ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა
ნათია მეზვრიშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები,- ამის შესახებ ქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა და ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები ადამიანის უფლებების საკითხებზე, სწორედ ასეთი ანგარიშის პრეზენტაცია იმართება დღეს. საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს. ისეთი, როგორიც არის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისეთი როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები და არის გარკვეული შენიშვნებიც ამ ანგარიშში, თუმცა ჩვენ ამ შენიშვნებს არ გავურბივართ, პირიქით, ასეთი დამოუკიდებელი შეფასებები და მათ შორის მწვავე კრიტიკული მოსაზრებები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ პროგრესისკენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები და უახლოეს მომავალში ეს საბჭო აუცილებლად განახლდება. „ერთი, რაც შემიძლია ცალსახად განვაცხადო და ეს კონფერენციაზეც აღინიშნა, დიდი ხანია, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები არსებობს, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს საბჭო აუცილებლად განახლდება უახლოეს მომავალში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად შევკრიბოთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო უწყებები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რა გამოწვევებიც გვაქვს, ამაზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 15:59
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს
აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 15:59
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო - ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია
რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 15:57
მსოფლიო
ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ
„განცხადებიდან ჩანს, როგორც კი იგრძნეს საელჩოში ბაიდენისებურად მომუშავე და მათზე ზემდგომმა ბიუროკრატებმა თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მათი საქმიანობისათვის საქართველოში კანონისა და ბრძოლის გამკაცრებამ, იმათ მიმართ ვინც შეგნებულად, მიზანმიმართულად, დავალებით, გინებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით შეურაცხყოფასა და ზიანს აყენებენ ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ადამიანებს. მაშინვე მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს და უმალ მიღებული განცხადებით (გახსოვთ ალბათ მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღეში რამდენ განცხადებას აკეთებდა საქართველოზე) დაიცვეს წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები. ვერაფერს იტყვი. დიდი გამოცდილება აქვთ და მკაფიოდ იციან, რომ თუ წყალს ვერ აამღვრევ ისე მასში თევზის ჭერა ძნელია“, - წერს გვენეტაძე.
28 ივლისი 2026, 15:56
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად, ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის გიორგი ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნას და მის წინააღმდეგ ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როგორც კი ახალგაზრდები ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების გარშემო ერთიანდებიან, მათი ინიციატივის დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რასაც თან ერთვის გიორგი ქართველიშვილის მეუღლის, ჟურნალისტ ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ ბულინგის კამპანიაც.
28 ივლისი 2026, 15:50
რეგიონი
სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
28 ივლისი 2026, 15:48
მსოფლიო
პოლონური მედია: ინტერნეტში დონალდ ტუსკის მისამართით გავრცელებული მკვლელობის მუქარის გამო გამოძიება დაიწყო
პოლონეთის ქალაქ კლოდზკოს რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მისამართით ინტერნეტში გავრცელებული მკვლელობის მუქარის ფაქტზე. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 15:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ რუსთაველის თეატრში, ოპერის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში, თსუ-ის შენობაში, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიერ, პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწერილ საქებარ პოსტებზე ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ დასმულ შეკითხვას.
28 ივლისი 2026, 15:30
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 15:27
მსოფლიო
Reuters: იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი
სამხრეთ იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში სამშაბათს მომხდარმა 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრამ ათასობით საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დააზიანა გზები და სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 15:23
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
28 ივლისი 2026, 15:09
მსოფლიო
კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს ტიმ უოლცს სკოლებში ტრანსგენდერი ქაღალდის თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს.
28 ივლისი 2026, 15:01
ეკონომიკა
ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს უკრაინის, საქართველოს, დსთ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ქვეყნის მენეჯერს, სერგი მარტინჩუკსა და Visa-ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონულ მენეჯერს დიანა კიღურაძეს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 14:52
საზოგადოება
ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვიცე-პრეზიდენტ დოქტორ ნაჯიგუნდოღანს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 14:51
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პირებთან, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრები გამართა.
28 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს
ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
28 ივლისი 2026, 14:48
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ხელისუფლება ტრანსგენდერული პოლიტიკის გამო ორი ოლქის სკოლას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი მიჩიგანისა და მერილენდის შტატებში სკოლებს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად
თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? - ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.
28 ივლისი 2026, 14:46
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის საელჩომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა „კაია კალასის“ საუკეთესო ტრადიციებში. არ გამოვრიცხავ, რომ საელჩოს მორიგ სამიზნეში ჩვენი სპორტსმენის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებული ორგანიზაცია მოხვდეს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელმაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართულ კანონიერ ბრძოლას „შემაშფოთებელი“ უწოდა. ქართველიშვილი პარალელს ავლებს ქართველი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობასთან და აცხადებს, რომ თუ საელჩო ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოთქვამს „შეშფოთებას“, მაშინ შეფასებისას სწორედ ამერიკული გამოცდილებითა და თანაბარი სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.
28 ივლისი 2026, 14:32
მსოფლიო
Reuters: აშშ უკრაინისთვის გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის გადაცემას 2029 წლამდე გაწელავს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესის წევრებს აცნობა, რომ უკრაინისთვის დახმარების სახით გამოყოფილი 400 მილიონი დოლარის სრულად დახარჯვას მხოლოდ 2029 ფისკალურ წელს დაასრულებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 14:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვაში ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე
დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.


