imedi /  01 მაისი 2019, 11:42 / სანდო წყარო

გაერომ საქართველოს მთავრობას 2018 წლის ანგარიში და 2019 წლის პრიორიტეტები წარუდგინა

გაერო

ლუიზა ვინტონი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას გასული წლის ანგარიში და 2019 წლის პრიორიტეტები წარუდგინა. დოკუმენტში გამოყოფილია რამდენიმე მიმართულება, მათ შორის პოზიტიურად არის შეფასებული შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის მიღება, ასევე ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისების გაუმჯობესება.

ანგარიშის და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია საქართველოში გაეროს ოფისის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა გამართა. შედეგებზე საუბრისას მან ძირითადი ყურადღება გაამახვილა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ესენია: დემოკრატიული მმართველობა, დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა, საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება.

2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების შედეგებზე ვრცლად ისაუბრა საქართველოში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა. მაგალითად გასული წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება და თამბაქოს კონტროლის ამოქმედება დასახელდა. 

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გაეროს 16 სააგენტო მუშაობს. მათ მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 41 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯეს. 2019 და 2020 წლებში ამ ხარჯის ზრდა არის გათვალისწინებული და ჯამში 100 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება. 

სიტყვით გამოვიდა ასევე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი განცხადებით, ორგანიზაციის მხარდაჭერამ და ჩართულობამ საქართველოს წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

„საქართველო დღესაც ერთგულია გაეროსა და მისი საქმიანობისადმი. გაეროსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ერთობლივი სტრატეგია „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ მოიცავს ხუთ პრიორიტეტულ სფეროს: დემოკრატიული მმართველობა; სამუშაო ადგილები, საცხოვრებელი პირობები და სოციალური დაცვა; განათლება, ჯანდაცვა; მოქალაქეთა უსაფრთხოება და დაცვა და ეს სტრატეგია სრულ თანხმობაშია ჩვენი მთავრობის ვალდებულებებსა და ღირებულებებთან. გარდა ამისა, ერთობლივი სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბებული 2019-2020 წლების პრიორიტეტები ეხმიანება ჩემი მთავრობის სექტორული პოლიტიკის და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის მიზნებს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში და დაპირებების პირნათლად შესრულებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე მიესალმა გაეროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ორგანიზაცია საქართველოში გაზრდის სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას, რაც დადებითად აისახება საჯარო სექტორის განვითარებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე და გენდერულ თანასწორობაზე, წვდომაზე ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე, ასევე უსაფრთხოების განმტკიცებაზე, გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მენეჯმენტზე და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 15:23

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

ნენსი მეისი

28 ივლისი 2026, 15:09

მსოფლიო

კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს ტიმ უოლცს სკოლებში ტრანსგენდერი ქაღალდის თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს.

28 ივლისი 2026, 15:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს უკრაინის, საქართველოს, დსთ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ქვეყნის მენეჯერს, სერგი მარტინჩუკსა და Visa-ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონულ მენეჯერს დიანა კიღურაძეს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 14:52

საზოგადოება

ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვიცე-პრეზიდენტ დოქტორ ნაჯიგუნდოღანს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 14:51

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პირებთან, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრები გამართა.

თამთა მეგრელიშვილი

28 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს

ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

28 ივლისი 2026, 14:48

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ხელისუფლება ტრანსგენდერული პოლიტიკის გამო ორი ოლქის სკოლას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი მიჩიგანისა და მერილენდის შტატებში სკოლებს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

28 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად

თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? - ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.

დავით ქართველიშვილი

28 ივლისი 2026, 14:46

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საელჩომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა „კაია კალასის“ საუკეთესო ტრადიციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საელჩოს მორიგ სამიზნეში ჩვენი სპორტსმენის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული ორგანიზაცია მოხვდეს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ქართველიშვილი პარალელს ავლებს ქართველი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან და აცხადებს, რომ თუ საელჩო ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოთქვამს „შეშფოთებას“, მაშინ შეფასებისას სწორედ ამერიკული გამოცდილებითა და თანაბარი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.

28 ივლისი 2026, 14:32

მსოფლიო

Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის წევრებს აცნობა, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის სრულად დახარჯვას მხოლოდ 2029 ფისკალურ წელს დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 14:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე

დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე

რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

დავით ქართველიშვილი

28 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს

ამიტომ „არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა. რეალური სურათი გაცილებით პრაგმატულია: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული კაპიტალი არ არის დემოგრაფიული ექსპანსიის ნიშანი. იგი საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მიმართ. სწორედ ინვესტიციები და არა პოლიტიკური მითები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 14:18

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი აშშ-ს საელჩოს პოზიციაზე: დარწმუნებული ვარ, რომ საელჩოდან, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ამ საგანს კარგად არ იცნობს, ან კითხვა იყო იმგვარად დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციას, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო, მმართველი გუნდი პასუხობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის დიდი სხვაობა არსებობს.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2026, 14:07

ჯანდაცვა

სოზარ სუბარი: ორი ადამიანის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი თენგიზ ცერცვაძის ურყევმა რწმენამ, რომ ეს იყო შესაძლებელი, გამოიღო შედეგად ის, რომ ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

ცოტნე ანანიძე

28 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ, თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, ახლა ევროკავშირის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ. თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ზინედინ ზიდანი

28 ივლისი 2026, 13:47

სპორტი

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 13:37

ეკონომიკა

ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.

28 ივლისი 2026, 13:29

მსოფლიო

DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ

გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) კვლავ წამოაყენა მოთხოვნა კონსტიტუციის ანტიდისკრიმინაციულ ნორმებში სექსუალური იდენტობის დამატების შესახებ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.