imedi /  22 აპრილი 2019, 11:57 / სანდო წყარო

ბათუმში ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს და ისევ აიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს

ბათუმის საკრებულო

ბათუმის მერის კაბინეტთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი გრძელდება. ისინი ისევ მოითხოვენ მერიის აიპებში დასაქმებულთა სიების გაცემას. ჯელალ ქიქავას თქმით, ამ სამსახურებში დასაქმებული არიან საკრებულოს დეპუტატების ნათესავები, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა.

"დეპუტატ პატარიძის, იგივე "ტერენტიჩის" მამა ბოლო ერთი წელია მაღალ თანამდებობას იკავებს „ბათუმის წყალში“. აიპებში არის ნეპოტიზმი, სწორედ ამიტომ არ გვაწვდიან სიებს. საკრებულოს სხდომაზე რომ განაცხადეს, გადავეცითო, სიცრუეა, მხოლოდ ავტოტრასპორტიდან მოვიდა სია, ისიც თანამდებობრივი. სანამ სიებს არ მოგვცემენ, აქ ვიქნებით და მერს კაბინეტში არ შევუშვებთ", - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

მერის კაბინეტთან დაცვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან. 

ბრალდებებს ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი პატარიძემ უპასუხა. "საამაყო მამა მყავს. დიახ, ის მუშაობს „ბათუმის წყალში“. ერთ-ერთი მოწინავე თანამშრომელია. 8 თვეა, რაც სანიაღვრე განყოფილებაშია დასაქმებული. აიპებში ოპოზიციის ახლობლები და მათი ოჯახის წევრებიც მუშაობენ. ჩვენ მათზე დევნა არ დაგვიწყია. ნეპოტიზმი არაფერ შუაშია, ყველა იქ თავისი დამსახურებით არის, მათ შორის მამაჩემიც. ბრიფინგი ვინც ჩაატარა, ეს ადამიანი შეურაცხადია, ის აჭარის სირცხვილია", - განაცხადა ირაკლი პატარიძემ.

12 აპრილს ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ორჯერ მოხდა, ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაუპირისპირდნენ.

ყველა სიახლე

04 ივნისი 2026, 20:36

პოლიტიკა

თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები - საქართველოს ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გზავნილები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებას ელის და ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს ხედავს - ეს სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციის მოკავშირე კონგრესმენის კითხვის პასუხად თქვა. მარკო რუბიოს გზავნილებზე მეტად, ოპოზიცია სწორედ ჯო უილსონის ბრალდებებს ეყრდნობა და იმეორებს.

04 ივნისი 2026, 20:30

პოლიტიკა

მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო კონკრეტული მედიკამენტების შემოტანაზე იმუშავებს. პრემიერ-მინისტრისა და პაციენტების მშობლების შეხვედრის შედეგი - გადაწყვეტილება მიღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლებსა და მთავრობას შორის შეთანხმება მიღწეულია. დაზუსტდა ის მედიკამენტებიც, რომელთა უზრუნველყოფაზე მხარეები ერთად იმუშავებენ.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 20:20

სამართალი

გენერალური პროკურორი: კვლავ აქტუალურია ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერება,მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად ერთვებიან ოჯახური დანაშაულის საქმეებში

2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4585 პირის მიმართ. მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში. 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

გია აბაშიძე

04 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

გია აბაშიძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების თემაზე პროტესტი პოლიტიკანური მიზნებისთვის ესაჭიროებოდათ და ახლა თავს ესხმიან მათ მშობლებს, რადგან მთავრობასთან კონსენსუსი შედგა- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში დაწერილი იმ მწვავე კომენტარების შესახებ, რომელიც მშობლების მიმართ გაჟღერდა.

04 ივნისი 2026, 20:13

სამართალი

გენერალური პროკურორი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო - „პირველ კალათაში“

პროკურატურის პრიორიტეტული საზრუნავია ორგანიზებული დანაშაულის - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ინდექსში საქართველო უკვე 10 წელია ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო – „პირველ კალათაში“. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით, საქართველო 2025 წელსაც ერთადერთი იყო რეგიონის მასშტაბით, რომელმაც შეფასების უმაღლესი ნიშნული დაიკავა - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 19:56

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობიდან და მისგან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ატარებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობიდან და მისგან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ატარებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

04 ივნისი 2026, 19:56

საზოგადოება

დიუშენის მქონე ბავშვის მშობელი: დასრულდება ყოველდღიური აქციები, კვირას დაგეგმილი „დიუშენის მარში“ ჩატარდება, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში

კვირას დაგეგმილი „დიუშენის მარში“ ჩატარდება, ოღონდ ეს იქნება მადლობის მარში, - განუცხადა ჟურნალისტებს დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობელმა, კახა წიქარიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

04 ივნისი 2026, 19:53

საზოგადოება

შაკო ჩაჩანიძე: დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ და ამ ნიუსზე რა კომენტარებს წერენ ნაცები - ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ოპოზიციის მომხრეების კომენტარების ე.წ სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას და კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ივნისი 2026, 19:47

მსოფლიო

ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 700 უკრაინელი ბავშვია მოკლული

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეტალურად აღწერა ომის მძიმე შედეგები მშვიდობიან მოსახლეობაში და განაცხადა, რომ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთმა, სულ მცირე, 700 უკრაინელი ბავშვი მოკლა.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 19:47

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდა აქტივობები, რომელთა განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად

„საქართველოს პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგიაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შემუშავდა აქტივობები, რომელთა განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

04 ივნისი 2026, 19:33

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში კიბერდანაშაული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა

ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში კიბერდანაშაული სამართალდამცავი ორგანოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

04 ივნისი 2026, 19:32

სამართალი

გენერალური პროკურორი: 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა კორუფციულ დანაშაულებში მხილებულ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი

2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 82 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირი იყო. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დევნა დაწყებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებული 61 პირის მიმართ, მათ შორის, მხოლოდ 2 იყო მაღალი თანამდებობის პირი, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა

04 ივნისი 2026, 19:17

პოლიტიკა

ნიკოლოზ კახეთელიძე: ისტორიულ არეალში უნდა შეიქმნას უკომპრომისოდ თანამედროვე არქიტექტურა ტრადიციული ძეგლების გვერდით. ეს იქნება ახალი მიმდინარეობა თბილისურ არქიტექტურაში იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რაც დაწესებულია ამ არეალებში

თბილისში დღეს გახსნილ მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ინვესტიციები და უძრავი ქონების ბაზარი, თბილისის საკრებულოს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძემ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

04 ივნისი 2026, 19:08

მსოფლიო

POLITICO: პარიზმა და ბერლინმა წამოაყენეს წინადადება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ ისეთი პრივილეგიების ეტაპობრივად მიღება, როგორიცაა ბლოკის ერთიან ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა, რათა მათ სრული წევრობის მოლოდინში მოტივაცია შეუნარჩუნდეთ

ახალ ერთობლივ დოკუმენტში პარიზმა და ბერლინმა წამოაყენეს წინადადება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ ისეთი პრივილეგიების ეტაპობრივად მიღება, როგორიცაა ბლოკის ერთიან ბაზარზე ნაწილობრივი წვდომა, რათა მათ სრული წევრობის მოლოდინში მოტივაცია შეუნარჩუნდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 19:07

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: ფულის გათეთრების ფაქტებზე ანაზღაურებულია 49 მილიონ ლარზე მეტის ზიანი

2025 წელს ფულის გათეთრების ფაქტზე 73 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის, მათ შორის, 8 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, მზარდი იყო გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობაც, რაც 102 პირის, მათ შორის, 23 იურიდიული პირის მიმართ არის გამოტანილი, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

04 ივნისი 2026, 18:59

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რადიაციული უსაფრთხოების საკითხზე საჯარო ლექცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უმასპინძლა.

04 ივნისი 2026, 18:54

სამართალი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გიორგი გვარაკიძე

04 ივნისი 2026, 18:53

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოს პროკურატურა აქტიურადაა ჩართული ტრანსნაციონალური თაღლითობის, კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

04 ივნისი 2026, 18:48

მსოფლიო

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის ავტომატური მინიჭების გაუქმებას

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა მხარი დაუჭირა გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის ავტომატური მინიჭების გაუქმებას. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

04 ივნისი 2026, 18:40

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.