imedi /  11 აპრილი 2019, 17:26 / სანდო წყარო

კალაძე: ტაქსის რეფორმა არ გადავადდება

თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების ულტიმატუმს პასუხობს და აცხადებს, რომ „არანაირი რეფორმის გადავადება არ მოხდება“.   

„ტაქსის რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მერის თქმით, აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფირი ან საღებავი აზიანებს მანქანებს, არის სიცრუე. „პირიქით, ფირი იცავს მანქანას კენჭებისგან და სხვადასხვა დაზიანებისგან“, - აღნიშნა კალაძემ.

ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს მანქანებს ფასს დაუგდებს და გაყიდვა იაფად მოუწევთ.

ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. მძღოლებმა მანამდე აქცია აგრარული უნივერსიტეტის წინ გამართეს.  ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

ყველა სიახლე

06 აპრილი 2020, 08:46

საზოგადოება

დღეიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს

მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაახლებს მუშაობას კანონის შესაბამისად, თუმცა პროცესი გამარტივებულად და დისტანციურად განხორციელდება. ამავდროულად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის ფარგლებში, ზოგიერთ მომსახურებაზე განსხვავებული რეგულაციები ამოქმედდება.

06 აპრილი 2020, 08:33

COVID19

დღეიდან რამდენიმე ქალაქში აგრარული ბაზრები დაიხურება

დღეს დილიდან თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზარი დაიკეტება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის სამსახურმა გუშინ გასცა და ბაზრების ადმინისტრაციას შეატყობინა. მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გუშინ გააფრთხილეს. თემაზე თელავის მერი განცხადებას დღეს გააკეთებს.

06 აპრილი 2020, 08:27

COVID19

ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციას აცხადებს, 4 წლის ნადიას და 5 ცხოველს, კერძოდ, ვეფხვებსა და ლომებს ვირუსზე ანალიზები მას შემდეგ აუღეს, რაც მათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები გამოუვინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველებს ვირუსი სავარაუდოდ მომვლელისგან გადაედოთ.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 08:02

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 69 500-ს მიაღწია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 54 458-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავინდებურად 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (15 887) და ესპანეთი (12 641). მსოფლიოში ვირუსით სულ 1 273 720 ადამიანი დაინფიცირდა, 262 486 კი გამოჯანმრთელდა.

პირენეები

06 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კარანტინის მიუხედავად ესპანეთში სიგარეტის საყიდლად წასული ფრანგი პირენეებში დაიკარგა

საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებლები სიგარეტს ესპანეთში ხშირად ყიდულობენ, რადგან იქ თამბაქო უფრო იაფია. კარანტინის მიუხედავად, ფრანგმა მთების გადაკვეთა ფეხით გადაწყვიტა, მაგრამ მდინარეში ჩავარდა.

ედრიან და სტიუარტ ბეიკერი

06 აპრილი 2020, 00:45

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალა

წყვილმა ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს ჯერ კიდევ 3 კვირის წინ მიმართა, თუმცა ისინი ორჯერ გააბრუნეს სახლში. შემდეგ 74 წლის სტიუარტის მდგომარეობა გართულდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შემდეგ საავადმყოფოში 72 წლის ედნრიანიც მოათავსეს, თუმცა წყვილის მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა. ექიმებმა მათ შვილებს განუცხადეს, რომ მათი გადარჩენა ნაკლებად სავარაუდო იყო.

ბორის ჯონსონი

06 აპრილი 2020, 00:30

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები უკვე 10 დღის განმავლობაში აქვს.

ტომ ფორდი

06 აპრილი 2020, 00:23

ტაბლოიდი

როგორ გამოვიყურებოდეთ კარგად ვიდეოზარის დროს. ტომ ფორდის რჩევები

დიზაინერმა ტომ ფორდმა განმარტა რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა ვიდეოზარების დროს კარგად რომ გამოიყურებოდნენ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცნობილ დიზაინერს ჟურნალისტმა მაურინ დაუდმა მიმართა, რომელიც ონლაინ ინტერვიუსთვის ემზადებოდა. აი რა ურჩია მას ფორდმა:

ჩერნობილი ხანძარი

06 აპრილი 2020, 00:07

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ჩერნობილთან რადიაციის დონემ იმატა

„ცუდი ამბებია - ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, - დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

თენგიზ ცერცვაძე

05 აპრილი 2020, 23:48

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას

ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას. თუ ადრე იმატებდა ორი-სამი და ხუთი შემთხვევით, ახლა საშუალოდ 10-15 შემთხვევით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ეს არ არის აფეთქება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დინამიკა აბსოლუტურად მოსალოდნელი და მისაღებია.

ელისაბედ მეორე

05 აპრილი 2020, 23:25

COVID19

ელისაბედ მეორე: ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ

„ახლა ჩვენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შევუერთდებით, მეცნიერების დიდებულ მიღწევებს და ჩვენს ინსტინქტურ თანაგრძნობას გამოვიყენებთ. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ - და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება“, - განაცხადა დედოფალმა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 23:12

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 67 წლის პაციენტის ცოლს COVID 19 არ დაუდასტურდა

ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ცხელების ცენტრიდან 62 წლის ქალბატონი გადაიყვანეს, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

05 აპრილი 2020, 23:04

COVID19

ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება

6 აპრილს ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო. მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რამდენიმე გამოვლენილი ფაქტი გახდა. მოვაჭრეები ვადის გახანგრძლივებას 10 აპრილამდე ითხოვენ. ქალაქის მერიის ინფორმაციით ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, გადაწყვვეტილების გადავადება არ განიხილება.

05 აპრილი 2020, 22:54

COVID19

კახეთის გუბერნატორი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა. მათ არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა განიხილეს. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური დავალება უკვე მისცა, რომელიც სოფლის ექიმებისთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას და მათთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას გულისხმობს.

სადეზინფექციო სამუშაოები

05 აპრილი 2020, 22:44

COVID19

თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება

სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება

05 აპრილი 2020, 22:40

COVID19

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. 70 წლის მამაკაცი რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მას სხვა თანხმლები დაავადებებიც აქვს. შვიდ შემთხვევაში ვირუსი იმპორტირებლია. ორი პირი, მათ შორის მედდა, ინფიცირებული პაციენტისგან დაავადდა.

ნიუ-იორკი

05 აპრილი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა აშშ-ში კორონავირუსის ეპიცენტრში - ნიუ-იორკში

ჟურნალისტმა ნინო გოგოლაძემ „იმედის კვირის“ ეთერში აშშ-ში კორონავირუსის გამო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნიუ-იორკში ინფექციის პიკისთვის ემზადებიან და თვითიზოლაციის წესებს უფრო სერიოზულად ეკიდებიან და ცდილობენ გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

05 აპრილი 2020, 22:28

COVID19

საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისი მეუღლის განმეორებითი ანალიზის პასუხი კი კვლავ დადებითია. ასევე დადებითია ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი ჩხობაძის ცხელების ცენტრიდან. 63 წლის ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. უარყოფითია საჩხერის 11კონტაქტის ანალიზის პასუხი. ქუთაისის ლაბორატორიაში სულ 26 ნიმუში გამოიკვლიეს.

თეა წულუკიანი

05 აპრილი 2020, 22:21

COVID19

თეა წულუკიანი: 6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს

6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს, - ამის შესახებ ისუტიციის მინისტრმა ჟურნალისტების განუცხადა. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, მუშობა განახლდება გამარტივებული წესით და სამართალწარმოეაბა დაიწყება დედნის გარეშე. „ორშაბათიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს. მუშობა განახლდება გამარტივებული წესით. სამართალწარმოება დაიწყება დედნის გარეშე,აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი დისტანციური მიმართვის საფუძველზე, პორტალ MY.GOV.GE-ის მეშვეობით ან პირდაპირ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმეილზე დოკუმენტაციის გაგზავნით“ - განაცხადა ტეა წულუკიანმა.

კორონავირუსი ტესტირება

05 აპრილი 2020, 22:06

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან

კლინიკაში ასევე 6 არასრულწლოვანია მოთავსებული. 2 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებო იყო, ვინაიდან ორივეს პნევმონია აღენიშნებოდა. ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი პნევმონიისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო მეორე სიმპტომურ მკურნალობას განაგრძობს. საყურადღებოა საშუალო ასაკის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.