Imedi /  04 მარტი 2019, 20:34 / სანდო წყარო

ხუან გუაიდო დაბრუნდა ვენესუელაში, სადაც შეიძლება დააკავონ

ხუან გუაიდო

ხუან გუაიდო

დაპატიმრების მუქარის მიუხედავად ვენესუელის თვითგამოცხადებული დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კარაკასის აეროპორტში ჩაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს

22 თებერვალს ნაციონალური ასამბლეის ხელმძღვანელი კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქში ჩავიდა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტია გახსნილი.

მანამდე მას ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ნაციონალურმა ასამლეამ კი, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, გუაიდოს საზღვარგარეთ წასვლის უფლება მისცა.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

ვენესუელის კრიზისის შესახებ ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ნასერ ელ-ხელაიფი

25 მაისი 2019, 18:57

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურა პსჟ-ს პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პროკურატურა სწავლობს 3,5 ოდენობის ორ ფულად გადარიცხვას, რომელიც 2011 წელს ელ-ხელაიფისა და მისი ძმის ხალიდის კუთვნილმა კომპანია Oryx Qatar Sports Investment-მა სენეგალელი ბიზნესმენის პაპა მასატა დიაკის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე განახორციელა.

გიორგი ყავლაშვილი

25 მაისი 2019, 18:57

საქართველო

ადვოკატი: „რუსთავი 2“-ის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

„რუსთავი 2“-ის 9%-ანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითვალისწინებდა, დაკმაყოფილდა. ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანიაში პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ განაცხადა. თუ ამის შემდეგ, კომპანიასთან სამართლებრივი პრეტენზიები დარჩება ძალაში, ადვოკატი აცხადებს რომ, გადაწყვეტენ დავა არბიტრაჟში დასრულდება, თუ სასამართლოში.

ამერიკული სამხედრო გემი

25 მაისი 2019, 18:52

მსოფლიო

აშშ-ში დამნაშავედ ცნეს მეზღვაური რომელიც რუსეთში საიდუმლო ინფორმაციის გადაგზავნას ცდილობდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ოფიცერს სტივენ კელოგს, რომელიც ჟურნალისტისთვის რუსეთში გასაგზავნად საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

25 მაისი 2019, 18:46

საქართველო

გორის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დაისეტყვა

მერეთის, ნიქოზის, ახალუბნის, ტირძნისის და დიცის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ამბობენ რომ დაზიანდა და განადგურდა ვაზი, ხეხილი და ერთწლიანი კულტურები. სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალი ჯერ უცნობია. რწმუნებულები ვითარებას ადგილზე სწავლობენ.

25 მაისი 2019, 18:33

მსოფლიო

საგარეო უწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს

საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. კერძოდ თურქეთში, ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, ირლანდიასა და სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე. ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

შემთხვევის ადგილი

25 მაისი 2019, 18:14

მსოფლიო

მედია: პოლიციამ ლიონში აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა

ფრანგმა სამართალდამცველებმა 24 მაისს ლიონში საფეხმავლო ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV იუწყება. წყაროს ინფორმაციით, „ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, უბრალოდ მან საკუთარი კვალი დატოვა“.

თავისუფლების მოედანი

25 მაისი 2019, 17:54

საქართველო

საქართველო 26 მაისისთვის ემზადება

ხვალ 26 მაისია, - დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ხვალ მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. თავისუფლების მოედანზე 288 რეკრუტი ქვეყნის წინაშე ფიცს დადებს. ამ დღეს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც იქნება წარმოდგენილი.

ლაშა დარსალია

25 მაისი 2019, 17:37

საქართველო

დავით გარეჯში შექმნილ სიტუაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, ადგილზე არსებულ სიტუაციას საექსპერტო ჯგუფები შეისწავლიან, რის შემდეგაც მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია კომისიის სხდომაზე განიხილება.

25 მაისი 2019, 17:26

სპორტი

კახეთში 2019 წლის პირველი ბაშო ჩატარდა

სიღნაღმა 2019 წლის პირველ ბაშოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა მიიღეს. ბაშოს გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტი, ადამ ოქრუაშვილი გახდა, რომელსაც ორგანიზატორებმა ფულადი პრიზი და ტოჩინოშინის კიმონო ხელმოწერასთან ერთად გადასცეს.

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 17:19

საქართველო

სერგეენკო: გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უწყება გაფიცვის პირველივე დღიდან ჩართულია პროცესში, თუმცა მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ხელფასების გაზრდას ეხება, გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიიღოს.

25 მაისი 2019, 17:15

საქართველო

„რუსთავი 2-ში“ პარტნიორთა კრება მიმდინარეობს

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აუდიტორულ კომპანიისთვის გადასაცემად ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას მოითხოვს. ასევე განიხილება დავის არბიტრაჟში განხილვის შესაძლებლობაც. ტელეკომპანიის წარმომადგენლების პოზიცია, კრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ზაზა ნადირაძე

25 მაისი 2019, 17:07

სპორტი

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის პირველ ეტაპი მოიგო

პოზნანში ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა და პირველი ტურის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაიდაროვი, ხოლო მესამეზე ბელარუსი არსტენ კოზირი.

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 16:41

საქართველო

დავით სერგეენკომ 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5,5 მილიონი ლარი გამოყო. 120 ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანი არის. შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

ქერჩის სრუტე

25 მაისი 2019, 16:34

მსოფლიო

გაეროს ტრიბუნალმა რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება მოითხოვა

გაეროს ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც ქერშის სრუტეში კონფლიქტის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ანდრეი ბოგდანი

25 მაისი 2019, 16:32

მსოფლიო

ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის გადაყენების შესახებ პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ბოგდანის გადაყენების მოთხოვნით შექმნილმა პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა, ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი 90 დღის განმავლობაში პეტიციის განხილვის ვალდებულება დაეკისრა. 25 ათასი ხმა პეტიციამ ორ დღეში დააგროვა.

ლევან დავითაშვილი

25 მაისი 2019, 16:23

საქართველო

დავითაშვილი: ქუთაისში ხეების ამოღებაზე ნებართვა კანონიერად გაიცა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევა დავითშვილი გამოეხმაურა მთავრობის მიერ გაცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ძირი ხის მოჭრის უფლება მიეცა. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებენ.

ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია

25 მაისი 2019, 16:09

ეკონომიკა

მაღაროელების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას ჯორჯიან მანგანეზმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

შპს ,,სალეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მანგანეზს 100 000 ლარამდე დავალიანება აქვს, შესაბამისად, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ირმა გაფრინდაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვახტურ რეჟიმზე მყოფ მაღაროელებს ამარაგებდა საკვებით, აპრილში კი კომპანიის შეთავაზებით, ყველა მაღაროში მშრალი ულუფებით მომარაგება დაიწყო. გაფრიდაშვილი სრულად იზიარებს გაფიცულების მოთხოვნებს

25 მაისი 2019, 15:53

საქართველო

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დასრულდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. დეკანოზი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. მისი თქმით, გზა გაყვანილია ჩიჩხიტურის მონასტრის სიახლოვეს.

ჰაკერები

25 მაისი 2019, 15:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდიდან მილიონობით ფინანსური დოკუმენტი გასაჯაროვდა

First American Financial-ის გასაჯაროებულ პირად ინფორმაციაში მოხვდა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სოციალური დაზღვევის ნომრები, მძღოლების მართვის მოწმობის სურათები და საგადასახადო ჩანაწერები. კომპანიის ისტორიაში ეს კიბერშეტევა ყველაზე ფართომასშტაბიანია.

ცაიშის მონაკვეთი

25 მაისი 2019, 15:06

ძალოვნები

ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანებამ ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მოძრაობა შეაფერხა

ზუგდიდი-თბილისის მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამის მიზეზი სტიქია გახდა. ცაიშის მონაკვეთთან ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მოძრაობა უკვე აღდგენილია.