imedi /  28 აპრილი 2019, 00:37 / სანდო წყარო

ილია მეორე: თაობებმა თანამშრომლობის და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნონ

ილია მეორე

ილია მეორე

„თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

„თაობათა შორის ურთიერთობა ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.

თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

შემდეგ ეტაპზე კი უფრო ადვილია შევიყვაროთ სხვა პიროვნება; ეს კი ნიშნავს დავინახოთ მასში განუმეორებელი, განსაკუთრებული ღირებულებები და ეს დავაფასოთ. ადვილი არ არის შური, თავდაჯერებულობა, სხვისი დამცირებით თავის უპირატესად წარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, და სხვა ამგვარი თვისებანი დამაბრკოლებელ გარემოებად არ გვექცეს; ამიტომაც სიკეთის ქმნასთან ერთად, აუცილებლად, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზეც“  – აღნიშნავს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.

ყველა სიახლე

მარიამ ლაშხი

05 მარტი 2026, 23:47

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველა იმ მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, რომელიც შემდეგ უკვე გადაითარგმნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვით

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მარკუეინ მალინი

05 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

ტრამპი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება შიდა უსაფრთხოების მდივანი

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანი - გადაწყვეტილება ძალაში შევა 2026 წლის 31 მარტიდან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლევან მახაშვილი

05 მარტი 2026, 23:46

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: 2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა

2018 წლიდან ნუშის ყოველ აყვავებაზე თავიდან ერთიანდებიან, ცდილობენ საზოგადოებას წარმოუჩინონ თითქოს ახალი ძალაა, თუმცა ფაქტია მათი სტრატეგია არ შეცვლილა, დასაწყისიდან დღემდე მიზანი არის ქვეყანაში არასტაბილურობის შემოტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას. მისივე თქმით, უცვლელი სცენარით და ძველი გზავნილებით ოპოზიცია წლებია საზოგადოებაში ემოციების გამოწვევას ცდილობს.

დავით ქართველიშვილი

05 მარტი 2026, 23:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ ფაქტორად იქცევა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციასა და ირანსა და ამერიკულ ინტერესებს შორის დაპირისპირების ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მარიამ ლაშხი

05 მარტი 2026, 23:41

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: ეს იყო პარტნიორული, თანაბარი და ერთმანეთის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი

ეს იყო პარტნიორული, თანაბარი და ერთმანეთის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

05 მარტი 2026, 23:31

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ხიდაშელის განცხადებაზე: ეს არის პირდაპირი მოწვევა, რომ აქაც დაბომბონ და საქართველოთი დაინტერესდნენ

ნებისმიერ სიტუაციას გამოიყენებენ იმისთვის, რომ სახელმწიფო დააზიანონ. უნდათ ქვეყანაში შექმნან არასტაბილურობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

05 მარტი 2026, 23:22

ეკონომიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოს ხელისუფლება იაზრებს იმ საფრთხეებს, რაც ახლავს ამ გეოპოლიტიკურ ომს ჩვენს რეგიონში

აქამდე გვეგონა, რომ გეოპოლიტიკური გადაადგილების მთავარ სცენარს ვუყურებდით, თუმცა როგორც ჩანს აქამდე პრელუდიას ვუყურებდით და საჭადრაკო დაფაზე მთავარი გადაადგილებები ახლა მიმდინარეობს, მთავარი ფიგურები ჯერ წასაქცევია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ რეგიონში დენთის სუნი დგას და დომინოს ეფექტის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ ნაპერწკალს.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 მარტი 2026, 23:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში ვიზიტზე: გვქონდა საშუალება, რომ გვესაუბრა იმ შეხების წერტილების პოვნაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ახალი სტრატეგიულ პარტნიორობა დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო თემატიკით

გვქონდა საშუალება, რომ გვესაუბრა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, მის გაუმჯობესებაზე და იმ შეხების წერტილების პოვნაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ახალი სტრატეგიულ პარტნიორობა დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო თემატიკით, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

05 მარტი 2026, 23:11

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ენერგოდამოუკიდებლობაზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე.

05 მარტი 2026, 23:04

მსოფლიო

Reuters: ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნედლ ნავთობს სასწრაფო შესყიდვის პირობით ყიდულობენ

ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნედლ ნავთობს სასწრაფო შესყიდვის პირობით ყიდულობენ. როგორც საკითხში ჩახედული ექვსი წყარო უცხადებს სააგენტო Reuters-ს, ინდოეთი ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა გამოიწვია.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 მარტი 2026, 22:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე ვისაუბრე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. გვქონდა საუბარი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებზეც

ვისაუბრე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე. განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზე. გვქონდა საუბარი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებზეც, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში.

ირაკლი კობახიძე

05 მარტი 2026, 22:56

პოლიტიკა

პრემიერი: ნახიჩევანში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა ილჰამ ალიევთან, ჩვენ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე.

დონალდ ტრამპი

05 მარტი 2026, 22:48

მსოფლიო

ტრამპი: კუბაც დაეცემა

კუბაც დაეცემა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში.

05 მარტი 2026, 22:39

მსოფლიო

გამოცემა BILD-ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთიდან ფინეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული ფრენის ღირებულება ჰელსინკის მიმართულებით თითო ადამიანზე 2300 ევროს შეადგენს

გამოცემა BILD-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცით, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, სამშობლოში დასაბრუნებლად საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაიხადონ.

05 მარტი 2026, 22:36

მსოფლიო

CNN: ირანთან ომის პირველი 100 საათი აშშ-ს 3.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო კამპანიის პირველი 100 საათის სავარაუდო ღირებულებამ 3.7 მილიარდი დოლარი შეადგინა - რაც დღეში საშუალოდ 890 მილიონ დოლარზე მეტია, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

05 მარტი 2026, 22:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობს.

05 მარტი 2026, 22:30

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა.

ჰიდვეგი ბალაში

05 მარტი 2026, 22:28

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტის წევრი ორბანის მიმართ ზელენსკის მუქარაზე: ვინმეს კიდევ ჰგონია, რომ ზელენსკის საღი აზრი შერჩა? ბრიუსელის ელიტის „ოქროს ბიჭუნა“ - ამით ყველაფერი ნათქვამია

ვინმეს კიდევ ჰგონია, რომ ზელენსკის საღი აზრი შერჩა? - ასე გამოეხმაურა უნგრეთის პარლამენტის წევრი, ჰიდვეგი ბალაში ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას ვიქტორ ორბანის მიმართ.

ანდრაშ ლასლო

05 მარტი 2026, 22:19

მსოფლიო

ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო: პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაემუქრა

პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაემუქრა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანდრაშ ლასლომ.

05 მარტი 2026, 22:16

მსოფლიო

BILD: ფრენები ახლო აღმოსავლეთიდან - გერმანელმა ტურისტებმა გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ

გერმანული გამოცემის, BILD-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელმა ტურისტებმა, რომლებიც გერმანიის მთავრობის მიერ ახლო აღმოსავლეთიდან დანიშნული ჩარტერული თვითმფრინავებით ევაკუირდებიან, გადარჩენისთვის ერთ ადამიანზე 500 ევრო უნდა გადაიხადონ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფასი შეესაბამება ბაზარზე არსებულ ეკონომ კლასის სტანდარტულ ბილეთს.