imedi /  08 მაისი 2019, 11:19 / სანდო წყარო

პოლიტიკოსები მაჩალიკაშვილის სავარაუდო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ელოდებიან

მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი

სუს-ის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მასალის ავთენტურობის დადგენას ელოდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თქმით, სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების მეშვეობით, კიდევ ერთხელ აიცილა თავიდან მძიმე დანაშაული. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქმეს პარლამენტი დააკვირდება.

ოპოზიციაში კი ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან, თუმცა ამბობენ, რომ თუ მასალა ფაბრიკაცია არ არის, ეს ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სკანდალური საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს.

ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, თავად მაჩალიკაშვილი კი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი -  შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. 

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. 

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც  ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.

ყველა სიახლე

18 მაისი 2022, 20:27

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისში მსვლელობა გამართეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა გამართეს. შეკრებილები გვარამიას პატიმრობას აპროტესტებდნე. აცხადებდნენ, რომ ეს მედიის სოლიდარობის აქციაა და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობენ. მედიის წარმომადგენლების გარდა აქციაზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.

ჯანეტ იელენი

18 მაისი 2022, 20:20

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს

აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ აშშ-ს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ჩამორთმევის კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს.

18 მაისი 2022, 20:14

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ჟოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2022, 20:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჟოზეფ ბორელს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ბოლო წლებში საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის დინამიკა.

18 მაისი 2022, 20:05

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მფრინავი ვერტმფრენების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2022, 20:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვინც დღეს ნიშნის მოგებით გამოეხმაურა პრემიერის და ნატოს გენმდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობას

ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 მაისი 2022, 19:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მცირერიცხოვან აქციას ეხმიანება, რომელიც გუშინ, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით დაიგეგმა. ,,იმედია, ნიკა გვარამია ახლა ტელევიზორს არ უყურებს და არ ხედავს პირდაპირ ეთერში, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ქუჩაც კი ვერ გადაკეტეს“, - წერს ნიკოლეიშვილი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 მაისი 2022, 19:47

მსოფლიო

ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ.

მაია სანდუ

18 მაისი 2022, 19:38

მსოფლიო

მაია სანდუ: არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, გვაქვს მოლდოვის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა

ჩვენ არ გვსურს ომი ან დესტაბილიზაცია, ვინაიდან გვაქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი რეინტეგრაციის ხედვა, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

18 მაისი 2022, 19:37

სამართალი

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს.

ზურაბ ქადაგიძე

18 მაისი 2022, 19:32

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო

„ელვა დეპეშა: ვიზიარებთ „ნაცების“ მწუხარებას ღარიბაშვილის სტოლტერბერგთან შეხვედრის გამო!”- წერს ქადაგიძე.

18 მაისი 2022, 19:19

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიში მოისმინა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აღნიშნულმა უწყებამ განახორციელა. მისი თქმით, დასრულდა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი და 13 რეკომენდაცია გაიცა, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.

შარლ მიშელი

18 მაისი 2022, 19:17

მსოფლიო

შარლ მიშელი: პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია

პუტინი ამ ომში უკვე დამარცხებულია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

18 მაისი 2022, 19:09

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 მაისი 2022, 19:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ბათუმის აეროპორტიდან უზბეკეთის მიმართულებით პირველი რეისები შესრულდება

„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება, ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

დერეკ შოლე

18 მაისი 2022, 18:53

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

ნინო ნადირაძე

18 მაისი 2022, 18:52

საზოგადოება

„ვივამედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე: პაციენტი სრულ ნდობას გვიცხადებს და არც ჩვენი მკურნალობისა და არც ჩვენი კვლევების ტაქტიკაზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს - ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული ნამდვილად არ არის

„ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლევები უტარდება და ლაბორატორიული მონაცემები გაუარესებული არ არის. მისივე თქმით, უკვე ჩატარებული კვლევის შედეგები სახალხო დამცველს გაეგზავნა.

გერჰარდ შროდერი

18 მაისი 2022, 18:50

მსოფლიო

პუტინის ლობირების გამო, გერჰარდ შროდერის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოფისი დაიხურება

ვლადიმირ პუტინის ლობირების გამო, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შროდერის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოფისი დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

18 მაისი 2022, 18:46

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველომ ნატოს გენერალური მდივნისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ერთი ნაწილი შედგებოდა ევროინტეგრაციის საკითხებით და მეორე არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ნატოში საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძე

18 მაისი 2022, 18:40

ეკონომიკა

ირაკლი ლექვინაძე: ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან გავიარეთ ის საკითხები, სადაც შეიძლება მოქალაქეებისთვის პროდუქციის უფრო მისაღები ფასით მიწოდების რესურსი მოიძებნოს

ნავთობპროდუქტების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გავიარეთ ის საკითხები სადაც შეიძლება მოძებნოს რესურსი მოქალაქეებისთვის უფრო მისაღები ფასით პროდუქციის მიწოდების,- ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.