„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება - კანონში ცვლილებებზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება - შესაბამისი ცვლილებები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შედის, რომელზე მსჯელობაც პარლამენტში დღეს იწყება.
ცვლილებებს დეპუტატები პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის ინიციატორთა განმარტებით, გარე ძალებთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანი აღრიცხვისა და მონიტორინგისთვის მიზანშეწონილია, ერთ სფეროსთან დაკავშირებული საჯარო მმართველობითი ფუნქციები ერთმა კონკრეტულმა კონსტიტუციურმა ორგანომ აიღოს. სწორედ სახელმწიფო აუდიტის სამსახურია ის, ვინც გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ეწევა, ასევე აქვს ამერიკული FARA-ს ზუსტი ქართული ანალოგით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
„არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საჯარო რეესტრში უნდა გაევლოთ რეგისტრაცია და ცვლილებების შემდეგ ამას აუდიტის სამსახური გააკონტროლებს. აქვე აღნიშნულია, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა საზღვარგარეთიდან შემოსავლები 20%-ზე მეტია, უნდა დარეგისტრირდნენ. ეს ცვლილება გათვალისწინებულია იმიტომ, რომ უფრო გამჭვირვალე, ეფექტური და მოქნილი გახდეს ყველაფერი“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 10:05
მსოფლიო
Al Jarida: მოჯთაბა ხამენეი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, - იუწყება ქუვეითური გაზეთი Al Jarida. მოჯთაბა ხამენეი ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის პირველ დღეს დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში, საიდუმლო რეისით მოხვდა, - წერს გამოცემა მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ხამენეის მოსკოვში გადაყვანა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას პირადად შესთავაზა.
16 მარტი 2026, 09:57
მსოფლიო
ეგზიტპოლები: ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი ამომრჩეველთა 85%-ზე მეტმა დაუჭირა
ახალი კონსტიტუცია სულ რაღაც 22 დღეში შემუშავდა. მას სახელმწიფო მოწყობაში მასშტაბური ცვლილებები შეაქვს. მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით ხუთწლიანი ვადით აირჩევა.
16 მარტი 2026, 09:43
მსოფლიო
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში
პარალელურად ვრცელდება ცნობები ლიბანში გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ, ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაეროს დროებითი ძალების ინფორმაციით, თავდასხმები ორგანიზაციის 3 სხვადასხვა ბაზაზე - იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.
16 მარტი 2026, 09:31
მსოფლიო
უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა
უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა. მომხრეებისადმი მიმართვისას, მაგიარმა მათ პირობა მისცა, რომ აკრძალავს პროპაგანდას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა, მაქსიმუმ, ორი ვადით იქნება შესაძლებელი და ეს რეგულაცია სხვა თანამდებობებზეც გადაიხედება. მაგიარმა უნგრეთის მოქმედი პრემიერი გააკრიტიკა და თქვა, რომ ომი არც მას სურს.
16 მარტი 2026, 09:27
მსოფლიო
ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი - „მშვიდობის მარშზე“ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერის ათობით ათასი მომხრე გამოვიდა
„წინ 28 რთული დღე გვაქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი. აპრილის არჩევნების შემდეგ, ქვეყანას არა მღელვარება, არამედ სიმშვიდე, თავდაჯერებული ლიდერი, ნათელი გონება, საიმედო ხელი, სტრატეგიული სიმშვიდე და გამოცდილება სჭირდება და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას მშვიდობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. ჩვენ ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ ბრიუსელმა და კიევმა მხოლოდ თვალის დახამხამება შეძლონ“, - განაცხადა მან.
16 მარტი 2026, 09:21
მსოფლიო
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი: ვფიქრობ, ირანთან ომი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში
შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი სპარსეთის ყურეში ომის მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულებას აანონსებს. კრის რაიტი ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზანი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაისახა, რისკებს ამართლებს.
16 მარტი 2026, 09:21
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუმორით უპასუხა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა და ირანის მიერ მისი ლიკვიდაციის შესახებ ცნობა უარყო. ვიდეომიმართვა კაფეშია გადაღებული, სადაც ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას იუმორით ეხმაურება.
16 მარტი 2026, 09:14
კულტურა
„ოსკარის“ გამარჯვებულები დასახელდნენ
„ქეი-პოპ დემონებზე მონადირეებმა“ 2 „ოსკარი“ მიიღეს - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის და საუკეთესო სიმღერისთვის (Golden).
16 მარტი 2026, 09:12
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი: წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. არ ვმუშაობთ წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის მნიშვნელოვნად დასუსტებას ითვალისწინებს
ისრაელის სამხედრო ძალებს ირანში ოპერაციისთვის, მინიმუმ, სამი კვირის გეგმები აქვთ, რომლის დროსაც ათასობით სამიზნეს დაარტყამენ. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არა წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.
16 მარტი 2026, 09:03
მსოფლიო
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა. ცნობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 54-ე ტალღის ფარგლებში ასევე გამოყენებული იყო ადგილობრივი წარმოების „ხეიბარ შეკანის“, „გარდის“, „ემადისა“ და „ხორამშახრის“ რაკეტები.
16 მარტი 2026, 08:52
რეგიონი
„დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი“ - რა ვითარებაა სოფელ კურსებში
რა ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სადაც მეწყერი განვითარდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც გამოიკვეთა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისათვის მეწყერი სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. პირველადი დასკვნა და რეკომენდაციები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სოფელში გადაადგილება აკრძალულია.
16 მარტი 2026, 08:40
პოლიტიკა
საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ
საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში განხილვა გრძელდება. კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.
16 მარტი 2026, 08:15
პოლიტიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.
16 მარტი 2026, 08:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 მარტს თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
16 მარტი 2026, 00:35
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ
ვიდრე პოლარიზაციის შემცირების პროცესი შედგება, უნდა გამოვკვეთოთ ვინ არის ეს მეორე მხარე, რატომ ვეძახით მას მეორე მხარეს, რომელზეც ფაქტებით გვაქვს გამყარებული, რომ ეს არის გარედან მართული მეხუთე კოლონა. ეს არის აუცილებლად აღსაქმელი და დასანახი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ეს არ წარმოადგენს მხარეს, ეს არის მართული ძალა, რომელიც პირდაპირ მტრობს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრისას.
16 მარტი 2026, 00:24
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაზე: როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე - ეს პროცესი დაიწყო
როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ეს პროცესი დაიწყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
16 მარტი 2026, 00:04
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?
ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ (Fostering the Future Together); თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
16 მარტი 2026, 00:03
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ვიცე-ჩემპიონია
ფინალური მატჩი მადრიდში გაიმართა. პირველი ტაიმის შედეგებით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს 12:3-ს უგებდა, თუმცა მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე პორტუგალიელებმა ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, 17:17, ხოლო შემდეგ წინ 2 ქულითაც გავიდნენ. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 17:19 დასრულდა.
15 მარტი 2026, 23:47
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
„ვესაუბრე, მანდ მოყვანილ თემებზე, სადაც არის, თითქოს გამოვლენილ ძალადობაზე. როცა ძალადობს აქცია და ის რაც ხდებოდა, პარლამენტში შეჭრაზე, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები, ამას ხომ ვერ გაურბიან და ის, რაც მერე ქმედება მოჰყვება ამას პოლიციის მხრიდან, ეს ამის საპირწონედ ხდება და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.


