IMEDI /  18 სექტემბერი 2020, 21:22 / სანდო წყარო

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა. გაეროს მდგრადი თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-დოკუმენტი ​ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ სფეროებს განსაზღვრავს.

2020 წლის 18 სექტემბერის შეხვედრაზე ერთხმად იქნა მიღებული 2021-2025 წწ. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი (UNSDCF) და მისი შესაბამისობა მთავრობის პრიორიტეტებთან და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან.

ონლაინ განხილვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით შედგა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების გახსნისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით გაეროს სააგენტოებს, რომელთა უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ეს ჩარჩო-დოკუმენტი. მან აღნიშნა, რომ COVID-19-მა, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც გამოავლინა გამოწვევები სოციალური და ეკონომიკური ბალანსის თვალსაზრისით. ამიტომ მიესალმება დოკუმენტში გაცხადებულ სურვილს, ხელი შეუწყოს წარმოქმნილი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და ყველა პარტნიორს გაეროს მუშაობის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ამ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში თანამონაწილეობისთვის.

„ეს ჩარჩო-დოკუმენტი შრომატევადი და ხანგრძლივი მუშაობის შედეგია, რომელიც ასახავს უკვე მიღწეულ წარმატებებს, და ასევე განსაზღვრავს სფეროებს, სადაც გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელვადიანი უკეთესი შედეგების მისაღწევად. გაეროს ახალი ჩარჩო-დოკუმენტი გამსჭვალულია მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებით და მიზნად ისახავს თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ადამიანების დახმარებას, რათა "არავინ არ დარჩეს განვითარების მიღმა“, - აღნიშნა საბინე მახლმა.

გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის ხელმძღვანელმა, მარინე ჩიტაშვილმა ისაუბრა სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, რომელიც ხუთ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს. მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ჩარჩოს გამორჩეული მახასიათებელია - მისი მიზანი, ხელი შეუწყოს ყოვლისმომცველი პარტნიორობის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რომელთა ინოვაციური პოტენციალი სასარგებლო იქნება მიზნების მისაღწევად.

გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს გაეროს ხედვას 2021-2025 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიის, ანგარიშვალდებულების და კარგი მმართველობის გაძლიერება, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, და განვითარების პროცესში მოქალაქეთა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ჩართულობა.

ჩარჩო-დოკუმენტის ემუშავება იყო კომპლექსური და თანამონაწილეობითი პროცესი, რომელშიც ჩართულები იყვნენ სამინისტროები, სახელმწიფო დაწესებულებები და საერთაშორისო ორგანიზაციები. განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოება.

ღონისძიების მსვლელობისას გაეროს სამმა სააგენტომ - გაეროს ბავშვთა ფონდმა, გაეროს მოსახლეობის ფონდმა და გაეროს განვითარების პროგრამამ - წარადგინეს ქვეყნის პროგრამის დოკუმენტები (CPD), რომლებიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ ჩარჩო-დოკუმენტიდან.

თავის გამოსვლაში UNICEF- ის წარმომადგენლის მოადგილემ ემი კლენსმა განაცხადა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის 2021-2025 წწ. ქვეყნის პროგრამის დოკუმენტი მიზნად ისახავს მთავრობის მხარდაჭერას, რათა შეძლონ დამატებითი ღონისძიებების განხორციელება ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბი ბავშვებისა და ოჯახების, როგორც ამას ითვალისწინებს ბავშვის უფლებების კონვენცია და მდგრადი განვითარების მიზნები. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მიღწეული ბევრი დადებითი შედეგისა, ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის კუთხით არსებული პრობლემები ყურადსაღებია. ამიტომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ყურადღება მიმართული იქნება სირთულეებისა და ბარიერების გადასალახად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვების, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ბავშვების, უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრული განვითარება.

2021–2025 წწ. ქვეყნის პროგრამის დოკუმენტის წარდგენისას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ გამოყო საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთობლივი მუშაობის შემდეგი ძირითადი მიმართულებები: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება დედათა სიკვდილიანობის შესამცირებლად; გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, გენდერული ძალადობის და სხვა დისკრიმინაციული ნორმებისა და მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა; ახალგაზრდების ჩართულობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა ინფორმირებულობის გაზრდისა და ინფორმაციაზე და სერვისებზე უკეთესი წვდომისთვის, განსაკუთრებით მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფებისათვის, და მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომლის საშუალებითაც უკეთესად შევძლებთ უთანასწორობის აღმოფხვრას და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული ინდიკატორების მონიტორინგს.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა განაცხადა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ახალ პროგრამას ოთხი პრიორიტეტული მიმართულება აქვს, რომელიც პანდემიის ფონზე შექმნილ საჭიროებებს მოერგო და მიზნად ისახავს ქვეყნის პოსტ-კრიზისული განვითარების ხელშეწყობას:
• კარგი მმართველობისა და “სოციალური კონტრაქტის” იდეის ხელშეწყობა;
• მდგრადი ეკონომიკური ზრდის და სოციალური დაცვის მიღწევა, რომელიც აღმოფხვრის უთანასწორობას;
• გარემოს დაცვა და ბუნების, კლიმატისა და ეკონომიკის დაბალანსება;
• კრიზისის პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია, ადამიანის უსაფრთხოებისა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მომდევნო თვეში საქართველოში გაიხსნება სწრაფი განვითარების ლაბორატორია - ერთ-ერთი მსოფლიოში არსებული 90 ლაბორატორიათაგან, რომელიც ხელს შეუწყობს განვითარების გამოწვევების ციფრული გადაწყვეტას.

მონაწილეებმა მოიწონეს საკონსულტაციო პროცესი, რომელიც წინ უძღოდა ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებას. ასევე აღინიშნა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი სრულ თანხმობაშია ეროვნული განვითარების მიზნებთან.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 16:15

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 16:10

კულტურა

ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანას“ მოსაპოვებლად 2026 წლის კონკურსი გამოაცხადა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლიტერატურული პრემია 2022 წელს დაარსდა და კონკურსი ყოველწლიურად იმართება.

ლევან კარანაძე

28 ივლისი 2026, 16:08

პოლიტიკა

ლევან კარანაძე: საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს

საქაერონავიგაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, - განაცხადა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ.

28 ივლისი 2026, 15:59

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს

აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

28 ივლისი 2026, 15:59

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო - ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია

რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ედიშერ გვენეტაძე

28 ივლისი 2026, 15:57

მსოფლიო

ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ

„განცხადებიდან ჩანს, როგორც კი იგრძნეს საელჩოში ბაიდენისებურად მომუშავე და მათზე ზემდგომმა ბიუროკრატებმა თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მათი საქმიანობისათვის საქართველოში კანონისა და ბრძოლის გამკაცრებამ, იმათ მიმართ ვინც შეგნებულად, მიზანმიმართულად, დავალებით, გინებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით შეურაცხყოფასა და ზიანს აყენებენ ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ადამიანებს. მაშინვე მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს და უმალ მიღებული განცხადებით (გახსოვთ ალბათ მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღეში რამდენ განცხადებას აკეთებდა საქართველოზე) დაიცვეს წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები. ვერაფერს იტყვი. დიდი გამოცდილება აქვთ და მკაფიოდ იციან, რომ თუ წყალს ვერ აამღვრევ ისე მასში თევზის ჭერა ძნელია“, - წერს გვენეტაძე.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივლისი 2026, 15:56

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად, ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის გიორგი ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნას და მის წინააღმდეგ ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როგორც კი ახალგაზრდები ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების გარშემო ერთიანდებიან, მათი ინიციატივის დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რასაც თან ერთვის გიორგი ქართველიშვილის მეუღლის, ჟურნალისტ ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ ბულინგის კამპანიაც.

28 ივლისი 2026, 15:50

რეგიონი

სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე (სენაკი-თბილისის მიმართულებით ამსვლელი პანდუსი), სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დონალდ ტუსკი

28 ივლისი 2026, 15:48

მსოფლიო

პოლონური მედია: ინტერნეტში დონალდ ტუსკის მისამართით გავრცელებული მკვლელობის მუქარის გამო გამოძიება დაიწყო

პოლონეთის ქალაქ კლოდზკოს რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მისამართით ინტერნეტში გავრცელებული მკვლელობის მუქარის ფაქტზე. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სანამ საქართველო იქნება, სანამ ქართველი კაცი სამებაში შევა, უამრავ ქართულ აღდგენილ უძველეს ეკლესიაში შევა, სანამ რუსთაველის თეატრში, ოპერის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში, თსუ-ის შენობაში, ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში შევა, პირჯვარს გადაიწერს თუ ხელოვნების ნიმუშით დატკბება, რა თქმა უნდა იქ, ივანიშვილის კეთილი საქმეც თანამონაწილე იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიერ, პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაწერილ საქებარ პოსტებზე ოპოზიციური ტელეკომპანიის მიერ დასმულ შეკითხვას.

28 ივლისი 2026, 15:30

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 15:27

მსოფლიო

Reuters: იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი

სამხრეთ იაპონიის კუმამოტოს პრეფექტურაში სამშაბათს მომხდარმა 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრამ ათასობით საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დააზიანა გზები და სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 15:23

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

ნენსი მეისი

28 ივლისი 2026, 15:09

მსოფლიო

კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ნენსი მეისი მინესოტის შტატის გუბერნატორს ტიმ უოლცს სკოლებში ტრანსგენდერი ქაღალდის თოჯინებით თამაშის დანერგვის გამო აკრიტიკებს.

28 ივლისი 2026, 15:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა Visa-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტს უკრაინის, საქართველოს, დსთ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ქვეყნის მენეჯერს, სერგი მარტინჩუკსა და Visa-ს კავკასიისა და მოლდოვის რეგიონულ მენეჯერს დიანა კიღურაძეს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 14:52

საზოგადოება

ზვიად გაბისონიამ თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს ვიცე- პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა - მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის უმაღლესი განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, ანკარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ვიცე-პრეზიდენტ დოქტორ ნაჯიგუნდოღანს შეხვდა.

28 ივლისი 2026, 14:51

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან და საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აკადემიურ პირებთან, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრები გამართა.

თამთა მეგრელიშვილი

28 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს

ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება, სწორი რეაგირება აუცილებელია, რადგან ის დიდი ხანია გასცდა საზოგადოებაში მიღებული კულტურული და მორალური ნორმების ზღვარს. ახალი მოძრაობა ამ მხრივ აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

28 ივლისი 2026, 14:48

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის ხელისუფლება ტრანსგენდერული პოლიტიკის გამო ორი ოლქის სკოლას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

აშშ-ის განათლების დეპარტამენტი მიჩიგანისა და მერილენდის შტატებში სკოლებს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

28 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

ჩიხელიძე აშშ-ის საელჩოს: თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? გამოხატვის თავისუფლების დაცვა და სიძულვილის ენის პრევენცია შესაძლებელია თანაარსებობდეს, თუ სახელმწიფო მოქმედებს კანონის შესაბამისად

თუ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმები არაერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, საქართველოში იმავე მიდგომას თავისუფლების შეზღუდვად რატომ მიიჩნევთ? - ამ კითხვით ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მათ მიერ “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, სადაც საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიღებული კანონმდებლობით.