ოპოზიცია ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი განცხადებით მიმართავს
ჯანი ბუკიკიო
ფოტო: IMEDI
ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილით მიმართავენ.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2018 წლის დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც მოსამართლეთა განწესებაზეა პასუხისმგებელი და რომელიც ამჟამად 14 წევრისგან შედგება, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად 10 მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა და მხარი დაუჭირა სიას, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტების და ფართო საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია.
წერილის ავტორების განცხადებით, სია შედგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ მდგომი რეპუტაციის მქონე მოსამართლეებისგან, რომელთაც წარსულში საეჭვო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთა მიმართ დაბალია საზოგადოებრივი ნდობა.
ამავე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ ამ დაპირებას უღალატა და ძირეული რეფორმის ნაცვლად საზოგადოებას თავს მოახვია ფასადური პროცესი, სადაც ნომინაციის კრიტერიუმები და პროცედურები მხოლოდ ილუზიის შექმნის მიზნითაა შემოთავაზებული“.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულმა ოცნებამ, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ლიდერობით (რომლის მზარდად აგრესიული რიტორიკა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ ცალკე შეშფოთების საგანია), შეინარჩუნა გადაწყვეტილების მიღების ფორმულა ნომინაციის პროცესში, რაც აკანონებს და განამტკიცებს გავლენიან მოსამართლეთა ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში, რომელიც კლანად ჩამოყალიბდა“, - წერია განცხადებაში.
მისი ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ „კანონპროექტი რომელიც ქართულმა ოცნებამ ნაჩქარევად, პირველი მოსმენით პარლამენტში უკვე მიიღო, ასევე შეიცავს სხვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც ერთობლიობაში არ ტოვებს წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში რეალური რეფორმის გატარების შესაძლებლობას სასამართლო სისტემაში“.
„იმისათვის, რომ კანონპროექტი მეტნაკლებ შესაბამისობაში მოვიდეს კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პოტენციურად კვალიფიცირებული კანდიდატის მონაწილეობა ნომინირების პროცესში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემდეგი ცვლილებები შევიდეს წარმოდგენილ პროექტში: გაუქმდეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოწმობის წარმოდგენის ვალდებულება, რათა სისტემის გარეთ მყოფ კვალიფიცირებულ პირებს მიეცეთ ნომინირების პროცედურაში მონაწილეობის შესაძლებლობა; გაუქმდეს მეორე ეტაპზე ფარული კენჭისყრის წესი, რომლის მეშვეობითაც საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ თვითნებურად შეამცირონ შემდეგ ეტაპზე გადამსვლელი კანდიდატების რაოდენობა; გასაუბრებაზე უნდა დაშვებულ იქნეს ყველა კვალიფიცირებული კანდიდატი; გასაუბრების ეტაპზე კანდიდატები შეფასდნენ, როგორც კომპეტენტურობის, ისე კეთილსინდისიერების კრიტერიუმის შესაბამისად, როგორც ეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების შემთხვევაში ხდება; გასაუბრების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა შეიცვალოს იმგვარად, რომ ქვორუმი ავტომატურად არ იძლეოდეს კლანური გადაწყვეტილების მიღების დაკანონების შესაძლებლობას; ასევე შესაძლებელია, გაუქმდეს კენჭისყრის პროცედურა ამ ეტაპზე და შეფასების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები ჩაითვალონ ოფიციალურად წარდგენილ კანდიდატებად; ამ ეტაპზე, გონივრულად მიგვაჩნია კანდიდატების რაოდენობის ვაკანსიების რაოდენობის სამჯერ მეტი რაოდენობით შეზღუდვა.
ვთვლით, რომ ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯით ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, რამაც შესაძლოა, მწვავე სამოქალაქო პროტესტი გამოიწვიოს.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენი რეკომენდაციები ამ კრიზისის თავიდან აცილებას მოემსახურება და საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესში იქნება. კრიზისის თავიდან აცილების მიზნით კიდევ ერთელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩერონ აღნიშნული კანონის განხილვა პარლამენტში და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მზაობას ვაცხადებთ ასევე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკების პროცესში რეალური რეფორმის შემუშავების მიზნით“, - წერია განცხადებაში.
მას ხელს აწერენ:„ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.


