15 მარტი 2026, 20:05 / სანდო წყარო

„იმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის, ამიტომ არც სანქციების, არც ტყვიების, არც სააკაშვილის პროკურორების და არც კონკრეტული „ენჯეოების“ სიყალბეზე აგებული პატაკის გვეშინია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

დღეს „იმედის“ დაბადების დღეა - თქვენი „იმედის“. ზუსტად 23 წლის წინ ქართველი ხალხის გულებში გაჩნდა უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი და ასეა დღემდე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მან ტელეკომპანიის არსებობის 23-წლიანი ისტორია შეაჯამა და „იმედის“ დღევანდელობასა და მომავალსაც შეეხო.

„წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ამ ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს თავზე - სხვა ყველაფერი გავიარეთ: საკუთარ თავზე, ოჯახებსა და მეგობრებზე. ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოვცადეთ ზეწოლის არნახული მასშტაბი, თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, დარბევა, ცემა, შანტაჟი, ღალატი და მაინც, განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ხალხის, მილიონობით ტელემაყურებლის მხარდაჭერა და თანადგომა. სწორედ ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარულის წყალობით გადავრჩით და გავძლიერდით. არა მხოლოდ გადავრჩით, ყოველ ჯერზე, როცა უსამართლოდ გვექცევიან და ჩვენს დამორჩილებას და ჩვენში ცენზურის დაკანონებას ცდილობენ, უფრო და უფრო თავისუფლები და ძლიერები ვხდებით.

დიახ, უსაზღვრო გახდა ის ძალა, რომელსაც „იმედი“ ჰქვია და მაუწყებლობს საქართველოსთვის და ბრიტანული სანქციების გონივრულ ეჭვს თუ დავეყრდნობით, უკეთესი მსოფლიოსთვის.

აქ „იმედია“. „იმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ამიტომ არც სანქციების, არც ტყვიების, არც სააკაშვილის პროკურორების და არც კონკრეტული „ენჯეოების“ სიყალბეზე აგებული პატაკის გვეშინია - წერილებისა და მეილების, რომელთა წერას და ბრიუსელში გაგზავნას იმაზე უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საქმის გაკეთებას.

თუ ვინმე მკითხავს, ჩემთვის რას ნიშნავს „იმედი“ ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი მომავალი, ჩემი წარმატება და ბედნიერი ხვალინდელი დღე. ამ ლოგოს ქვეშ, თუნდაც ერთი სიტყვის თქმა პრივილეგიაა, პატივია.

„იმედი“ უდიდესი ძალაა. „იმედელები“ ვართ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები. აქ ღირსება და ადამიანობა განსაზღვრავს იმ ნდობას, წარმატებასა და რეიტინგს, რომელზეც არავის და არაფრის გამო ვიტყვით უარს. განსაკუთრებული მადლობა მის უდიდებულესობა - ტელემაყურებელს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

23 წელი სატელევიზიო სივრცეში - „იმედი“ დღეს იუბილარია. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003 წლის 15 მარტს გავიდა.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2026, 09:34

მსოფლიო

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაშავდა ხუთი ადამიანი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში CH-47 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეტერ მადიარი

22 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ პეტერ მადიარს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებენ

უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.

22 აპრილი 2026, 08:58

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი მედალი მოიპოვა და შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

22 აპრილი 2026, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აპრილს საქართველოში

ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

22 აპრილი 2026, 08:42

რეგიონი

გორის ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს

გორის ერისთავის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს ლექსები.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

22 აპრილი 2026, 08:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.

არჩილ გორდულაძე

22 აპრილი 2026, 08:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს

დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.

ნინო წილოსანი

22 აპრილი 2026, 08:15

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.

22 აპრილი 2026, 08:02

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.

22 აპრილი 2026, 07:59

სპორტი

„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა

„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.

სკოტ ბესენტი

22 აპრილი 2026, 02:24

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.

22 აპრილი 2026, 02:12

მსოფლიო

The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შეჰბაზ შარიფი

22 აპრილი 2026, 01:37

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.

22 აპრილი 2026, 00:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

რეინჰარდ მარქსი

22 აპრილი 2026, 00:33

მსოფლიო

Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 00:19

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

22 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.

22 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.

21 აპრილი 2026, 23:50

მსოფლიო

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.