imedi /  27 აპრილი 2019, 10:27 / სანდო წყარო

საგარეო უწყება: ლიბიიდან დაბრუნებული მეზღვაურების მიმართ უწყებებმა სათანადო ყურადღება გამოიჩინეს

ლიბია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურების მიმართ სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება. 

საგარეო უწყების ცნობით, რაულ ტაკიძის და მანუჩარ კეკელიძის ლიბიის ქ. მისურატიდან გამომგზავრების პროცესს მონიტორინგს უწევდა როგორც საგრეო საქმეთა სამინსიტროს ცენტრალური აპარატი, ასევე ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

უწყების ცნობით, სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მათ დახვდა ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენელი. ტრანზონში მათ დახვდნენ საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და მეზღვაურების თხოვნით უახლოესი რეისით გამოამგზავრეს სამშობლოში. 

"მეტიც სწორედ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიახმევით მისცა ლიბიურმა მხარემ აღნიშნულ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნების უფლება. რადგან, როგორც ცნობილია რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე იმყოფებოდნენ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე “DOGAN BEY“, სადაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქე დავით რაზმაძე. სწორედ დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო ადგილობრივი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით გემის ეკიპაჟის 19 წევრს მათ შორის აღნიშნულ პირებს აეკრძალებათ ქვეყნის დატოვება. 

თუმცა ლიბიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით ქართულმა მახარემ, საქართველოს საგარეო უწყებამ და საზღვაო ადმინისტრაციამ მყისიერად დაიწყო მიშაობა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზუნველსაყოფად", - წერია განცხადებაში. 

საგარეო უწყების ცნობით, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა პარტნიორ სახელწმიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიები მუდმივ კავშირზე იყვნენ ადგილობრივ მთავრობებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან.

"ადგილზე არსებული უსაფრთხოების რთული გარემოს გათავალისიწნებით ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნება, რაც შესაძლებელი გახდა კიდეც უწყების ძალისხმევით. 

დღიდან მეზღვაურების დაკავებისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალური აპარატიდან, ასევე ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან არ შეუწყვეტია მეზღვაურებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საქმის კურსში აყენებდა ყველა იმ ნაბიჯის შესახებ რასაც იწყება დგავდა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

აქვე ავღიშნავთ, რომ დავით რაზმაძის გარდაცვალების საქმეზე ჯერ არ დასრულებულა გამოძიება და ქართული მხარე, ისევე როგორც რაზმაძის ოჯახის წევრები ელოდებიან გამოძიების შედეგებს", - წერია განცხადებაში.

ქართველი მეზღვაურები რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიიდან 26 აპრილს დაბრუნდნენ, თუმცა მათ სარფის საბაჟო ხმაურით დატოვეს. მანუჩარ კეკელიძის განცხადებით, მას პრობლემები საზღვარზე ქართულ მხარესთან შეექმნა. მისი თქმით, მებაჟეებს კითხვები ჰქონდათ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა გახდა უკმაყოფილების მიზეზი

რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის საქმის გამო ვერ ტოვებდნენ ქვეყანას. ლიბიის საგამოძიებო უწყებამ გადაწყვიტა, რომ ეკიპაჟის 18 წევრი, მათ შორის ორი წევრი საქართველოდან, გაუსვლელობის პირობით გაჩერებულიყვნენ ლიბიაში.

დავით რაზმაძე ლიბიაში 21 იანვარს იპოვეს გარდაცვლილი. ის ნაოსნობისას დაიკარგა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.

31 ივლისი 2026, 20:57

პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 20:53

მსოფლიო

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური შეიარაღების გადაცემისა და ადგილობრივად წარმოების უფლების მინიჭების შესახებ ისაუბრა. ტრამპის თქმით, ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების გაზიარება სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

მაკა სახურია

31 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

დღეს კობა დავითაშვილი 55 წლის გახდა... არიან ადამიანები, რომელთა ღირსებას, ჰუმანიზმს, ნათელ გონებას, სიმამაცეს, სიყვარულისა და თავგანწირვის უნარს ვერასოდეს ვივიწყებთ, ჩვენი გულთამპყრობელია მისი ადამიანური ხიბლი და სიმაღლე, - წერს პედაგოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში.

31 ივლისი 2026, 20:43

პოლიტიკა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების, ისტორიული გმირებისა თუ სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი დაცვა საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებულია. მაგალითად, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება.

31 ივლისი 2026, 20:36

პოლიტიკა

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განხილვის მთავარი თემა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე.