imedi /  07 მაისი 2018, 12:41 / სანდო წყარო

ცხადდება კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს. 

ღონისძიება, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, წელს საქართველოში მეორედ ტარდება. 

პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში გამოვლინდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნესპარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.

გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო ტურში გერმანიაში, სადაც მათ გერმანული კომპანია PEM Consult უმასპინძლებთ. ვიზიტის ფარგლებში გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანი პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება და ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენაა. 

დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა იხილეთ ვებგვერდზე: www.awardtvet.ge.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ივლისი. კანდიდატებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიება 8 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "რუმსში" გაიმართება.

ყველა სიახლე

მერაბ ქვარაია

04 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია სახალხო დამცველს: არის თუ არა განსხვავება სააკაშვილის დროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის რომელიც დღეს გვაქვს

ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საპატიმროებში არა გადამდებ დაავადებათა სკრინინგზე, ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერების შენახვის ხანგრძლივობის გაზრდაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალური პრევენცია იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, რომ სარეაბილიტაციო პროგრამებში პატიმართა მოხვედრის რიცხვი უნდა გაიზარდოს, სწორედ ასეთ თემატიკას ვუსვამთ ხაზს და ძალიან კარგია რომ პატიმრები ისეთ საკითხებზე შემოგვჩივლებენ ხოლმე, რომელიც ბევრად უფრო რბილია და ბევრად იოლია, მაგალითად, გიგი უგულავამ შეიძლება დაიწუწუნოს იმაზე, რომ ის CNN-ს ვერ უყურებდა ციხეში და ძალიან კარგია რომ მას პრეტენზია აქვს, რომ მსგავსი ტიპის უზრუნველყოფაც ჰქონდეთ ციხეებში - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

მერაბ ქვარაია

04 ივნისი 2020, 15:39

პოლიტიკა

მერაბ ქვარაია: გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ

„გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

04 ივნისი 2020, 15:37

COVID19

84 სასტუმროში სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა გაიარა, რაზეც ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა

22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა დაასრულა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

04 ივნისი 2020, 15:35

მსოფლიო

თურქეთი საერთაშორისო ფრენების აღდგენას 10 ივნისიდან გეგმავს

თვის განმავლობაში ანკარა 40 ქვეყანაში აპირებს ფრენების განხორციელებას, 15 სახელმწიფოსთან კი შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ნათია მერებაშვილი

04 ივნისი 2020, 15:34

პოლიტიკა

გენერალური პროკურორის მოადგილე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენას დაესწრო და მოხსენებით წარდგა.

პენსიონერი

04 ივნისი 2020, 15:28

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად ყოველი მეხუთე მოქალაქე შეიძლება ჩაითვალოს - მთავრობის ანგარიში

ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საპენსიო ასაკის 762 621 ადამიანი ცხოვრობს (მთლიანი მოსახლეობის 20.5%), შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ტურისტები

04 ივნისი 2020, 15:27

ეკონომიკა

მთავრობის ანგარიში - 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების 70%-იანი კლებაა მოსალოდნელი

ყველაზე მნიშვნელოვანი არხი, რომლითაც პანდემიის შედეგად ხდება ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არის ტურიზმი. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით შემცირდა 26%-ით. ჯამში, 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70%-ით, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში კოვიდ-19

04 ივნისი 2020, 15:26

COVID19

მთავრობის ანგარიში - რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება

პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ აირჩია უპირატესად რეკომენდაციებისა და საინფორმაციო კამპანიების გზა, თუმცა რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალურმა დაკვირვებამ და შედეგად მიღებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აჩვენა, რომ რეკომენდაციები არასაკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან საზოგადოების დიდმა ნაწილმა, უმეტესწილად, უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება, რაც ზრდიდა ვირუსის გავრცელების, მოქალაქეთა უმრავლესობის დაინფიცირებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის რისკებს, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა უფრო მკაცრი/სავალდებულო ზომების გატარების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა.

ირაკლი მეზურნიშვილი

04 ივნისი 2020, 15:18

საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიან სისტემაზე იმსჯელეს

დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიან სისტემაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, დაბეგვრვა უნდა მოხდეს ერთ ეტაპად. ინიციატივას სხდომაზე მხარი დაუჭირეს. უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასებია ბაზარზე. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალური გაზის ნაწილი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ადამიანები თუ კომპანიები არამიზნობრივად გამოიყენებენ სოციალურ გაზს და ამის ადმინისტრირება ძალიან რთულია. დღეს ამის გამოსწორების გზა შევთავაზეთ, მხარი დავუჭირეთ და შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე, ჩვენ ვიმსჯელებთ, რამდენად კონკურენტუნარიანი ფასებია ამასთან მიმართებაში“, - განუცხა „ქრონიკას“ ირაკლი მეზურნიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი

04 ივნისი 2020, 15:09

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს

ანგარიში COVID-19-ის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ სცემს პასუხს იმ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს თუ უბრალოდ, მოქალაქეს აქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

Crew Dragon

04 ივნისი 2020, 15:09

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Crew Dragon-ის კაფსულის ხელახლა გამოყენების ნებართვა მიიღო

ნებართვა SpaceX-ის პროგრამის მეორე სტარტიდან იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ილონ მასკის კომპანია ასტრონავტებს სკს-ზე აგზავნის.

რატი იონათამიშვილი

04 ივნისი 2020, 14:51

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია, რომ თითოეული ჩვენგანი დაირაზმოს

თუ ერთი ადამიანის უფლებასაც ეხება საკითხი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანი დაირაზმოს, რათა ამ უფლების დარღვევა აღვკვეთოთ და მომავალში მსგავსი ტიპის დარღვევების პრევენცია მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა

ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა და საგანგებო ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა.

04 ივნისი 2020, 14:49

საზოგადოება

პარლამენტში 2019 წელს ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილეს

ომბუდსმენის ინფორმაციით, 310 გაცემული რეკომენდაციიდან საკანონმდებლო ორგანომ 259-ის შესრულება აქცია სავალდებულოდ, უწყებებმა კი ამ რეკომენდაციების დაახლოებით 40% შეასრულეს.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:44

პოლიტიკა

ოპოზიცია პარლამენტში მისული ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან არასტაბილურ ინფლაციაზე განმარტებებს ელის

ამ წუთებში პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე წლიურ ანგარიშს წარადგენს. მოხსენების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ოპოზიცია ამბობს, რომ მათი მთავარი აქცენტი შეკითხვებში გაკეთდება ინფლაციაზე, ფასების არასტაბილურობაზე. იმაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება შეარბილოს რეგულაციები, შემცირდება თუ არა გადასახადები. მმართველი გუნდი ამბობს, რომ კორონაკრიზისამდე პერიოდშიც ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ კარგად იმუშავა და ეს 2019 წლის მოხსენებაშც იქნება ასახული.

მეუფე შიო

04 ივნისი 2020, 14:44

საზოგადოება

მეუფე შიო დავით გარეჯის საკითხზე: იმედი გვაქვს, აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო იმედოვნებს, რომ „აზერბაიჯანთან ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება“. ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

04 ივნისი 2020, 14:40

COVID19

ესპანეთი საფრანგეთთან და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვარს 22 ივნისიდან გახსნის

ესპანეთი საფრანგეთთან და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვარს 22 ივნისიდან გახსნის. ამის შესახებ ესპანეთის ტურიზმის მინისტრმა, რეიეს მაროტომ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ აქამდე მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების გახსნა ივლისში იგეგმებოდა.

გიგა ბოკერია

04 ივნისი 2020, 14:38

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ნებისმიერი პარტიის მხრიდან საარჩევნო პროცესის მეორე ტურში გადაყვანის რისკზე წასვლა სრული უპასუხისმგებლობა იქნება

„პარტიები, ვინც თავიდანვე იყო ამ მოლაპარაკებებში ჩართული, ვისზეც „ევროპული საქართველოთი“ დაწყებული არის დამოკიდებული ის, რომ რისკები შევამციროთ და პირველივე ტურში მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი. არ არის დასამალი ვისზე ვსაუბრობთ. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის“, - განაცხადა ბოკერიამ.

კობა გვენეტაძე

04 ივნისი 2020, 14:35

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2 მლრდ ლარამდეა და მთლიანი საფინანსო სექტორის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიური ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, არასაბანკო საფინანსო სექტორის მთლიანი აქტივები 2 მლრდ ლარამდეა და მთლიანი საფინანსო სექტორის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს.

ზურაბ თოდუა

04 ივნისი 2020, 14:31

სამართალი

მიხეილ კალანდიას ადვოკატის მტკიცებით, გიორგი ჯანაშიამ საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს

მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას მტკიცებით, გიორგი ჯანაშიამ საპატიმრო შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ჯანაშიას ჩვენებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კალანდიას წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის საკითხში, რის გამოც ახლა ჯანაშია პროკურატურას ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.