რა დარღვევებზეა საუბარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში
ფოტო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გასული წლის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს.
გასულ წელს 382 მიმართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი გამოვლინდა. 72 ფაქტზე ჯარიმა და 61 ფაქტზე გაფრთხილება გაიცა. ხოლო 67 სამართალდარღვევაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ანგარიშში სამართალდარღვევების კონკრეტულ შემთხვევებზეც წერს.
კერძოდ, 2018 წელს ორი უნივერსიტეტის შემოწმებისას დადგინდა, რომ უნივერსიტეტებს საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული სტუდენტების ფინანსური დავალიანებისა და სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაცია (სია მოიცავდა სტუდენტების სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს).
უნივერსიტეტები მონაცემთა გასაჯაროების მიზნად სტუდენტთა ინფორმირებას ასახელებდნენ. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იყო სხვა ფორმითაც – ინდივიდუალურად, ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს სტუდენტების შესახებ ინფორმაცია.
ორივე უნივერსიტეტი ინსპექტორმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში ცნო. მათ ასევე დაევალათ სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესის შემუშავება.
კიდევ ერთი საქმე ეხებოდა დასაქმებული ორგანიზაციის მიერ თანამშრომლებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, წახალისების (მათ შორის, პრემიის გაცემის), მათი დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების საჯაროდ სტენდზე განთავსებას.
დამსაქმებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირად ცნეს და არასწორი პრაქტიკის შეცვლის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინება მოსთხოვეს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ცნობით, დამსაქმებელი ვალდებულია არ დაუშვას დასაქმებულის სამსახურებრივი საქმიანობის, მათ შორის, მისი კარიერული წინსვლის თუ ჩადენილი გადაცდომების შესახებ ინფორმაციის კონკრეტული საჭიროების გარეშე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა.
კიდევ ერთ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქის წერილობითი მიმართვა, რომელიც აივ/შიდსით შესაძლო ინფიცირების საფრთხეებს შეეხებოდა, ხელმისაწვდომი გახადა ამავე მიმართვაში დასახელებული პირებისთვის.
როგორც გაირკვა, სამინისტრომ მოქალაქის წერილი რეაგირების მიზნით სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაუგზავნა. თავის მხრივ, სსიპ-მა მიმართვა მასში მითითებული გარემოებების დადგენის მიზნით გადასცა კონტრაქტორ ორგანიზაციებს.
"განხილულ შემთხვევაში, კონტრაქტორებისგან დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი იყო წერილის ავტორის იდენტიფიცირების გარეშეც, მით უფრო, რომ წერილის შინაარსი ქმნიდა ავტორისთვის გარკვეული ზიანის მიყენების საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის დავალების საფუძველზე, სამინისტრომ მონაცემების დამუშავების კანონიერების უზრუნველსაყოფად განსაზღვრა
რიგი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარების საჭიროება", - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გასულ წელს გარდა სამართალდარღვევების გამოვლენისა, დამატებით შესასრულებლად 316 დავალება და რეკომენდაციაც გასცა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ
პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.
28 მაისი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა
კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მუდამ რევოლუციაზე აპელირებს
„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
28 მაისი 2026, 23:34
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის
ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
28 მაისი 2026, 23:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება
ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.
28 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის
პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 მაისი 2026, 23:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.
28 მაისი 2026, 22:46
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
28 მაისი 2026, 22:35
რეგიონი
დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.
28 მაისი 2026, 22:31
მსოფლიო
კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
28 მაისი 2026, 22:16
სპორტი
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო
სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
28 მაისი 2026, 21:00
კულტურა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.
28 მაისი 2026, 20:53
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
28 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.
28 მაისი 2026, 20:40
საზოგადოება
„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.
28 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.
28 მაისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.
28 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
სამართალდარღვევის სისტემურ პრობლემად წარმოჩენის მცდელობა - რისთვის იყენებს ოპოზიცია გორში მომხდარ ფაქტს და როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, კანონი ყველას მიმართ უნდა აღსრულდეს - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. მყისიერი რეაგირების და მიმდინარე გამოძიების ფონზე, ოპოზიცია ერთი ფაქტის განზოგადებას და სისტემური პრობლემის წარმოჩენას ცდილობს.
28 მაისი 2026, 20:20
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი აწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში და სად იყავით. ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ. წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით- მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ მახსოვხართ და რომ დავსვა კითხვა, რამდენი იყავით „საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრი ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ხელი აწიეთ რამდენი იყავით და სად იყავით- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა „საქართველოსთვის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
28 მაისი 2026, 20:16
სამართალი
გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დაკავებულები არიან - მკაცრია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყება ყველანაირ ძალადობას გმობს და განმარტავს, რა უძღოდა წინ გორში მომხდარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექვსი პოლიციელი გორიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე კლინიკიდან გაეწერა, თუმცა კომენტარს ჯერ ერიდება, „ქრონიკა“ მის მამიდას ესაუბრა.


