imedi /  05 მაისი 2019, 22:43 / სანდო წყარო

რა ვითარებაა საქართველოში ტუბერკულოზთან დაკავშირებით

ტუბერკულოზი

გასულ კვირას ტუბერკულოზის არასრული მკურნალობის გამო 2 პაციენტი გარდაიცვალა. 2017 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3000-მდე შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2131 ახალი. 2018 წელს კი რეგისტრირებულია 2700-მდე შემთხვევა. საქართველოში ტუბერკულოზის საფრთხის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა. 

ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ საგანგაშო ვითარებაა სამეგრელოში, სვანეთში, აჭარაში და ოკუპირებულ რეგიონებში.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოში ტუბერკულოზის ყოველი 100 ახალი შემთხვევიდან 10 რეზისტენტულია. დაავადების ეს ფორმა გადამდებია და ძნელად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას.   

ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტები მკურნალობის კურსს არ ასრულებენ, რადგან ის ბევრი მედიკამენტის კომბინაციით მიმდინარეობს და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ასეთი პაციენტები მალევე ისევ დაავადების გადამტანები ხდებიან, თანაც იმ ფორმის, რომელიც თავად აქვთ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ადასტურებენ, რომ საკითხი მწვავეა და რეზისტენტულ ფორმებთან ბრძოლის ერთადერთი გზა დროული დიაგნოსტირებაა. მაშინ როცა ქვეყანაში ტუბერკულოზის სხვა ყველა ფორმის კლების ტენდენციაა, რეზისტენტული ფორმებით ავადობის რიცხვის შემცირება ვერ ხერხდება. 

მეოცე საუკუნის შავი ჭირით დაავადებულთა მხოლოდ 15-%  ამარცხებს კოხის ჩხირს საკუთარი იმუნიტეტით. სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში ბაქტერია აქტიურდება და სასუნთქ სისტემას, ყველაზე  ხშირად კი ფილტვებს აზიანებს. ბაქტერიამ შესაძლოა სხვა ორგანოებიც დააზიანოს და ბერი სერიოზული პრობლემაც გამოიწვიოს.

ტუბერკულოზს სხვადასხვა სიმპტომი აქვს და ძალიან ჰგავს გაციებას. საერთო სისუსტე, ოფლიანობა, სიცხე, ხველა, უმადობა. თუკი ამ სიმპტომებიდან რომელიმე გაგიხანგრძლივდათ  აუცილებელია დროულად მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

ყველა სიახლე

ოთარ კახიძე

01 ნოემბერი 2020, 00:03

პოლიტიკა

ოთარ კახიძე: საბოლოოდ ყველაფერს მეორე ტურები გადაწყვეტს

მისი თქმით, საბოლოოდ ყველაფერს მეორე ტურები გადაწყვეტს. „ყველა ჩვენი კომისიის წევრი რჩება საარჩევნო უბნებზე, ჩვენ ვიბრძოლებთ , მნიშვნელოვანია საქართველოში დასრულდეს ბიძინას პერიოდი და წავიყვანოთ საქართველო წინ. საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება“,- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

დავით მაღრაძე

01 ნოემბერი 2020, 00:03

საზოგადოება

დავით მაღრაძე: ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი იმ ძალადობრივ რეჟიმს, რომელსაც ძალიან უნდა თავისი წარსული და ბიოგრაფია წაშალოს

„ისეთი ავკაცობა, ისეთი აღვირახსნილობა და ისეთი რეპრესიები აქვს გატარებული საქართველოში, რომ პოლიტიკური ეპიტაფია გახდება მათი ეს ცოცხები და ციხის კადრები და ყველა ის აღვირახსნილი რბოლა, რაც მათ ჩაიდინეს. საქართვლოს მოსახლეობამ უკულტურობას დაუპირისპირა მაღალი კულტურა“, - განაცხადა მაღრაძემ.

გოგა ხაინდრავა

31 ოქტომბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ეს არჩევნები ორი სიმბოლოთი დარჩება ქართულ საზოგადოებას - ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერი „თბილისო“ და შაშკინის იარაღი

„თავისუფლების მოედანზე, ზუსტად იმ მოედანზე სადაც 100 წლის წინ ორჯონიკიძემ კრემლში გაგზავნა დეპეშა „ლენინს, სტალინს თბილისზე ფრიალებს წითელი დროშა“, ზუსტად იმ ადგილზე იმღერა ბუბა კიკაბიძემ „თბილისო“ რუსულად. არც ერთმა ადამიანმა, ვინც იმ მოედანზე იყო შეკრებილი ეს არ გააპროტესტა, მეტსაც გეტყვით, ყველამ იმღერა, იცეკვა, დროშებიც ააფრიალეს, ე.ი ეს იქ შეკრებილი ადამიანის მსოფლმხედველობისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო.

გრიგოლ ვაშაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენმა მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ გაყალბებულიყო

„ვნახოთ რა იქნება. უცნაური არჩევნები იყო. ქუთაისი და კიდევ რამდენი ოლქი გამოირჩეოდა იმ უმსგავსობიდან, რაც გლდანში და მარნეულში იყო დადგმული. მთავარი შედეგი მიღწეულია ოპოზიციამ გაიმარჯვა, ეგზიტპოლებმა ზუსტად აჩვენა ამომრჩეველის განწყობა. მათ, ვინც ჩვენი მხარდაჭერები არიან, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ იყოს გაყალბებულიყო“,-აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:51

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: საარჩევნო უბნებზე ხდებოდა ზონდერების მობილიზება, დამარცხებისთვის განწირული პოლიტიკური ძალა კადრულობს ყველაფერს

„დღის განმავლობაში ხდებოდა საარჩევნო უბნებზე ზონდერების მობილიზება, მათ შორის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების. ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყებები იქნებიან უმკაცრესი, როცა საქმე ეხება კონკრეტულ ინციდენტებს და ხმის უფლების რეალიზაციის ხელშეშლას“, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: დღეს არის მნიშვნელოვანი დღე „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო მეტად შესუსტების, მათი დამარცხების

„ის წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე ითვლება საარჩევნო უბნებზე, ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობა ბათუმელებს, მადლობა აჭარის მცხოვრებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონკრეტული პროცესით, კონკრეტული არჩევნებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ იმ შედეგებს, იმ პროგრესს, რომელიც გვქონდა ჩვენი ხელისუფლების მართვის დროს. და, რა თქმა უნდა, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო მეტად შესუსტების, მათი დამარცხების. ამავე დროს, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები იქნას შესაბამისად გაფორმებული და, ბუნებრივია, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს დესტაბილიზაცია ამ კონკრეტული პროცესის“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გოგა ხაინდრავა

31 ოქტომბერი 2020, 23:33

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: იმ დროს როდესაც კორონავირუსის მეორე ტალღამ ისევ გააჩერა ევროპა, საქართველომ წარმატებული, მშვიდი არჩევნები ჩაატარა

პანდემია რომელიც მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა, უმძიმესი განსაცდელია და მე მგონი დღეს ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ ჩვენ რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მშვიდად ჩაივლის

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თბილისის რამდენიმე უბანზე ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ეს ტექნიკური ხარვეზი ხმების დათვლის პროცესზე გავლენას არ მოახდენს.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 23:19

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ავღანეთში ქართველი სამხედროების უმეტესობამ არჩევანი მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთა

„გვინდა გაგაცნოთ ამ უბნების მონაცემები. პირველი ეს არის მაზარ-ი-შარიფის უბანი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 111 ხმა, რაც არის 84,7%. რაც შეეხება მეორე ბაზას, ეს არის ბაგრამი-ქაბულის ბაზა. აქ აიღო „ქართულმა იცნებამ“ 697 ხმა, რაც არის 93%. ეს არის ქართული ჯარის, ქართველი ჯარისკაცების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოცხადებული ძალიან მნიშვნელოვანი ნდობა, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანთან ერთად ძალიან ემოციურიც. მადლობას ვუხდით ქართველ ჯარისკაცებს გამოცხადებული ნდობისთვის და ეს გვაძლევს დამატებით მოტივაციას, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და ქართული ჯარის გაძლიერებაზე.

31 ოქტომბერი 2020, 23:09

პოლიტიკა

ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი მაჟორიტარები. ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება. საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

ამირან სალუქვაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:07

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: გარდა კანონისა, არსებობს იარაღის ტარების ეთიკა

27 წელი ვიმსახურე 2 სტრუქტურაში, თავდაცვასა და დაზვერვაში. ვიცნობ უამრავ ადამიანს, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს: ყოფილ მინისტრებს, გენერლებს, სარდლებს, ოფიცრებს და ჩემი უზარმაზარი სამეგობროდან იშვიათად თუ დაინახავთ ვინმეს, რომელიც ქუჩაში იარაღს ატარებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თიკო რუხაძე

31 ოქტომბერი 2020, 23:04

საზოგადოება

თიკა რუხაძე: ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა არავის აწყობს

„ყველას ვულოცავ, ვინც კანონით და ადამიანური მორალით და სინდისით ჩაატარა წინასაარჩევნო კომპანია. ჩვენ ყველას ვუსმენდით და ვისაც ვის უნდოდა, იმას აძლევდა ხმას. არანაირ ძალდატანებაზე, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო მე ეს არ მომისმენია. მაგრამ ერთი-ორი გამოვლინება იყო, რასაც მე დღეს ვუყურე, მე ვნახე, რომ სამოქალაქო სექტორმა ძალიან ცუდი შეფასება გააკეთა ამისი. არ შეიძლება უკვე ჩვენი ტიპის ევროპული კურსის ქვეყანაში ასე ველაპარაკოთ საზოგადოებას“, - განაცხადა.

ცესკო

31 ოქტომბერი 2020, 22:59

პოლიტიკა

ცესკო არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, გამთენიისას გამოაქვეყნებს

არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს ცესკო სავარაუდოდ, 1-ელ ნოემბერს, დილით, 06:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.

31 ოქტომბერი 2020, 22:54

პოლიტიკა

საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა, მათი უმეტესობა კი პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი შევიდა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, საჩივართა უმრავლესობა ისეთ პროცედურულ ხარვეზებს ეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 22:38

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ქართველ ხალხს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვან მიღწევას ვულოცავ

„მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ხმის მიცემით განსაზღვრა ჩვენი ერის მომავალი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.

ია მეტრეველი

31 ოქტომბერი 2020, 22:34

საზოგადოება

ია მეტრეველი: 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“, არ მეგონა

„ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული ვარ. 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“ არ მეგონა. ვერ წარმომიდგენია ამდენი თუ კიდევ ჰყავთ მომხრე. რაც შეეხება „ევროპელებს“, ეს აბსოლუტურად მისაღებია, 3%-იც ზედმეტია მათთვის. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი გამარჯვებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა დღეს. კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა და ეს არჩევნები ჩვეულებრივი არ არის. ეს არის დიდ ბოროტებას, სიბნელესა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის არჩევანი და სწორედ დღეს ხალხმა აირჩია ნათელი მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მეტრეველმა.

31 ოქტომბერი 2020, 22:33

პოლიტიკა

20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 970 540 ამომრჩეველი (56,11%) მივიდა

20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 970 540 ამომრჩეველი (56,11%) მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:32

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: დამარცხდი? - მიულოცე! ეს ის კულტურაა, რომელსაც ჩვენგან ევროპის ქვეყნები ითხოვენ

„მარცხის დროს ზეიმი გაუგებრობაა, მაგრამ ღირსეულად მარცხი ასეთი მაიმუნობის გარეშე ეგ კიდევ სხვა კულტურაა, ეს ის კულტურაა, რომელსაც ითხოვენ ჩვენგან ევროპული ქვეყნები. დამარცხდი?! მიულოცე მეტოქეს და ჩამოართვი ხელი, ძალით რომ გააკეთებინებს სააკაშვილს. ეს დასავლური კულტურაა, რომლისკენაც ჩვენც უნდა მივდიოდეთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, რეგიონებში, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ

„17 უბანი არის დათვლილი უკვე ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი - 52, 02%. 2 უბანი არის დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69, 32%. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია 1 უბანი - გოჩა ენუქიძე 86,21%. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში არის დათვლილი 1 უბანი - ბეჟან წაქაძე 68,84% და ბოლოს, გურიაში არის დათვლილი 3 უბანი. ვასილ ჩიგოგიძე - 62,61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობაბხიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: კაცი რომ ყოფილიყო, თავიდანვე იტყოდა რომ წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ამის თქმა ვერ გაბედა, რადგან იცოდა რომ წააგებდა

რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.