imedi /  06 აპრილი 2019, 19:50 / სანდო წყარო

საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 

„2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე „ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, რომ შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.

წილხვდომილობა – ქვეყნის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი

2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა ანუ იდენტობა. ღვთისმშობელმა განაპირობა არა მარტო ჩვენი სულიერება, არამედ ასევე შგვაძლებინა შეგვექმნა საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურა, აგვეშენებინა და გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“ - ნათქვამია განცხადებაში. 

„ღვთისმშობლის შეწევნა ისევე როგორც წარსულში, დღესაც უდიდესი ძალაა ჩვენი ქვეყნისა. ზეციური დედოფლის წყალობით აღდგა და ვითარდება ქართული სახელმწიფოებრიობა.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მეტად რთულად და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს პროცესი ათეისტური ძალადობის შედეგად დაზიანებული ეროვნული ცნობიერების გაჯანსაღებისა.

ეროვნულ თვითმყოფადობასთან გაუცხოება, რასაც გლოვობდა ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლო საუკუნეების ყველა ღირსეული მამულიშვილი, არის მთავარი მიზეზი თანამედროვე საზოგადოების გათითოკაცებისა, უდიდესი სულიერი და ეროვნული ფასეულობების მქონე ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და კონსოლიდაციის დეფიციტისა. მტკიცე სულიერი საძირკვლის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობის ყოველგვარი მცდელობა მარცხისათვის არის განწირული.

ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა სულიერი და ინტელექტუალური ძალების ერთიანობაში ჩამოყალიბდა და საუკუნეების მანძილზე ერთ მთლიან სამწყსოდ კრავდა ჩვენს ერს. დღეს ეს საძირკველი შერყეულია, ერთობა დარღვეულია; მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ღვთის ძალაზე დაფუძნებულ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას.

სწორედ ღვთაებრივ ნებასა და ენერგიებთან ადამიანურის შეერთების ანუ სინერგიული კავშირის აღდგენის მიზნით დააფუძნა უწმინდესმა სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ელიას მთაზე სამების ლავრაში. ასევე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ისეთი მუზეუმი, რომელიც შესთავაზებს ჩვენ საზოგადოებას ფასეულობით განათლებას, ანუ ისეთ ცოდნას, რომელიც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გათვალისწინებით იქნება შემუშავებული; ცოდნას, რომელიც არა მარტო წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სულიერ მნიშვნელობას, არამედ თავად იქნება ნაყოფი სარწმუნოებისა და მეცნიერების, სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობისა. სამების ლავრისა და ღვთისმშობლის სავანის გარშემო გაერთიანებით საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრი მონაწილე ხდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის პროცესისა“- ნათქვამია განცხადებაში. 

წილხვდომილობა – სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის საფუძველი

საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე არსებობდა შემწყნარებლობის ანუ ტოლერანტობის მაღალი კულტურა. ღვთისმშობლის წყალობით ამ სათნოებამ ჩვენს ერში უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის განახლება ყველა სხვა სათნოებებთან ერთად ჩვენ საზოგადოებაში აღადგენს ასევე შემწყნარებლობის მდიდარ ტრადიციას. ეს იქნება სასარგებლო არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ასევე ტოლერანტობის სერიოზული დეფიციტის მქონე თანამედროვე მსოფლიოსათვის.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ვითარცა ქვეყნის იდენტობისა და უსაფრთხოების აღმნიშვნელი თარიღი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნისა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის სახალხო დღესასწაულის ხასიათს შეიძენს.

საქართველოს მოსახლეობის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის როგორც ქვეყნის თვითმყოფადობის მთავარი მახასიათებლის გაცნობიერება გახდება საწინდარი სამოქალაქო თანხმობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

წილხვდომილობა – პრივილეგია თუ პასუხისმგებლობა

ღვთისმშობლის მფარველობა არ ნიშნავს ჩვენს პრივილეგიას სხვა ერებთან შედარებით. უფალი ყოველ ერს მისი ჯვრის შესაბამის ძალას ანიჭებს. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იმპერიებისა და ძლიერი სახელმწიფოებით გარშემორტყმული ჩვენი მცირერიცხოვანი ერი დაუსრულებელი აგრესიის პირობებში ცხოვრობდა.

ღვთისმშობლის მფარველობა რომ არა, გამუდმებით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე მყოფი ჩვენი ხალხი ვერ გაუძლებდა ამდენ სისხლისღვრასა და ტანჯვა–წამებას.

ის ვინც საქართველოსადმი ღვთისმშობლის გამორჩეულ წყალობას ერის პრივილეგიად მიიჩნევს, ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას. პრივილეგიის განცდა ერის უპირობო გადარჩენის ცრუ–რწმენას ბადებს, რაც თავის მხრივ იწვევს ამპარტავანებასა და სიფხიზლის მოდუნებას.

ღვთისმშობლის შეწევნა არის უდიდესი ძალა ჩვენი ერისა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის წყალობა მხოლოდ მაშინ გამოიღებს ჩვენში კეთილ ნაყოფს, როდესაც საზოგადოება იქნება ერთგული ჭეშმარიტი მრწამსისა და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესისა.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის, როგორც პასუხისმგებლობის განცდა, განაპირობებდა ჩვენს ეროვნულ აღმავლობას და პირიქით, ამ გამორჩეული წყალობის პრივილეგიად მიჩნევა იწვევდა განსაცდელების გამრავლებასა და საზოგადოებაში სულიერი დაკნინების პროცესის დაწყებას.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა უპირველესად ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ზეციური მფარველის მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას. თავდაპირველი მისია ღვთისმშობლისა საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა და გავრცელება იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად ზეციურმა დედოფალმა ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოგზავნა ანდრია პირველწოდებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ვაზის ჯვრით მოციქულთასწორი წმინდა ნინო. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს ცხოვრებაში იმთავითვე აისახა ქრისტიანობის მოწამეობრივი გზა საქართველოში.

წელს ჩვენი ერი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ორი წმინდანის მეოხებით ქრისტანობის საქართველოში შემოსვლას. ანდრია პირველწოდებულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს, 12 მაისს, ჩვენი ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესებით ჩვენ ფაქტიურად აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის დასაბამიდან 2000 წელს. მეტად სიმბოლურია, რომ ამ უდიდეს ზეიმს ღვთის განგებით დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავი.

საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება, იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის ჟამს ღვთის მიერ გარდამოვლენილი კურთხევის განახლებას. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის მადლი გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. ამ კურთხევის განახლება შესაძლებელია გახდეს გვირგვინი უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ქართლის მეორედ მოქცევისა.

დღეს, როდესაც ჩვენი ერი მძიმე სულიერი კრიზისის შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის ფესვებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღვთისმშობლისადმი საყოველთაო თაყვანისცემის ტრადიციის აღდგენას, რამეთუ ზეციური დედოფალი ბრძანდება ჩვენი ღვთივდადგენილი განმანათლებელი და წინამძღვარი სულიერი ამაღლების გზაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება. ამავე მიზნით შენდება ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე.

ვევედროთ უფალს, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მოციქული ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს შეწევნით 2019 წელი საქართველოსათვის გახდეს დასაბამი უპირველესად სულიერი, ხოლო შემდგომ ტერიტორიული გამთლიანებისა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ყველა სიახლე

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილი

06 აპრილი 2026, 21:49

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

06 აპრილი 2026, 21:41

საზოგადოება

საქპატენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ

საქპატენტის ინფორმაციით, ვიზიტი უკავშირდება სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი არჩევით პრაქტიკულ კომპონენტს „საქპატენტის კლინიკას“, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებას საქპატენტში. „კლინიკა“ სტუდენტებს საშუალებას აძლევს უშუალოდ ადგილზე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას და ექსპერტიზის პროცედურებს.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

06 აპრილი 2026, 21:33

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე, შესაძლოა, სამშაბათი იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის „განადგურება“ ერთ ღამეშია შესაძლებელი და დასძინა, რომ ეს ღამე „შესაძლოა“ სამშაბათი საღამო იყოს.

06 აპრილი 2026, 21:31

რეგიონი

„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ღონისძიება - „პოეზია მუსიკაა სულისა“ გაიმართა

პროგრამა „კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნციაპლიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

06 აპრილი 2026, 21:27

საზოგადოება

თბილისში საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება - სიმბოლურ ფასად ბინა კიდევ 30 ოჯახს გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერიის ინიციატივით, დედაქალაქში ბინა სიმბოლურ ფასად, კიდევ 30 ოჯახს გადაეცა.

დავით ქართველიშვილი

06 აპრილი 2026, 21:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თბილისი დე-ფაქტო იბრუნებს სამხრეთ კავკასიის ცენტრის სტატუსს

მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებაზე მიუთითებს და ადასტურებს ქვეყნის, როგორც სტაბილური და პროგნოზირებადი პარტნიორის მნიშვნელობას.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 21:14

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“.

06 აპრილი 2026, 21:06

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის შესახებ.

06 აპრილი 2026, 20:58

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების მსურველებს, რეგისტრაციის გავლა გამოცდების ვებგვერდზე 11 მაისის 18:00 საათამდე უკვე შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 20:53

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩემი ნება რომ იყოს, მე უბრალოდ ნავთობის აღება მსურს - თუმცა, არ ვიცი, რამდენად უნდა ეს ამერიკელ ხალხს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი ირანში „ნავთობის მითვისების“ შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის, „სურს თუ არა ეს ამერიკულ საზოგადოებას“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

პლასტმასის ბოთლები

06 აპრილი 2026, 20:47

პოლიტიკა

პლასტიკის ბოთლების აკრძალვას „ხალხის ძალა“ ეწინააღმდეგება - მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებამდე ფართო დისკუსიას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პლასტიკის ბოთლების აკრძალვას „ხალხის ძალა“ ეწინააღმდეგება. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ბიზნესს და მოსახლეობასაც პრობლემას შეუქმნის.

06 აპრილი 2026, 20:35

სამართალი

მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის დაპირისპირება სასამართლოში - რამ გამოიწვია კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განსასჯელისა და მოწმის ჩხუბი სასამართლოში. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ნოღაიდელის გაშველება პროცესზე მანდატურებს მოუხდათ.

06 აპრილი 2026, 20:28

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო - განაჩენი 8 აპრილს დაზუსტდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თვალთვალი, ჩასაფრება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ფიზიკური ანგარიშსწორება, რამაც ახალგაზრდა მასწავლებელი იმსხვერპლა.

06 აპრილი 2026, 20:20

პოლიტიკა

საქართველოს პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევას უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ეწვია.

06 აპრილი 2026, 20:15

პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კავშირების მნიშვნელობა აღნიშნა და სტუმარს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2026, 20:14

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, აღარაფერი ექნებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიმართ მუქარა გაამკაცრა და განაცხადა, რომ მას იმაზე „უარესი“ ვარიანტებიც აქვს მომზადებული, ვიდრე ქვეყნის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვაა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმებას არ დათანხმდება.

06 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

თამარ ბაგრატიონის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად სადილი გაიმართა

თბილისში, საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის სახელით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას პატივსაცემად სადილი გაიმართა.

06 აპრილი 2026, 19:57

მსოფლიო

Reuters: ირანმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება

აშშ-მა და ირანმა განიხილეს ჩარჩო გეგმა კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა თეირანმა განაცხადა, რომ ომის საბოლოო დასრულება სურს და წინააღმდეგობა გაუწია ზეწოლას დროებითი ზავის პირობებში ჰორმუზის სრუტის სასწრაფოდ გახსნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

06 აპრილი 2026, 19:42

პოლიტიკა

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

06 აპრილი 2026, 19:21

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3543 გამოაქვეყნა.