პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია იმართება. LIVE
პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია იმართება.
ღონისძიებას ასევე ესწრებიან მთავრობის სხვა წევრები.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 12:37
მსოფლიო
ჟოზეპ ბორელი: ფონ დერ ლაიენი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების გადამეტებას. კალასმა კი უფრო მკაფიოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან ევროკავშირი კარგავს ნდობას, როდესაც საერთაშორისო ნორმებს შერჩევითად იყენებს
POLITICO-სთან საუბრისას ჟოზეპ ბორელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ფონ დერ ლაიენის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ „უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ არის გამართლებული გარდაუვალი საფრთხით, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებდნენ“.
16 მარტი 2026, 12:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებით, იქ როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
16 მარტი 2026, 12:23
მსოფლიო
კაია კალასი: ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს
„ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს“, - განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
16 მარტი 2026, 12:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: პოლიტპატიმრების სია რატომ არ აქვთ?! ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას
ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ამ სიაშია ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას. როგორც კი ერთი სახელი და გვარი მაინც გამოჩნდება, ნახავენ, რომ არსებობს დანაშაულზე მტკიცებულებები ყველასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს
ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩზე საუბრისას.
16 მარტი 2026, 12:10
პოლიტიკა
პაპუაშვილი: შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს - ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე. ვუთხარი, რომ ეს შეწყდება, თუ კი ის მკაფიო პოზიციას დაიკავებს. არც კი გამომეხმაურა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ზიზღის ენის და ძალადობის წახალისებაზე საუბრობს.
16 მარტი 2026, 12:09
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა
მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა], - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა
ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა.
16 მარტი 2026, 12:06
მსოფლიო
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა
IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“.
16 მარტი 2026, 12:04
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ცაგერში, ლენტეხსა და ონში. ამბროლაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.
16 მარტი 2026, 12:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩვენ დავიმახსოვრებთ, თუ ქვეყნები ჰორმუზის სრუტეში არ დაგვეხმარებიან
მან დასძინა, რომ „საინტერესო იქნება იმის ნახვა“, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარებიან აშშ-ს ამ საქმეში, რასაც მან „ძალიან მცირე წამოწყება“ უწოდა.
16 მარტი 2026, 11:56
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება. მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის
საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, მაინც ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:53
რეგიონი
ბათუმში საზღვაო ნავსადგურის შენობაზე უნებართვოდ მიშენებული კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
16 მარტი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს
ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც მოვა მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:50
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სი ძინპინთან შეხვედრა გააუქმოს
Financial Times-თან ინტერვიუში ტრამპმა ყველას შეახსენა, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ნავთობზე.
16 მარტი 2026, 11:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან
აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტთან დაკავშირებით.
16 მარტი 2026, 11:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია
ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:41
საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოზამთრე ფაზიდან გამოსული აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ ინაცვლებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას იწყებს. დროული რეაგირებისა და რისკის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 11:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მოკავშირეები აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში არ დაეხმარებიან, ნატოს „ძალიან ბნელი“ მომავალი ელის
„თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. ჩვენ არ ვიყავით ვალდებულნი, დავხმარებოდით მათ უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილით არის დაშორებული... მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან“, - თქვა ტრამპმა.
16 მარტი 2026, 11:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!
სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.


