imedi /  05 აპრილი 2019, 11:24 / სანდო წყარო

სტოლტენბერგის მხარდამჭერი განცხადება პარლამენტში პოზიტიურ გზავნილად შეაფასეს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ საქართველოსა და უკრაინის მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადება საკანონმდებლო ორგანოში პოზიტიურ გზავნილად შეაფასეს.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ყოველი მსგავსი ტიპის განცხადება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. დეპუტატები განმარტავენ,  რომ ასევე საჭიროა ხელისუფლების გააზრებული სტრატეგია და თანმიმდევრული მუშაობა.

უმრავლესობაში კი საქართველოსა და ალიანსის ინტენსიურ თანამშრომლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება.   

"მართლაც სახიფათოა ისე ფიქრი, რომ ნატოში საქართველოს მიწვევა რუსეთის მიმართ პროვოკაციაა,"- განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამოცდამეათე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნით პრესკონფერენციაზე, უკრაინას და საქართველოს „ახლო პარტნიორები“ უწოდა.

ამასთანავე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ  მინისტერიალზე შეთანხმდნენ მთელ პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს მეტ სადაზვერვო ოპერაციას შავი ზღვის რეგიონისათვის, საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობით.

ყველა სიახლე

სასწრაფო დახმარება

03 აპრილი 2020, 21:01

COVID19

სასწრაფო დახმარების ექიმს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლო მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა

ინფიცირებული ექიმი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სიმპტომები მას გამოუვლინდა გუშინ, ბოლო მორიგეობა კი 31 მარტს ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განუცხადა.

ანგელა მერკელი

03 აპრილი 2020, 21:00

COVID19

ანგელა მერკელი კარანტინში ყოფნაზე: 14 დღე სახლში იოლი არ არის

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, სახლში კარანტინში ყოფნა იოლი არ იყო. „მოხარული ვარ, რომ დღეს კანცლერის უწყებიდან მოგმართავთ. სახლში კარანტინის რეჟიმზე ჩემი ყოფნა დღეს დასრულდა. თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ვაცნობიერებ, რომ 14 დღე სახლში, 14 დღე მხოლოდ ტელეფონით და ინტერნეტით კონტაქტი იოლი არ არის. განსაკუთრებით იოლი არ არის ხანდაზმული ასაკისა და ავადმყოფი პირებისათვის, ვინც იძულებულნი არიან სახლში მარტო იყვნენ, ვინაიდან ვირუსი დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის“, - ნათქვამია გერმანიის კანცლერის განცხადებაში.

რომან კაკულია

03 აპრილი 2020, 20:45

COVID19

რომან კაკულია ბიზნესმენებს: უმუშევრად დარჩენილების დასახმარებლად გაღებული თანხები ბიზნესების განვითარების პერსპექტივას დააკლდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ისაუბრა. „ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, როდესაც ეკონომიკაზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ, ეკონომიკა ყველაზე მარტივი განმარტებით ნიშნავს დოვლათის დაგროვების და შემდეგ მისი განაწილების მეცნიერებას, ამიტომ ვინც მარტო იმაზე საუბრობს რა უნდა გავანაწილოთ, ის ან უბრალოდ პოპულისტია, ან არაპროფესიონალი. მთავარი გამოწვევა დღეს არის ის, რომ არაპროგნოზირებადია საბიუჯეტო შემოსულობები, რომელიც დარჩენილია და რომელსაც ბიუჯეტი მიიღებს. როდესაც ვამბობთ, რომ გვაქვს 14 მილიარდიანი ბიუჯეტი, არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის დასაწყისში ეს თანხა მომენტალურად შეივსო. ბიუჯეტის შევსება დამოკიდებულია და გათვლილია მთელი წლის შემოსავლებზე. ამას ეფუძნება სწორედ, სიფრთხილე და გარკვეული ტიპის გახანგრძლივება ვადაში, გადაწყვეტილებებისა თუ რაში რა უნდა დაიხარჯოს“ - განაცხადა კაკულიამ.

სინძო აბე

03 აპრილი 2020, 20:43

COVID19

იაპონიაში კორონავირუსის გამო ფინანსურად დაზარალებულ ოჯახებს 2 800 დოლარი გადაეცემათ

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და მმართველი „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ შეთანხმდნენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ფინანსურად დაზარალებულ ოჯახებს 2 800 დოლარი გადაეცემათ დახმარების სახით.

03 აპრილი 2020, 20:37

COVID19

„ლიბერთი ბანკი“ მცირე საოჯახო სახლებსა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების 52 ობიექტს ეხმარება

COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული „ლიბერთი ბანკი“, რომელიც მცირე საოჯახო სახლების და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების 52 ობიექტს, პირველადი საჭიროების მედიკამენტს და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს უსასყიდლოდ გადასცემს.

გიორგი გახარია

03 აპრილი 2020, 20:29

COVID19

პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავებაზე მსხვილ ბიზნესსექტორთან იმსჯელა

პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შესახებ მთავრობის მეთაური, ბიზნესსექტორს დღეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად ესაუბრა.

გიორგი გახარია

03 აპრილი 2020, 20:27

COVID19

გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის საშუალებით, რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა. გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დაწესებული აკრძალვები საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით.

სასწრაფო დახმარება

03 აპრილი 2020, 20:21

COVID19

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

გზის რეაბილიტაცია

03 აპრილი 2020, 19:54

რეგიონი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაპანდიბი-ახალსოფლის გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო. მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებულ გზის მონაკვეთზე გზის სარებილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდს.

03 აპრილი 2020, 19:51

COVID19

კორონავირუსის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ლუდი „კორონას“ წარმოება დროებით შეჩერდება. ამის შესახებ ნათქვამია Grupo Modelo-ს განცხადებაში, რომელსაც ლუდის ეს ბრენდი ეკუთვნის. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც მექსიკის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ლუდსახარშის საქმიანობა არაუცილებელ საქმიანობად შეაფასა.

რომის სამრევლოს წინამძღვარი, მამა იოანე (ხელაია)

03 აპრილი 2020, 19:46

COVID19

რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარი: კორონავირუსით ინფიცირებული ქართველებიდან კრიზისულ მდგომარეობაში არავინაა

დაძაბულობის პიკს არ დაუწევია. ისევ კრიზისულ მდგომარეობაში ვართ, მთელი იტალია და მათ შორის ჩვენც, აქ მყოფი ქართველები, - ამის შესახებ რომის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა მამა იოანე ხელაიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მამა იოანემ იტალიაში მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე ისაუბრა აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ქართველებიდან დღეს დღეობით განსაკუთრებით კრიზისულ მდგომარეობაში არავინ იმყოფება. „ინფიცირებულებს რთული მდგომარეობა არ აქვთ. ერთს ჰქონდა რთული მდგომარეობა, მაგრამ მინდა გახაროთ, რომ ყველანი ღვთის წყალობით, კარგად არიან. მკურნალობის კურსს გადიან და ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა მამა იოანემ.

მარინა ეზუგბაია

03 აპრილი 2020, 19:41

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გამოკვლეულ 16 პაციენტს კორონავირუსი არ აქვს

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 16 პაციენტთან კორონავირუსი არ დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ვახტანგ კალოიანი

03 აპრილი 2020, 19:37

COVID19

ვახტანგ კალოიანი: კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა არ არის დრამატული

უახლოესი კვირები ჯანდაცვის სისტემისთვის გადამწყვეტი იქნება, როგორც ეპიდემიოლოგიური ისე ჰოსპიტალური სექტორის თვალსაზრისით. მთავარია როგორი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ და მოვახერხებთ თუ არა მის დაჭერას ათეულების ფარგლებში. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს იზოლაციის და კარანტინის წესების დაცვას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

ვესტფალენშტადიონი

03 აპრილი 2020, 19:19

COVID19

ვესტფალენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება

საფეხბურთო კლუბი „ბორუსია დორტმუნდის“ სტადიონი ვესტფალენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება. ამის შესახებ ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში. „შაბათიდან „სიგნალ იდუნა პარკის“ ჩრდილოეთ ტრიბუნა უმზად იქნება მოემსახუროს პაციენტებს, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი

03 აპრილი 2020, 19:16

COVID19

თბილისში ბერლინიდან სპეცრეისით საქართველოს 120 მოქალაქე ჩამოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეცრეისი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 120 მოქალაქე იმყოფება. მგზავრებს ჯერჯერობით თვითმფრინავი არ დაუტოვებიათ. ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

03 აპრილი 2020, 18:55

COVID19

კორონავირუსის გამო აშშ ახალი პასპორტების გაცემას დროებით შეაჩერებს

კორონავირუსის ეპიდემიის შეკავების მიზნით აშშ ახალი პასპორტების გაცემას დროებით შეაჩერებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამონაკლისი გაკეთდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საგანგებო სიტუაციებისთვის.

რატი იონათამიშვილი

03 აპრილი 2020, 18:53

სამართალი

რატი იონათამიშვილი: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით სამართლიანობა უკვე საერთაშორისო დონეზეც აღდგა

როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა, დადასტურებულია უკვე არაერთგზის - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა. რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:49

COVID19

კახა კალაძე: ყოველთვის როცა ამის საჭიროებაა, ეკლესია ქვეყნის სადარაჯოზე დგას

ჯერ აღდგომამდე დრო არის დარჩენილი, ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია , ამიტომ რთულია ამაზე საუბარი - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეკლესია მუდმივად იდგა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ეს ყოველთვის ასე გაგრძელდება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე პირველ რიგში ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 18:38

COVID19

კახა კალაძე: ათივე რაიონში მუნიციპალური სერვისების მუშაობა შევაჩერეთ და ეს სერვისები გადავიტანეთ მერიაში

პირველი რაც გავაკეთეთ ისევ და ისევ ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ათივე რაიონში მუნიციპალური სერვისების მუშაობა შევაჩერეთ, რადგან პირდაპირ უწევდათ კონტაქტი და კომუნიკაცია ადამიანებთან დავტოვეთ მხოლოდ მერიაში ეს სერვისები - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სერვისი თბილის მერიაში შენარჩუნებულია. კალაძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რთულ ვითარებაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის.

03 აპრილი 2020, 18:38

COVID19

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ილაპარაკა.