imedi /  28 მარტი 2019, 20:36 / სანდო წყარო

უვიზო მიმოსვლით საქართველოს 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

დღეს, 28 მარტს, ზუსტად ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნების კარი გაიღო. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ხანგრძლივი გზა, რეფორმები და საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

2017 წლის 2 თებერვალს - ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა. 28 მარტს კი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უვიზო რეჟიმის ფარგლებში, პირველი ავიარეისი შესრულდა.

უვიზო მიმოსვლით საქართველოს ექვსასი ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ორი წლის თავზე საკითხი აქტუალურია, მთავარი გამოწვევა უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საფრთხეს უკავშირდება, რადგან ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში თავშესაფრის მსურველთა რიცხვი იზრდება.

2019 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 2412-მა მოქალაქემ მოითხოვა. ბოლო 12 თვის განმავლობაში თავშესაფარი ევროპულ ქვეყნებში მოითხოვა საქართველოს 17 980-მა მოქალაქემ.

რატომ ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფარზე უარს,გაეცანით ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

კშიშტოფ პენდერცკი

29 მარტი 2020, 18:00

კულტურა

პოლონეთში „გრემის“ მფლობელი კომპოზიტორი კშიშტოფ პენდერეცკი გარდაიცვალა

პენდერეცკი თანამედროვეობის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორი იყო. მისი ნაწარმოების ადაპტაციები ისეთ ცნობილ ფილმებში ჟღერს, როგორებიცაა სტენლი კუბრიკის „ნათება“, მარტინ სკორესეზეს „დაწყევლილთა კუნძული“, დევიდ ლინჩის „ველური გულები“ და ა.შ. პენდერეცკის „გრემის“ ოთხგზის ლაურეატია.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს

ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მავნებლობას თავი დაანებოს - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. თუ დამატებითი ღონისძიებები საჭიროება იქნება, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 17:40

COVID19

თენგიზ ცერცვაზე: 70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი თქმით, ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ჯერ არ დასჭირვებიათ.

კახა კალაძე

29 მარტი 2020, 17:38

COVID19

კახა კალაძე: სწრაფი ტესტების გამო ევროპის ბევრ ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა, რადგან ცდომილება ძალიან დიდი იყო

„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს. ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ PCR ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.

იტალია

29 მარტი 2020, 17:26

COVID19

მედია: ძარცვის შემთხვევების გამო იტალიის პოლიცია სუპერმარკეტებთან განლაგდა

ხელკეტებითა და იარაღით აღჭურვილი იტალიის პოლიცია სიცილიაზე სუპერმარკეტების დასაცავად გამოჩნდა. იტალიური მედია წერს, რომ აქ ძარცვის შემთხვევების შესახებ ვრცელდება ცნობები. საუბარია ადგილობრივებზე, რომლებსაც საკვების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. იტალიური მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.

ათონის მთა

29 მარტი 2020, 16:47

COVID19

საბერძნეთში, ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი გამოუვლინდა

ინფიცირებული ბერი 60 წლისაა, რომელიც მონასტრის დელეგაციასთან ერთად დიდი ბრიტანეთში იმყოფებოდა. დელეგაციამ საბერძნეთში ათონის მთის მომლოცველებისთვის ჩაკეტვამდე დაბრუნდა მოასწრო.

ევროპა ჰაერის დაბინძურება

29 მარტი 2020, 16:37

COVID19

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ევროპაში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდა

„თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-დან მიღებული ახალი მაჩვენებლები ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, მადრიდსა და რომში აზოტის დიოქსიდის დონის კლებაზე მიუთითებს“, - ნათქვამია მეცნიერების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

29 მარტი 2020, 16:31

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული

ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული და ამისათვის მადლობას ვუხდი ყველა უწყების წარმომადგენელს, რომლებიც დღე და ღამე თავდაუზოგავად და ორგანიზებულად მუშაობენ კორონავირუსთან საბძოლველად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნოციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.

კორონავირუსი ჩინეთი

29 მარტი 2020, 16:28

COVID19

ჩინეთის ხელისუფლება: ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია შეჩერებულია

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, მი ფენგის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კორონავირუსის გავრცელება შეჩერებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პატრიკ დევედჯიანი

29 მარტი 2020, 16:16

COVID19

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი პატრიკ დევედჯიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

სომხური წარმოშობის დევადჯიანი ნიკოლა სარკოზის მთავრობაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოფხვრაზე იყო პასუხისმგებელი. მან საკუთარი დიაგნოზის შესახებ 25 მარტს, Twitter-ზე განაცხადა. „ეპიდემია მეც შემეხო, ამიტომ პირადად ვხედავ ექიმების და მედდების საოცარ მუშაობს. დიდ მადლობას ვუხდი მათ პაციენტების დახმარებისთვის“, - დაწერა მან.

ხალხმრავლობა

29 მარტი 2020, 16:03

COVID19

მედია: კორონავირუსის გამო აშშ-ის ხელისუფლება თავისი მოქალაქეების გადაადგილებას სმარტფონების საშუალებით აკვირდება

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

29 მარტი 2020, 16:00

თემა

გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისგან?

ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს. დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა?

აშშ

29 მარტი 2020, 15:52

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფედერალური ბიურო ავრცელებს. 49 წლის პატიმარი სასჯელს ლუიზიანას შტატის ციხეში იხდიდა და მან ერსონალს ხველების სიმპტომის გამო მიმართა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ჩინეთი

29 მარტი 2020, 15:37

COVID19

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია: იმპორტირებულ შემთხვევათა მატება მეორე ტალღის რისკს ზრდის

ჩინეთში, ეპიდემიის ახალი ტალღისგან დასაცავად ემზადებიან, - ამის შესახებ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მი ფენის თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დედაქალაქია. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთიდან შემოსული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 693-ს შეადგენს.

მოხალისეები ლაგოდეხი

29 მარტი 2020, 15:35

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის გამო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო. რიგითი მოქალაქეები, საჯარო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლებას კორონავირუსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კარდაკარის პრინციპით მიაწვდიან.

ვლადიმერ ბორცვაძე

29 მარტი 2020, 15:04

COVID19

24 საათში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

დღე-ღამეში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა და , - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

რუსეთის პატრიარქი კირილი

29 მარტი 2020, 14:52

COVID19

რუსეთის პატრიარქი მრევლს: თავი შეიკავეთ ტაძრებში მისვლისგან

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:48

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქართველმა სტუდენტმა საკუთარ მდგომარეობაზე კლინიკიდან ისაუბრა

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა ქუთაისიდან, ბოქსირებული განყოფილებიდან ჩართვის დროს მის მდგომარეობაზე ისაუბრა. „ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. ახლა მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმითაც არ ფასდება და თავს კარგად გრძნობს.

სალომე ზურაბიშვილი მარნეული

29 მარტი 2020, 14:46

COVID19

სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა. მარნეულში იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც. ისინი ქალაქის მერთან, ზაურ დარგალისთან ერთად ადგილზე შექმნილ ვითარებას ეცნობიან.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:36

COVID19

ქართველი სტუდენტი: საფრანგეთში პაციენტებს ფიზიკურად ვეღარ იღებენ და სახლში უშვებენ, ტესტის გაკეთებაც სირთულეს წარმოადგენს

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა მის მდგომარეობაზე ბოქსირებული განყოფილებიდან ისაუბრა. „ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. რაც შეეხება კონტაქტებს, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მაყურებელს დიდიმის სახელით წარუდგინეს, აღნიშნა, რომ შეხება არავისთან ჰქონია, მგზავრობის დროს კი დისტანციას იცავდა.