imedi /  09 აპრილი 2019, 23:52 / სანდო წყარო

ივანიშვილი: ქართული ფილმების და ისტორიული სერიალების გადაღება უნდა დავიწყოთ

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საქართველოში კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს და ქვეყანაში ქართული ფილმების, სერიალების, მათ შორის ისტორიული სერიალების გადაღება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში განაცხადა.

"ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქამდე, რომ ჩვენ შეიძლება საზოგადოება დავკარგოთ და არა არჩევნები. შესაბამისად მაქსიმალურ მობილიზებას ვაკეთებთ. მათ შორის "ქართუ ფონდი" მიიღებს მონაწილეობას დაფინანსებაში. კინოწარმოება უნდა აღორძინდეს. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა ეს მდარე სერიალები. ამ მიმართულებით ჩვენ მკვეთრ ნაბიჯებს გადავდგამთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

ლევან ბეჟაშვილი

27 იანვარი 2021, 14:35

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: შეგუებული ვართ, რომ პოლიტიკური პროცესების წარმართვა ხალხთან ერთად ქუჩაში მოგვიწევს

„ერთადერთი, რამაც შეიძლება შეცვალოს ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, არის ისევ და ისევ მთავარი მოთხოვა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გვაქვს - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან და ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ გამოსავალი ერთგვარი პლებისციტის სახით და ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი

27 იანვარი 2021, 14:30

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: განცხადება დაწერილია, სია ჩახსნილია - პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს ხელახალი არჩევნებიც რომ დანიშნოს, ოპოზიციის მხრიდან ახლა პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 14:23

COVID19

პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

„გეგმის მიხედვით, თვის ბოლოს სავარაუდოდ იქნება გადაწყვეტილება და ქვეყნებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელ ვაქცინას, რა რაოდენობას და რა თანმიმდევრობით მიიღებს და შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - განცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 14:07

საზოგადოება

კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა

მათ წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ დედაქალაქის მერმა გადასცა. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები უკვე 1 400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 14:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იაგო ხვიჩიამ წარმოადგინოს არგუმენტი, როგორ ანგრევს „ქართული ოცნება” პარლამენტარიზმს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული პარლამენტარიზმის დანგრევაში დაადანაშაულა.

27 იანვარი 2021, 13:58

COVID19

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი დაფიქსირდა

​​​​​​​​პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის 15 დოზა წაიღეს. საგულისხმოა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 13:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ოპოზიციას უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე შეუწყდება

პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს რეალურად აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი.

27 იანვარი 2021, 13:49

რეგიონი

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში კარავი გაშალეს

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში კარავი გაშალეს. აქტივისტები ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს ახსენებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მაკა ბოჭორიშვილი

27 იანვარი 2021, 13:46

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება არის კონკრეტული ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტი შეაჯამა.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 იანვარი 2021, 13:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: PACE-მ საბოლოო ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული და შედეგები ხალხის ნებას ასახავდა

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, ეს არის საბოლოო ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, ის ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და არჩევნების შედეგები ასახავდა ხალხის ნებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

27 იანვარი 2021, 13:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური იყოს მიდგომა უშუალოდ ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით

მისი თქმით, კანონპროექტი თავისი არსით არის რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებაში ახალი რეგულაციების დამდგენი, რომლის თანახმადაც, დოზების მიხედვით იქნება განსხვავებული მიდგომები დაწესებული გარკვეულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში.

ირაკლი ზარქუა

27 იანვარი 2021, 13:35

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: თუ მუშაობა უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ, თუ არადა ქუჩა-ქუჩა ირბინონ და იარაღის ტარების უფლება გვთხოვონ

ხომ მიხვდნენ, რომ საუბარი არ შეიძლება მარგინალურ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ბოკერიას ანასხლეტთან?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ლევან ყარალაშვილი

27 იანვარი 2021, 13:29

ეკონომიკა

მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი საცალო ვაჭრობის, კერძოდ, სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება. მოლაპარაკებებს ესწრებიან ეპიდემიოლოგებიც. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნას უკავშირდება.

27 იანვარი 2021, 13:29

სამართალი

კახეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია

კახეთის სამხარეო პოლიციაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, ზურაბ ბერიკაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნარკოლოგიური სამმართველოს უფროსის თანამდებობას დაიკავებს. მან კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მთავარეპისკოპოსი იაკობი

27 იანვარი 2021, 13:25

საზოგადოება

მთავარეპისკოპოსი იაკობი: მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ქვეყანას არავის​ დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას

მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებეზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, თუ საჭირო გახდა მესამე ძალაში იქნებიან როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც უყვართ არა სკამები, არამედ საქართველო.

დავით ზილფიმიანი

27 იანვარი 2021, 13:24

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია

„საქართველო პატარა ქვეყანაა და მეტ-ნაკლებად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. რატომ ვამბობ ამას? მინდა, ვისარგებლო მომენტით და, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნებ, ჩვენი გამოსვლით გადაგარწმუნოთ იმაში, რომ ახლავე ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა შეიძლება, სასურველი არც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივცემთ წინააღმდეგს შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ილია მეორე

27 იანვარი 2021, 13:23

საზოგადოება

ილია მეორე: წმინდა ნინოს ცხოვრება უდიდესი სასწაულია, შეგეწიოთ მისი მადლი და ლოცვები

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის - ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მამუკა ლორია

27 იანვარი 2021, 13:15

საზოგადოება

მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული. გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

27 იანვარი 2021, 13:02

რეგიონი

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან სოფელ კარბისა და ქერეს ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური არხის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 13:01

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე მანდატებზე: ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე

„ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რამდენად შეასრულებენ საკუთარი ამომრჩევლის დაკვეთას და რამდენად არიან პასუხისმგებლები იმ გადაწყვეტილების, რომ საზოგადოებამ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით წარადგინა და ეს შემადგენლობა უნდა იყოს პარლამენტში, სამუშაო პროცესში და არა ქუჩაში, გვერდიდან უპასუხისმგებლო განცხადებებით. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, ჩემი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მაქვს, ვიდრე მათ“, - განაცხადა ხუნდაძემ.