imedi /  17 მარტი 2019, 00:51 / სანდო წყარო

გმირები, რომლებიც ახალ ზელანდიაში ტერორისტს შეეწინაღმდეგნენ

ნაემ და ტალჰა რაშიდები

ნაემ და ტალჰა რაშიდები

ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩარჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა, რომელიც „მემარჯვენე ექსტრემისტმა“ ჩაიდინა. თავდამსხმელი 28 წლის ბრენტონ ტარანტია. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ 3 კაცი და ერთი ქალი. 

მეჩეთებზე თავდასხმას ადამიანური გმირობის გარეშე არ ჩაუვლია. 50 წლის პაკისტანელი ნაემ რაშიდი და მისი 21 წლის შვილი ტალჰა ტერაქტის დროს მეჩეთში იმყოფებოდნენ. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობაში შესვლის დროს ბრენტონ ტარანტს რაშიდი წინ გადაეღობა და წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, თუმცა უშედეგოთ. ტერორისტი მას ადგილზევე კლავს. იქვე დაიღუპა მისი შვილი ტალჰაც. 

კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია ავღანელი აბდულ აზიზია. ის თავდასხმის დღეს პარასკევის ლოცვას ლინვუდის მეჩეთში ოჯახთან ერთად ესწრებოდა.  თავდამსხმელმა მეჩეთთან მყოფებს უთხრა დამორჩილებოდნენ, მაგრამ აბდულ აზიზი საფრთხის მიუხედავად, მისკენ გაიქცა და მეჩეთში შესვლის საშუალება არ მისცა. აზიზის საქციელმა თავდამსხმელი დააბნია და ის საკუთარი ავტომობილისკენ გაიქცა. აზიზიმ ამით ისარგებლა და ბრენტონ ტარანტის ხელიდან დავარდნილი ერთ-ერთი იარაღი აიღო და თავდამსხმელს დაუმიზნა.

რამდენიმე წუთის შემდეგ თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს, რომელიც ცდილობდა ავტომობილით ადგილიდან მიმალვას. 

ყველა სიახლე

თამაზ ელიზბარაშვილი

05 აპრილი 2020, 17:21

საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილი: ოჯახებიდან ძაღლების ჩაბარებას ითხოვენ

ყოველდღიურად არაერთი ზარია თავშესაფარში, ოჯახებიდან ძაღლების ჩაბარებას ითხოვენ იმ მიზეზით, რომ თითქოს, ძაღლია კორონავირუსის გადამტანი, - ამის შესახებ „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა თამაზ ელიზბარაშვილმა „ტვე პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს თავშესაფარში ძაღლების მიღებაზე უარს რომ ეუბნება, მათ ქუჩაში ტოვებენ. „ბოლო პერიოდში სახლიდან გამოგდებული რამდენი ძაღლი მივიღეთ“ - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

05 აპრილი 2020, 17:15

COVID19

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირები StopCoV ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები უერთდებიან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ისინი მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთს მესამედს გადარიცხავენ.

რუსეთი პოლიცია

05 აპრილი 2020, 17:12

მსოფლიო

რუსეთში კაცმა 5 ადამიანი ხმამაღალი საუბრის გამო მოკლა

ინციდენტი ქალაქ იელატმაში მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, 4 კაცი და 1 ქალი დაკავებულის აივნის ქვეშ საუბრობდნენ. მას მოეჩვენა, რომ ისინი ძალიან ხმაურობდნენ და შენიშვნა მისცა, რასაც სიტყვიერი კონფლიქტი მოჰყვა. ამის შემდეგ კაცმა ახალგაზრდები სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ხუთივე ადგილზევე გარდაიცვალა.

მატროსოვის ციხე

05 აპრილი 2020, 17:00

COVID19

ე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

ე.წ. მატროსოვის პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ამასთან დაკავშირებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

დეზინფექცია

05 აპრილი 2020, 16:53

COVID19

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

მიგრანტები ხმელთაშუა ზღვა

05 აპრილი 2020, 16:38

მსოფლიო

გაერომ ევროკავშირს ზღვაში მიგრანტების გადარჩენისკენ მოუწოდა

მარტში ამოიწურა ხელშეკრულების ვადა, რომელიც 6 თვის წინ გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთა და მალტამ გააფორმეს. დოკუმენტი იტალიიდან ევროპის სხვა ქვეყნებში ზღვაზე გადარჩენილი მიგრანტების გადანაწილების წესებს ადგენდა და მის გამო რომი იტალიის პორტებში შესვლის ნებას აძლევდა ხომალდებს, რომელთა ბორტზეც გადარჩენილი მიგრანტები იყვნენ.

05 აპრილი 2020, 16:27

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტის მერმა და პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და მისი პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგნენ. „ქრონიკის“ ინფორმაციით, განცხადებები თანამდებობებიდან წასვლის შესახებ მათ პარასკევს დაწერეს. ონის მერისა და მისი პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი უცნობია.

კორონავირუსი ირანი

05 აპრილი 2020, 16:15

პოლიტიკა

ირანში კორონავირუსი 100 და 106 წლის პაციენტებმა დაამარცხეს

ორივე შემთხვევა ქალაქ კუმში დაფიქსირდა. 106 წლის კაცი კლინიკიდან შაბათს, მკურნალობის 14-დღიანი კურსის შემდეგ გაწერეს. 100 წლის ალი აფშარი კი სახლში კვირას დაბრუნდა.

05 აპრილი 2020, 15:53

თემა

იწვევს თუ არა კარანტინი ეკონომიკურ კრიზისს?

თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ახალი კორონავირუსის პანდემიას კარანტინით ებრძვის. თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ეკონომიკისთვის კოლოსალური ზიანის მომტანია. არის ქვეყნების კატეგორია, რომელიც კარანტინის გამოცხადებას არ ჩქარობს, რათა ბიზნესი ხელოვნური კომაში არ შეიყვანოს. იქ, სადაც მოსახლეობა სახლში მორჩილად დარჩა, მაღაზიები და ოფისები კი დაიკეტა, უკმაყოფილო შეძახილები სულ უფრო ხმამაღლა ისმის: ხომ არ შეიძლება ვაქცინის მოლოდინში გაურკვეველი დროით ვიყოთ ჩაკეტილები?

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 15:45

COVID19

Emerging Europe: კორონავირუსი და საქართველოს სასწაული - ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის

სტატიის ავტორი წერს, რომ ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია, ამ დრომდე კორონავირუსის მხოლოდ 157 დადასტურებული შემთხვევაა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ იმდენად წარმატებით მოახერხა ვირუსთან ბრძოლა, მსოფლიო მთავრობები ახლა იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა ამ პატარა ქვეყანამ ვირუსის გავრცელება ასე კარგად.

კორონავირუსი რუსეთი

05 აპრილი 2020, 15:35

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 300-ს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5389-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სასწრაფო დახმარება

05 აპრილი 2020, 15:28

COVID19

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ინფიცირებული ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან კაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა. ცხელების ცენტრიდან კი კაცი ქუთაისის ინფექციურ საავაფმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც უკვე მოთავსებულია მისი მეუღლეც. ქალის ბიოლოგიური ნიმუში ასევე გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

05 აპრილი 2020, 15:17

COVID19

ამერიკელმა სტუდენტმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა

აღმოსავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ეშლი ლოურენსმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა. სტუდენტის მიერ შექმნილი პირბადეების შესახებ გამოცემა Interesting Engineering-ი წერს. ეშლი ლოურენსის მიერ შექმნილი პირბადე ნაწილობრივ გამჭვირვალეა, რათა სმენადაქვეითებული ადამიანები მოსაუბრის პირს ხედავდნენ.

შრი-ლანკა ციხე

05 აპრილი 2020, 14:59

COVID19

კორონავირუსის გამო შრი-ლანკაზე 3 ათასამდე პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის გამო შრი-ლანკაზე 2961 პატიმარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.საპატიმროებიდან ძირითადად ის მსჯავრდებულები გათავისუფლნენ, რომლებიც სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდნენ ან სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდათ.

გორი

05 აპრილი 2020, 14:59

COVID19

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს კორონავირუსი სომხეთში ყოფნისას დაუდგინდა. კაცი ტრაილერის მძღოლია და მან ქვეყანა პირველ აპრილს დატოვა. 31 მარტს ის რუსთავში შვილთან ერთად იყო ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დაინფიცირების შესახებ, შვილის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნა, თუმცა პასუხი უარყოფითია.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 12 418-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 023 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 130 759 შემთხვევაა გამოვლენილი.

კახეთი

05 აპრილი 2020, 14:46

COVID19

კახეთში ე.წ. ცხელების 4 ცენტრი პაციენტების მისაღებად მზადაა

კახეთის გუბერნატორმა რეგიონში ე.წ ცხელების ცენტრები მოინახულა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყველა კლინიკას შესაბამისი სამედიცინო აღჭუღვილბა უკვე გადაეცა და მედპრესონალი ჯანდაცვის უწყების სპეციალისტების მიერ გადამზადდა. საგარეჯოში, ლაგოდეხსა და თელავში მდებარე საავადმყოფოები საეჭვო პაციენტების მისაღებად უკვე მზად არიან.

ბელარუსი

05 აპრილი 2020, 14:35

მსოფლიო

ბელარუსი რუსეთთან სარკინოგზო მიმოსვლას აჩერებს

ბელარუსმა რუსეთთან დროებით სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბელარუსის რკინიგზის ხაზები“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით დღეიდან მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისები აღარ შესრულდება.

05 აპრილი 2020, 14:30

COVID19

StopCoV ფონდში ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული

StopCoV ფონდში, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანი გააკეთეს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა.

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 14:27

COVID19

62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, შესაძლოა, საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერონ

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.