პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ფოტო: shutterstock.com
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაცია 8-დან 19 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. საბაზო და საშუალო განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სასურველ პროფესიებს საქართველოს ყველა რეგიონში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ.
კერძოდ, მოქალაქეებს შეუძლიათ დაეუფლონ პროფესიებს ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, ჟურნალისტიკის, დიზაინისა და სხვა მიმართულებებით.
სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ დუალური, ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
პროფესიული განათლების მიღებისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.
რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აპლიკანტებს, ასევე, საშუალება ექნებათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: vet.emis.ge.
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, ტესტირებას რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გაივლიან. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
წარმოუდგენელი რამ გვესმის, რომ თითქოს, ისინი პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში ჰქონიათ პრობლემები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ
დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და ყველა უნდა მოეპყროს ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. არ უნდა იყოს კარნახი, მითითება ისე, როგორც წარმოუდგენიათ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
30 აპრილი 2026, 18:02
პოლიტიკა
ჯანმოს ხელმძღვანელი ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, რევაზ ლომინაძეს შეხვდა - „დიდად ვაფასებ საქართველოს ერთგულებას ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების საქმისადმი“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, რევაზ ლომინაძესთან შეხვედრა გამართა.
30 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: სინამდვილეში ეს არანაირი ალიანსი არ არის. ეს არის ერთი ხელმძღვანელის და დირექტივის მიმცემის ხელწერა და როლები არის გადათამაშებული. იქ არავინ არ არის ახალი შემოქმედებითი პირი
ვხედავთ ოპოზიციის ფლანგზე ბაკქანალიას, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის ალიანსზე საუბრისას.
30 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაბრუნდეს ფასეულობებზე, მეგობრობაზე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. აქაც გულსატკენია იმ უსამშობლოების რეაქცია. როგორც კი რაიმე კონტურები გამოჩნდება, რომ ამერიკასთან ან ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივი, ხედავთ რა რეაქცია მოჰყვება მათი მხრიდან. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არ არსებობს მათთვის წითელი ხაზი. მზად არიან საკუთარი სამშობლოს დაზიანებაზე წავიდნენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
30 აპრილი 2026, 17:50
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს საიდ ალ-ჰაჯერის შეხვდა.
30 აპრილი 2026, 17:43
რეგიონი
სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდისა და დაბა მესტიის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს სამტრედიის 1200 მოსწავლეზე გათვლილი N11 საჯარო სკოლის, 250 მოსწავლეზე გათვლილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის სკოლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 250 მოსწავლეზე გათვლილი მესტიის №1 სკოლის რეაბილიტაციას.
30 აპრილი 2026, 17:41
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხები წინ არის წამოწეული და ბუნებრივია, რომ სამართალდამცავი უწყებების კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია მათ ეფექტურობას ერთიორად გაზრდის
ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ის ფუნქცია და როლი, რომელიც ბატონ მამუკა მდინარაძეს დაეკისრა, ვგულისხმობ კოორდინაციას. საზოგადოებამ იცის, რომ ამ გამოწვევების ფონზე, მთელ მსოფლიოში არის უსაფრთხოების საკითხები წინ წამოწეული და ბუნებრივია, რომ სამართალდამცავი უწყებების კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია მათ ეფექტურობას ერთიორად გაზრდის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
30 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
ანდრეი სიბიგას განცხადებით, მოპარული უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ისრაელის პორტში აღარ დაიცლება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გემი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული ხორბლით იყო დატვირთული, ისრაელის პორტში აღარ შევა.
30 აპრილი 2026, 17:37
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.
30 აპრილი 2026, 17:29
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: სამწუხაროდ პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო დონეზე თავად იყოს წინამძღოლი ამ დეზინფორმაციის საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ
სამწუხაროდ პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო დონეზე თავად იყოს წინამძღოლი ამ დეზინფორმაციის საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი სამსახურის პირველ გადაცემაში გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას.
30 აპრილი 2026, 17:17
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ მოპარული მარცვლეულის შესახებ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გემი, რომელიც ისრაელის პორტში უნდა შესულიყო, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული ხორბლით იყო დატვირთული.
30 აპრილი 2026, 17:05
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას უმასპინძლა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნულ სფეროში საქართველოს ექსპორტის პოტენციალზე.
30 აპრილი 2026, 17:01
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს
30 აპრილი 2026, 16:56
რეგიონი
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება შეეცვლება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო“ დაერქმევა
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განიხილეს და მიიღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
30 აპრილი 2026, 16:53
მსოფლიო
CNN: ირანმა აშშ-ს სამშვიდობო შეთანხმების შეცვლილი პროექტი, შესაძლოა, პარასკევს გადასცეს
შეერთებული შტატები ელის, რომ ირანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტს გადახედავს და შესწორებულ ვარიანტს პარასკევს შუამავლების მეშვეობით გადასცემს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 16:31
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით „დაქვეითება?“
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 21 პოზიციით დაქვეითდა და 135-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს ქვეყანა 114-ე პოზიციაზე იყო.
30 აპრილი 2026, 16:26
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.
30 აპრილი 2026, 16:22
მსოფლიო
Bloomberg: პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ
უნგრეთის მომავალ ლიდერს, პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ. ინფორმაციას Bloomberg-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს
ბათუმი სასტუმრო აღჭურვილობისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პროდუქტებიც, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.


