რატომ ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფარზე უარს. სტატისტიკა
ფოტო: IMEDI
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ უკვე 3 წელია მოგზაურობენ. ევროკავშირი-საქართველოს ისტორიული შეთანხმება 2016 წლის 28 მარტს ამოქმედდა. ევროპული ქვეყნების საზღვრების გახსნას წინ უძღოდა სამოქმედო გეგმის შესრულება და ხანგრძლივი მოლაპარაკებები.
საქართველომ საჭირო სტანდარტები და კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ევროკავშირმაც პარტნიორი ქვეყნისთვის მიცემული პირობა შეასრულა. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტით ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა 6 თვის, ანუ 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეუძლიათ.
სავიზო ვალდებულების მოხსნას მოჰყვა მოწოდება წესების დაცვის შესახებ. ვადების პატივისცემა აუცილებელია. ამ რეჟიმის ბოროტად გამოყენება კი აკრძალული და შეიძლება ისტორიული მონაპოვარის შეჩერებამდე მიგვიყვანოს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში უვიზო რეჟიმით საქართველოს 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს. მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი და შვედეთი.
მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაა. საუბარია აპლიკაციების გაორმაგებაზე და ზოგ ქვეყანაში გასამმაგებაზეც კი.
"ეს საკითხი უკვე რამდენიმე თვეა დგას შესაბამის უწყებებში. ეს საკითხი ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებიდან ძალიან მალე დადგა, მაგრამ ბოლო ხანს გაძლიერებულად მიმდინარეობს ამაზე საუბარი და არა მხოლოდ წევრი სახელწმიფოებიდან, არამედ ევროკომისიიც აქტიურადაა ჩართული. მე მაქვს შეხვედრები უწყებებთან და კაბინეტის წევრებთან. საქართველო არის მიჩნეული უსაფრთხო ქვეყნად და ამიტომ საქართველოდან წამოსული თავშესაფრის მოთხოვნა ითვლება უსაფუძვლოდ. საუბარი არ არის მხოლოდ პოლიტიკურ თავშესაფარზე,ხშირად მიმართავენ სამედიცინო მიზნით, ეკონომიკური მიზნით. ყველა ეს საფუძველი არის მიუღებელი. ვერ ვიტყვი, რომ 100 %-ით , მაგრამ 99 %-ით ეს სრულდება უარით", - თქვა ნატალია საბანაძემ.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა ბელგიამ, დანიამ, ბულგარეთმა, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, ლუქსემბურგმა. გერმანიაში ამ საკითხზე ბოლო კენჭისყრა უახლოეს ხანებში გაიმართება. სტატუსის მინიჭებით ევროპული ქვეყნები ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიული, წამების, სხვა სახის სასტიკი, არადამიანური მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, არ დევნიან მოქალაქეებს და კონსტიტუციით უზრუნველყოფილია მოქალაქეთა თანასწორობა. შესაბამისად, ეს სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის ძიების საფუძველი არ აქვთ და მათი მცდელობა უპერსპექტივოა. ამიტომ ყველა განაცხადს შემჭიდროვებულ ვადაში ამუშავებენ. მოქალაქეების უმრავლესობისთვის პასუხი ნეგატიურია. მეტიც, მათ ეზღუდებათ ევროპაში მოგზაურობა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში შეფერხების გარეშე მუშაობენ და ამიტომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ასეთია "იმედის კვირის" რესპოდენტის ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსის გზავნილი.
"ევროკავშირი თავშესაფრით უზრუნველყოფს ადამიანებს, რათა დაიცვას პოლიტიკური, რელიგიური, გენდერული ნიშნით დევნისგან. ეს არის ის, რაც ბოროტად არავინ უნდა გამოიყენოს. მე შემიძლია პოლიტიკური დევნა წარმოვიდგონო ბევრ ქვეყანაში, მაგრამ არა საქართველოში. ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა არის ამბიციური რეფორმების პროცესში. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა პატივი სცენ წესებს, ვიზალიბერალიზაცია ბოროტად არ გამოიყენონ, რათა ეს შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუ გინდათ უვიზო მიმოსვლა, წესებიც უნდა დაიცვათ, თუ არ გსურთ, რომ ისევ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა", - ამბობს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი.
უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაზეც ისაუბრეს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ჩვენს მიერ დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შანსი, ევროკავშირის ქვეყნებში რაიმე სახის თავშესაფარი მიიღონ.
"არის თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი მოთხოვნები. მინდა მოგიწოდოთ თქვენც, მედიის წარმომადგენლებს, რომ გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები, ძალა და საზოგადოებას აცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ვერ მოიპოვებენ ვერცერთი სახის თავშესაფარს ევროპაში, ვინაიდან საქართველოს ჩვენ უსაფრთხო ქვეყნდა მივიჩნევთ. ვიზა-ლიბერალიზაციაც იმიტომ მიიღო საქართველომ, რომ ქვეყანას ამ ჭრილში განვიხილავთ", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ბოლო მონაცემები ევროსტატმა 2019 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა. დეკემბერთან შედარებით იანვარში ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა 21%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვართან შედარებით კი 9%-ით და 58 609-ს მიაღწია. საქართველო პირველ ათეულში მეცხრე ადგილზეა სირიის, ავღანეთის, ერაყის, ირანის, პაკისტანის, თურქეთის, ალბანეთის და ვენესუელას შემდეგ. ტოპ-ათეულში საქართველოს მოსდევს ნიგერია.
მონაცემებით, რომელიც „იმედის კვირამ“ თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისიდან გამოითხოვა, აპლიკაციების რიცხვი გაიზარდა პაკისტანიდან, ირანიდან, ნიგერიიდან, თურქეთიდან, ვენესუელადან, ალბანეთიდან და საქართველოდან, რაც ტენდენციების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშიც აისახა.
2019 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 2412-მა მოქალაქემ მოითხოვა, მოლდოვიდან 658-მა. თავშესაფრის მოთხოვნით შესაბამის სამსახურებში ორივე ქვეყნიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი აპლიკაცია 2019 წლის იანვარში შევიდა.
ბოლო 12 თვის განმავლობაში თავშესაფარი ევროპულ ქვეყნებში მოითხოვა საქართველოს 17 980 -მა მოქალაქემ.
საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება ევროპაში მიგრაციის უმწვავესი კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა. თავისუფალი მიმოსვლა ასოცირებულ პარტნიორებთან დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად შევიდა ძალაში.
ევროკავშირის თითოეულ წევრს აქვს უფლება მოითხოვოს დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება: თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის სახელწმიფოებში შესვლაზე უარს მიიღებენ ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოების მოქალაქეების არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი. თუ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მაძიებელთა მიმართვა საგრძნობლად გაიზრდება ან თუ ქვეყანა არ ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიაზე. თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავჯდომარე ამბობს, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებასთან. ციფრების კონტროლი უნდა შევძლოთ. ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მყისიერი და ეფექტიანი რეაქცია. მოდით ვუწოდოთ ამას, კრიზისის მენეჯმენტი. საგანგაშო სიგნალები ნამდვილად არ არის. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა",- განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავჯდომარემ საჯად კარიმიმ.
საქართველოს უახლოეს მომავალში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვევა. ევროკომისარი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს სამი წლის წინ სამოქმედო გეგმის შესრულება და უვიზო რეჟიმის მინიჭება მიულოცა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 15:51
მსოფლიო
Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 15:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილის ირონიულ გამოხმაურებას პასუხობს. საქმე ეხება დეპუტატის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას.“ მაჭავარიანი საზოგადოებას თამარ კინწურაშვილის ბიოგრაფიას ახსენებს და ამბობს, რომ მინიმუმ ამორალურია მისი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება.
11 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
პოლონელმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი დააზიანა
ევროპარლამენტარმა, პოლონეთის სეიმის ყოფილმა დეპუტატმა გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთში დამონტაჟებული „უკრაინის მეამბოხე არმიის“ ობელისკი განგებ დააზიანა და ქვეყნის ხელისუფლებას მის სრულ დემონტაჟს სთხოვს.
11 სექტემბერი 2026, 15:03
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა.
11 სექტემბერი 2026, 14:53
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ
დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.
11 სექტემბერი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.
11 სექტემბერი 2026, 14:46
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.
11 სექტემბერი 2026, 14:36
საზოგადოება
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
11 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ
განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
11 სექტემბერი 2026, 14:26
სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ
მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.
11 სექტემბერი 2026, 14:23
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.
11 სექტემბერი 2026, 14:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია
რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.
11 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას
არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.
11 სექტემბერი 2026, 14:19
სამართალი
პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.
11 სექტემბერი 2026, 14:16
სამართალი
სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.
11 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება
იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 14:09
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.
11 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.
11 სექტემბერი 2026, 13:51
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.
11 სექტემბერი 2026, 13:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.


