15 მარტი 2026, 20:59 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მერე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

პრეზიდენტმა ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმით და პოლიტიკით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მშვიდობის კუნძულს უწოდებენ.

„ვიქნები გულწრფელი, მომზადებული შევხვდით ამ პროცესებს. ეს იყო გონიერი, თანმიმდევრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესზე მორგებული სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა და აქ მთავარი საკითხი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ჩვენი საზოგადოების ინფორმირება, თუ რა პროცესები შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენს გარშემო. ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით ამ თემებზე და კარგია, რომ ამისთვის ჩვენ მოვემზადეთ და ის, რომ ჩვენი გონიერი საზოგადოება დადგა თავის ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ამან მოიტანა ის პროცესები, რომელიც ჩვენთან დღეს მიმდინარეობს. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მშვიდობის კუნძული ამ სიტუაციაში, ამ ცეცხლის რკალში. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, რა თქმა უნდა, დიდი ზეწოლების ფონზე, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდით, მთავარია არ იყოს პანიკა, ქაოსი და ყოველთვის იყოს მომზადებული ჩვენი ხელისუფლება იმისთვის, რომ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე, ეს უნდა გაითავისოს ყველამ და საქართველო ყოველთვის მომზადებული შეხვდება ნებისმიერ გამოწვევას.

„უდიდესი გამოცდილება აქვს ჩვენს ქვეყანა, ჩვენს ერს, სახელმწიფოს და მსგავს გამოწვევებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ გონიერია ხელისუფალი, როგორ იმოქმედოს და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, პრაგმატიზმმა, რეალობის სწორად აღქმამ, გამოწვევების წინასწარ გაანალიზებამ და საზოგადოების მომზადებამ მოიტანა შედეგი და გარდა მშვიდობისა, ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვავითარებთ ქვეყანას. ეტაპობრივად ვეხებით თითქმის ყველა სფეროს. უმთავრესი საკითხებია, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისთვის ყველა ერთად, მნიშვნელობა არ აქვს ეს პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებელია თავის სახელმწიფოზე და ეს კიდევ უფრო მეტად უნდა გავითავისოთ თითოეულმა ჩვენგანმა და ყოველთვის მომზადებული შევხვდებით ნებისმიერ გამოწვევას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

11 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. LIVE

ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.

ნიკა გვარამია

11 აპრილი 2026, 14:06

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ

უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

11 აპრილი 2026, 14:01

მსოფლიო

Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას

აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 14:00

რეგიონი

ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ვიქტორ ორბანი ანდრეი ბაბიში

11 აპრილი 2026, 13:18

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

11 აპრილი 2026, 13:10

საზოგადოება

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კამალა ჰარისი

11 აპრილი 2026, 13:01

მსოფლიო

კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 12:32

საზოგადოება

ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

11 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.

დავით მათიკაშვილი

11 აპრილი 2026, 12:15

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 აპრილი 2026, 12:03

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.

პედრო სანჩესი

11 აპრილი 2026, 11:56

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.

ლევან მახაშვილი

11 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

11 აპრილი 2026, 11:39

მსოფლიო

ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 11:21

მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 11:19

საზოგადოება

მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წმინდა ცეცხლი

11 აპრილი 2026, 11:10

საზოგადოება

წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება

ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

11 აპრილი 2026, 10:56

მსოფლიო

NASA-ს მთვარის მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს

ჯეი დი ვენსი

11 აპრილი 2026, 10:24

მსოფლიო

ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს

ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.