16 მარტი 2026, 09:21 / სანდო წყარო

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი: ვფიქრობ, ირანთან ომი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში

შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი სპარსეთის ყურეში ომის მომდევნო რამდენიმე კვირაში დასრულებას აანონსებს. კრის რაიტი ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილ ვითარებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზანი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაისახა, რისკებს ამართლებს.

„ვფიქრობ, ეს კონფლიქტი აუცილებლად დასრულდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. შესაძლოა, უფრო ადრეც, მაგრამ კონფლიქტი დასრულდება რამდენიმე კვირაში და ამის შემდეგ ვნახავთ ენერგომომარაგების აღდგენას და ფასების კლებას. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, რომ მოკლევადიან რყევები გვექნებოდა, გამოვიწვევდით ფასების გარკვეულ ზრდას ამერიკელებისთვის, მაგრამ ბენზინის ფასების ეს ზრდა იმისთვისაა, რაც სამუდამოდ შეცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში“, - აცხადებს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი, კრის რაიტი.


ყველა სიახლე

16 მარტი 2026, 11:03

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია იმართება. LIVE

სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია იმართება. LIVE

პეტერ ფიშერი

16 მარტი 2026, 10:54

პოლიტიკა

მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები და ვადასტურებ, რომ ყულევი შეყვანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტი - პეტერ ფიშერს მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია

ქართული მედიასაშუალებები, მათ შორის დასანქცირებულები, მუდმივად მთხოვენ განმარტებას ჩემს განცხადებაზე სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით. ჩემი პასუხია - ამ დეზინფორმაციაზე. შეჯამება: მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები და ვადასტურებ, რომ ყულევი შეყვანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტი, - წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 10:54

სამართალი

რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა ქონება, მათ შორის ბინა ესპანეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. მასვე, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება.

16 მარტი 2026, 10:37

რეგიონი

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

16 მარტი 2026, 10:37

სამართალი

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვანის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 მარტი 2026, 10:36

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.თ. და 1999 წელს დაბადებული მ.გ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 მარტი 2026, 10:34

სამართალი

პოლიციამ მარნეულში გამოძალვის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი: 1962 წელს დაბადებული ე.მ. და 1981 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 მარტი 2026, 10:34

რეგიონი

რაჭის დაცული ტერიტორიები გაფართოვდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა. ასევე, შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.

16 მარტი 2026, 10:19

მსოფლიო

The Telegraph: სტარმერმა ტრამპს ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული სამხედრო გემების გაგზავნაზე უარი უთხრა. ამისთვის მზად არც საფრანგეთი, გერმანია და სამხრეთ კორეა არიან

ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ედ მილიბანდმა განაცხადა, რომ მთავრობა „ინტენსიურად სწავლობს“, თუ რისი გაკეთება შეიძლება სრუტის გახსნისთვის, თუმცა მყარი ვალდებულებების აღებაზე უარი თქვა. კერძოდ, განიხილება საზღვაო ნაღმების საძიებლად უპილოტო აპარატების გაგზავნის შესაძლებლობა. თუმცა, ამ ეტაპზე ბრიტანეთის მთავრობა სრუტეში სამხედრო გემების გასაგზავნად მზად არ არის.

მოჯთაბა ხამენეი

16 მარტი 2026, 10:05

მსოფლიო

Al Jarida: მოჯთაბა ხამენეი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, - იუწყება ქუვეითური გაზეთი Al Jarida. მოჯთაბა ხამენეი ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის პირველ დღეს დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში, საიდუმლო რეისით მოხვდა, - წერს გამოცემა მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ხამენეის მოსკოვში გადაყვანა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბრისას პირადად შესთავაზა.

16 მარტი 2026, 09:57

მსოფლიო

ეგზიტპოლები: ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მიღებას მხარი ამომრჩეველთა 85%-ზე მეტმა დაუჭირა

ახალი კონსტიტუცია სულ რაღაც 22 დღეში შემუშავდა. მას სახელმწიფო მოწყობაში მასშტაბური ცვლილებები შეაქვს. მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით ხუთწლიანი ვადით აირჩევა.

16 მარტი 2026, 09:43

მსოფლიო

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

პარალელურად ვრცელდება ცნობები ლიბანში გაეროს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ, ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაეროს დროებითი ძალების ინფორმაციით, თავდასხმები ორგანიზაციის 3 სხვადასხვა ბაზაზე - იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.

16 მარტი 2026, 09:31

მსოფლიო

უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა

უნგრეთში, გმირთა მოედანზე ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის მხარდამჭერი „ეროვნული მარში“ გაიმართა. მომხრეებისადმი მიმართვისას, მაგიარმა მათ პირობა მისცა, რომ აკრძალავს პროპაგანდას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა, მაქსიმუმ, ორი ვადით იქნება შესაძლებელი და ეს რეგულაცია სხვა თანამდებობებზეც გადაიხედება. მაგიარმა უნგრეთის მოქმედი პრემიერი გააკრიტიკა და თქვა, რომ ომი არც მას სურს.

ვიქტორ ორბანი

16 მარტი 2026, 09:27

მსოფლიო

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი - „მშვიდობის მარშზე“ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერის ათობით ათასი მომხრე გამოვიდა

„წინ 28 რთული დღე გვაქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი. აპრილის არჩევნების შემდეგ, ქვეყანას არა მღელვარება, არამედ სიმშვიდე, თავდაჯერებული ლიდერი, ნათელი გონება, საიმედო ხელი, სტრატეგიული სიმშვიდე და გამოცდილება სჭირდება და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას მშვიდობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. ჩვენ ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ ბრიუსელმა და კიევმა მხოლოდ თვალის დახამხამება შეძლონ“, - განაცხადა მან.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 მარტი 2026, 09:21

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუმორით უპასუხა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა და ირანის მიერ მისი ლიკვიდაციის შესახებ ცნობა უარყო. ვიდეომიმართვა კაფეშია გადაღებული, სადაც ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას იუმორით ეხმაურება.

16 მარტი 2026, 09:14

კულტურა

„ოსკარის“ გამარჯვებულები დასახელდნენ

„ქეი-პოპ დემონებზე მონადირეებმა“ 2 „ოსკარი“ მიიღეს - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის და საუკეთესო სიმღერისთვის (Golden).

ეფი დეფრინი

16 მარტი 2026, 09:12

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი: წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. არ ვმუშაობთ წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის მნიშვნელოვნად დასუსტებას ითვალისწინებს

ისრაელის სამხედრო ძალებს ირანში ოპერაციისთვის, მინიმუმ, სამი კვირის გეგმები აქვთ, რომლის დროსაც ათასობით სამიზნეს დაარტყამენ. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არა წამმზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.

16 მარტი 2026, 09:03

მსოფლიო

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ იერიშებისას ახალი რაკეტა „სედჯილი“ პირველად გამოიყენა. ცნობა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის 54-ე ტალღის ფარგლებში ასევე გამოყენებული იყო ადგილობრივი წარმოების „ხეიბარ შეკანის“, „გარდის“, „ემადისა“ და „ხორამშახრის“ რაკეტები.

16 მარტი 2026, 08:52

რეგიონი

„დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი“ - რა ვითარებაა სოფელ კურსებში

რა ვითარებაა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, სადაც მეწყერი განვითარდა - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც გამოიკვეთა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროისათვის მეწყერი სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. პირველადი დასკვნა და რეკომენდაციები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სოფელში გადაადგილება აკრძალულია.