imedi /  06 თებერვალი 2019, 17:41 / სანდო წყარო

სტამბოლში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ვიდეო

ნგრევა

შემთხვევის ადგილი

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. როგორც Reuters-ი წერს, სულ ცოტა ერთი ადამიანია დაღუპული, 4 ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი.

სააგენტოს ცნობით, კორპუსი 8-სართულიანია. მისი ჩამონგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მაშველები მუშობენ. 



 

 

ყველა სიახლე

24 აპრილი 2019, 17:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე მაგნიტური ანომალიის მიზეზი იპოვეს

პარიზის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა მაგნიტურ ველში ანომალური და სწრაფი ცვლილებების მიზეზი ახსნეს. აქამდე ეს მოვლენა საიდუმლოებით იყო მოცული. მეცნიერებმა შექმნეს მიწის ფენების ზუსტი კომპიუტერული სიმულაცია. მოდელმა აჩვენა, რომ მაგნიტურ ველში სწრაფი ცლილებების მიზეზი ჰიდრომაგნიტური ტალღებია.

პანკისი

24 აპრილი 2019, 17:29

საქართველო

პანკისის მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას კონკრეტული პირობით თანხმდება

რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, მოსახლეობის ნაწილი დღეს „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მშენებლობის საერთოდ წინააღმდეგია, თუმცა ნაწილი პროექტის განხორციელებას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ ჰესი დასახლებული პუნქტიდან შორს აშენდება.

24 აპრილი 2019, 17:23

ეკონომიკა

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა კვერცხის და ხორცის შეძენისას

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის და კვერცხის შეძენისაგან. რადგან სააღდგომო დღეებში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხორცის და კვერცხის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები და უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

24 აპრილი 2019, 16:38

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენის აპარატი საბაჟო კოდექსის კანონპროექტში ცვლილების შეტანას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ კანონპროექტი და თანხმლები 29 კანონპროექტი, მათ შორის კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

24 აპრილი 2019, 16:26

ტაბლოიდი

მეგან მარკლი დეკრეტიდან სამ თვეში გამოვა

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომელიც მიმდინარე თვეში პირველ შვილს გააჩენს, დეკრეტიდან სამი თვის შემდეგ გამოვა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. მეგანი ოფიციალურად დეკრეტში 6 კვირის წინ გავიდა, მაგრამ საქველმოქმედო სფეროში საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

24 აპრილი 2019, 16:23

კულტურა

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2 მაისს დაიწყება

ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებას 46 დიზაინერი გამართავს. ისინი 2019-20 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ.

ელექტროენერგია

24 აპრილი 2019, 16:13

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას. ესენია: ბაზრის დერეგულირება, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა, რაც ასახულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტში.

მიგრანტები

24 აპრილი 2019, 16:06

მსოფლიო

ბოსნიის სასაზღვრო პოლიცია უარყოფს ცნობას, რომ მიგრანტებს გალიებში სვამენ

გავრცელებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ ვიდეო შეცდომაში შემყვანია, რადგან კლობუკის სასაზღვრო პუნქტზე არსებული ობიექტი ერთადერთი დროებითი დაკავების ცენტრია უკანონო მიგრანტებისთვის. "ეს ობიექტი განსაზღვრულია მოკლევადიანი დაკავებისთვის, მაქსიმუმ ექვს საათამდე, და მიგრანტებს იქ ორ საათზე მეტი არ გაუტარებიათ",- განმარტეს პოლიციაში.

ნათია მეზვრიშვილი

24 აპრილი 2019, 15:53

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი: პანკისში ადგილობრივების ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული

პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის სრული დაცვით, ადგილობრივი მოქალაქეების ქმედებები კი კანონის ფარგლებიდან იყო გასული- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ნათია მეზვრიშვილი ამბობს ეს საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა.

ივიცა დაჩიჩის დახვედრა

24 აპრილი 2019, 15:48

საქართველო

საქართველოში სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი ესტუმრა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ივიცა დაჩიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ უმასპინძლა.

ლეონარდო დიკაპრიო

24 აპრილი 2019, 15:18

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიოს ახალ ფილმში გადაიღებენ

მსახიობი გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში Nightmare Alley ითამაშებს. სცენარის ავტორები გილერმო დელ ტორო და კიმ მორგანი არიან. ფილმის პროდიუსერი კი ჯ. მაილზ დეილია. Nightmare Alley 1947 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქი იქნება.

ამანატები

24 აპრილი 2019, 15:12

საქართველო

საპატიმროებში სააღდგომოდ ამანათების მიღება იწყება

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს,"- წერა განცხადებაში.

24 აპრილი 2019, 14:57

საქართველო

პანკისის მოსახლეობის ნაწილი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

კომენტარი თემის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ ბაღაკაშვილმა გააკეთა, რომელიც 21 აპრილს შს მინისტრთან მოლაპარაკებაზეც იმყოფებოდა. "ქრონიკის" კითხვაზე უნდა იყოს თუ არა თემაზე ხელისუფლებასთან დიალოგი ამბობს, რომ ომი არავის უნდა ხელისუფლებასთან და ის მთავრობასთან მოლაპარაკების მომხრეა.

პროკურატურა

24 აპრილი 2019, 14:54

ძალოვნები

პროკურატურა ჯიბღაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

გედევან ფოფხაძე

24 აპრილი 2019, 14:44

საქართველო

ფოფხაძე: აშშ-ის ელჩის განცხადება მეტყველებს, რომ ჩვენი პარტნიორები კმაყოფილი არ არიან

სასამართლოს გადატვირთულობა, დისციპლინური სამართალწარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო-ძირითადად ამ თემებზე მსჯელობენ ბორჯომში. უკვე მეორე დღეა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღას განიხილავენ.

ლევან ჯიბღაშვილი

24 აპრილი 2019, 14:38

ძალოვნები

გაირკვა, რა სახეობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან

„განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით"- აცხადებენ უწყებაში. ჯიბღაშვილი გუშინ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლეს.

სანტიაგო აბასკალი

24 აპრილი 2019, 14:28

მსოფლიო

ესპანეთში საზღვარზე კედლის აშენება სურთ

ესპანური ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი მიგრანტების შესაჩერებლად ესპანეთის საზღვარზე კედლის აშენებას ითხოვს. მისი თქმით, ესპანეთის აფრიკული ანკლავების საზღვრებზე „გადაულახავი კედლები უნდა აშენდეს, რათა არალეგალი მიგრანტების ნაკადი შეწყდეს“ და ამის საფასური მაროკომ უნდა გადაიხადოს.

სოხუმი

24 აპრილი 2019, 14:16

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს თბილისში ეხმიანებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი და აფხაზი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო სწავლება დაიწყო. სწავლებაში 3000-მდე ჯარისკაცი და 400-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.სამხედრო სწავლება აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროს ერთეულებთან, საერთო ჯგუფის საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. სწავლებაში ჩართულია ავიაცია და საზღვაო ფლოტიც.

პანკისის ხეობა

24 აპრილი 2019, 14:09

საქართველო

კომპანია „ფერი“ მზადაა პანკისელებთან მოლაპარაკებები ხელახლა დაიწყოს

ლაშა იორდანიშვილის თქმით, კონსულტაციები ადგილობრივებთან 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ხეობაში გარკვეული ძალები მიზანმიმართულად აწყობენ პროვოკაციას. ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ 13 თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხეობაში კი ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

24 აპრილი 2019, 14:07

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მობილურები ტვინის სიმსივნეს არ იწვევს

ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მობილურის ხმარება ტვინის სიმსივნესთან კავშირში არაა, რადგან ამის მეცნიერული მტკიცებულება დღემდე არ არსებობს. ამის შესახებ გამოცემა DailyMail-ი BBC-ის ეთერში გასულ გადაცემაზე დაყრდნობით წერს.