16 მარტი 2026, 00:35 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ვიდრე პოლარიზაციის შემცირების პროცესი შედგება, უნდა გამოვკვეთოთ ვინ არის ეს მეორე მხარე, რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტებით გვაქვს გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა. ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს, ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლების განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის.

„ძალები, რომლებიც ნეიტრალურ სივრცეში არიან, უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ და „ნაციონალური მოძრაობა“ საშუალებას არ აძლევს, ეს გაწვდილი ხელია და ნელ-ნელა ეს პროცესი დაიხვეწება. აქ გამარჯვება, დამარცხებაზე არ არის საუბარი. უნდა იცოდნენ, რომ მაგალითის მიმცემიც შეიძლება იყოს „ქართული ოცნება“, რომელმაც თქვა, რომ არ არის მისთვის სახარბიელო, რომ სუსტია ოპოზიცია და ოპოზიცია კონკურენციას ვერ უწევს ხელისუფლებას, რადგან ეს ხელისუფლებისთვისაც ცუდია და სახელმწიფოს განვითარებისასაც ცუდია.

ამას აღიარებს ხელისუფლება, რადგან მას მარტივად შეუძლია ნებისმიერ არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ეს არ იძლევა იმის შედეგს, რომ ჩვენ უფრო სწრაფი ტემპით განვვითარდეთ და აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება, ამ ეროვნულ ღირებულებებზე შექმნილი ჯგუფების და პარტიების მხრიდან. ეს გრძელვადიან პროცესში უნდა დაინახოს ამ ხალხმა და არ უნდა მოხდეს მათი გაკიცხვა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ რადიკალური ფრთა გარე ძალებისგან არის მართული და ისინი მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით არიან ქართველები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ.

„რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. დღეს უკვე ხუმრობს საზოგადოება, რომ გადიან შემოდიან, იშლებიან, ისევ ერთიანდებიან. მათ არავინ ეკითხება, მათ დაუკვეთენ, ეყოლებათ სალომე ზურაბიშვილი ლიდერი, დაუკვეთენ, ახლა ჰყავთ გვარამია, დაუკვეთენ, ეყოლებათ სააკაშვილი და ა.შ. ამიტომაც გვაქვს მათ გარე პატრონებთან პოლემიკა და საუბარი. ამათ აღარაფრად აღარ ვთვლით და არც უნდა ჩათვალოს საზოგადოებამ.

ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ. როგორი ჩასაფრებული არიან. როგორ შეიძლება ეს ადამიანები იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. რადგან ერთხელ ხელი მოაწერეს უკვე დაკვეთას ასრულებენ და ეს დაკვეთა იმაში მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად სხვა რამ უნდა მოხდეს საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული მოქალაქე არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების დამცველი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არ არსებობს არც ერთი ჩატარებული არჩევნები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ეღიარებინა.

„რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება - ეს კასტა, რომელიც ზემოდან უყურებს მთელ საზოგადოებას. ყველა ჩვენგანი ვართ საზოგადოება და ესენი განსაკუთრებული არიან - სამოქალაქო საზოგადოება. პროფესია აქვთ სამოქალაქო აქტივისტი. რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი? რას ნიშნავს? ვინ ხარ? რა გაგიკეთებია? რას წარმოადგენ, რომ შენ ასეთი გონორით ესაუბრებოდე შენს მოქალაქეებს, შენს ხელისუფლებას, პარლამენტის წევრებს?! ეს როგორ შეიძლება.

ჩვენ ხომ ვიცით აკერმანის წინასწარ შედგენილი გეგმებია, რომ ეს ხალხი გადმოდის ხელისუფლებაში, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ბოკერიები და უგულავები პირდაპირ გახდნენ ხელისუფლების წევრები და რა დამართეს ქვეყანას. იმის გამოძახილია, რომ ეს საცეცები კიდევ, რომ ვერ მოვიცილეთ.

ნაბიჯი, რომელიც ახლა გადაიდგა პოლარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შესაძლოა, არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ამ ქვეყნის პატრიოტია და ვცდილობთ, რომ მათგან, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთს პატივი ვცეთ და საზოგადოებას ვცეთ პატივი, ჩვენი აზრები მივაწოდოთ მათ და ეს პროცესი არ შეჩერდება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

22 აპრილი 2026, 08:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.

არჩილ გორდულაძე

22 აპრილი 2026, 08:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს

დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.

ნინო წილოსანი

22 აპრილი 2026, 08:15

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.

22 აპრილი 2026, 08:02

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.

22 აპრილი 2026, 07:59

სპორტი

„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა

„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.

სკოტ ბესენტი

22 აპრილი 2026, 02:24

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.

22 აპრილი 2026, 02:12

მსოფლიო

The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შეჰბაზ შარიფი

22 აპრილი 2026, 01:37

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.

22 აპრილი 2026, 00:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

რეინჰარდ მარქსი

22 აპრილი 2026, 00:33

მსოფლიო

Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 00:19

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

22 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.

22 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.

21 აპრილი 2026, 23:50

მსოფლიო

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

ჯეი დი ვენსი

21 აპრილი 2026, 23:42

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აბას არაღჩი

21 აპრილი 2026, 23:35

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს

ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

ვიქტორ ორბანი

21 აპრილი 2026, 23:14

მსოფლიო

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.

21 აპრილი 2026, 23:06

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.

21 აპრილი 2026, 23:05

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.