალოვნები

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე მივიდა: არაფერი დასამალი არ მაქვს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში დაიბარეს, გამოკითხვაზე მივიდა. ის გამომძიებლების კითხვებს ადვოკატის გარეშე უპასუხებს. მისი თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი.

გია ვოლსკი

20 ივნისი 2019, 16:54

საქართველო

გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე

„არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეკა ბესელია

20 ივნისი 2019, 16:51

საქართველო

ბესელია კობახიძის გადადგომას მოითხოვს

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით სახლობანას თამაში უნდა დასრულდეს და ასეთი უმწიფარი პოლიტიკოსი უმაღლეს თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ქვეყანაში.

რუსეთი

20 ივნისი 2019, 16:42

საქართველო

„რედისონთან“, სადაც რუსი დეპუტატების დელეგაცია იმყოფება, პოლიციაა მობილიზებული

აქციის მონაწილეების სურვილია რომ კიდევ ერთხელ შეახსენონ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს რომ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია დილით სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტი.

ბრაუზერი Chromium Edge

20 ივნისი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

Microsoft-მა ბრაუზერ Edge-ის ახალი ვერსია ძველ Windows-ზეც აამოქმედა

Windows 7-სა და Windows 8-ზე ბრაუზერი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ორი თვის წინ macOS-სა და Windows 10-ზე ამოქმედდა. ახალი ბრაუზერი Chromium-ის საწყის კოდზე მუშაობს. როგორც Microsoft-ში აცხადებენ, პროექტში უკვე 300-მდე ცვლილება შევიდა. ბრაუზერი Edge შეიქმნა იმისთვის, რომ Internet Explorer-ი შეეცვალა.

საჯიდ ჯავიდი

20 ივნისი 2019, 16:28

მსოფლიო

საჯიდ ჯავიდი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებს გამოეთიშა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მორიგ ტურში 4 კანდიდატიდან კენჭისყრის მსურველების რაოდენობა სამამდე შემცირდა. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი გამოეთიშა.

პარლამენტი

20 ივნისი 2019, 16:18

საქართველო

ნაციონალები სპიკერატს დარაჯობენ. ფოტო

საქართველოს პარლამენტში სპიკერატთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან გამაგრებულები. სპიკერის მაგიდაზე კი გადმოფარებული აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები. პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბაქოდან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

20 ივნისი 2019, 16:11

საქართველო

საგარეო უწყება პროტესტის ნიშნად ელჩების გადადგომის ფაქტს უარყოფს

„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას"- აცხადებენ უწყებაში.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 16:06

საქართველო

ვასაძე ქუცნაშვილს: იდიოტი მეგონე, მოღალატე ყოფილხარ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. ვასაძე ზაქარია ქუცნაშვილს დღეს მომხდარის გამო პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებს. "ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე", - თქვა ლევან ვასაძემ.

არჩილ თალაკვაძე

20 ივნისი 2019, 15:59

საქართველო

თალაკვაძე არ გამორიცხავს რომ გავრილოვმა კობახიძის სავარძელი თვითნებურად დაიკავა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის დუმას დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი თვითნებურად დაეკავებინა. ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხდა.

სერგეი გავრილოვი

20 ივნისი 2019, 15:55

საქართველო

გავრილოვი: რუსული დელეგაცია ვიზიტის ვადებს არ შეამცირებს

„ჩვენ სამუშაო განწყობა გვაქვს და მხარს გვიჭერენ ასამბლეის წევრები, დაწყებული იორდანიიდან, დამთავრებული ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებით. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ,“-აღნიშნა გავრილოვმა.

ქუთაისი

20 ივნისი 2019, 15:50

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი აღარ ჩატარდება

ელექტრომობილების პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი ქუთაისში აღარ ჩატარდება. კონცერტის ჩაშლის მიზეზი ქუთათელ-გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებაა. ღონისძიებაზე მხოლოდ ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება.

აქცია ბათუმში

20 ივნისი 2019, 15:45

საქართველო

ბათუმში ლოზუნგით „რუსეთუმეებო, ყარხართ“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც პირადად აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. მათივე თქმით, გავრილოვი აფხაზეთის ომის მონაწილეა. მოქალაქეები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

20 ივნისი 2019, 15:33

ვიდეო

სასტუმრო რედისონთან დაპირისპირება მოხდა

აქცია

20 ივნისი 2019, 15:31

საქართველო

რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქციაზე წყლის ბოთლი ისროლეს. ფოტო და ვიდეო

სასტუმრო "რადისონთან" მოქალაქეების ერთი ნაწილი მეორეს დაუპირისპირდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება და წყლის ბოთლის სროლის ფაქტიც. აქცია მანამდე პარლამენტთან გაიმართა, მოგვიანებით კი "რადისონთან" გადაინაცვლეს, სადაც რუსი დეპუტატები არიან. მოქალაქეებმა დეპუტატების დეპორტაცია მოითხოვეს.

Facebook

20 ივნისი 2019, 15:24

ტექნოლოგიები

უნგრეთში Facebook-ის ექაუნთები დაიბლოკა

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სოციალურმა მედიაგიგანტმა Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები დაბლოკა. მისი განმარტებით, ექაუნთი მის გარშემო 30-40 ადამიანს დაებლოკა. გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის გვერდი დაებლოკა რამდენიმე მედიაგამოცემას. Facebook-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცნობია ექაუნთების დაბლოკვის მიზეზიც.