imedi /  08 მაისი 2019, 12:35 / სანდო წყარო

სუსი მაჩალიკაშვილზე: გამოქვეყნებული აუდიომასალა არ არის სატელეფონო ჩანაწერი

სუსი

სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი "ქრონიკასთან" მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე განმარატებას აკეთებს.

"გამოქვეყნებული აუდიომასალა არ არის სატელეფონო ჩანაწერი, ეს არის მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მისი ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს შორის პირისპირ, უშუალო კომუნიკაცია. ეს ჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს განჩინების საფუძველზე წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს. საუბარი პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე შედგა", - თქვა გიორგობიანმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ცოლი, მედიკო მარგოშვილი გუშინ ამბობდა, რომ მისი ქმარი წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოა. "იმდენად ჭკუათხელი არ არის ჩემი მეუღლე, რომ ასეთებზე ტელეფონით ილაპარაკოს", - განუცხადა მედიკო მარგოშვილმა ჟურნალისტებს.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს. ამ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დაკითხეს, თავად მაჩალიკაშვილი კი ჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია. ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. 

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა,რომელშიც  ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია.

ყველა სიახლე

კახა კლააძე

26 იანვარი 2022, 11:43

საზოგადოება

კახა კალაძე: თებერვლიდან 15-16 უსახლკარო ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი პრიორიტეტული გახლავთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. ამ მიმართულებით, ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება. ჩვენ თბილისში ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი გვყავს. მათ დავპირდით, რომ მუნიციპალური საცხოვრისით დავაკმაყოფილებდით და ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. პირველ ეტაპზე, თებერვლიდან უკვე შევძლებთ, 15-16 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე

26 იანვარი 2022, 11:38

საზოგადოება

პირველი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ამოქმედდება

მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი მარტიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ვიქტორ დოლიძე

26 იანვარი 2022, 11:30

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება

ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ცალკეული დელეგაციების განცხადებების სიმძაფრე შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ის, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებზე არავინ თანხმდება და არც კი განიხილავს ამ საკითხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

კახა კალაძე

26 იანვარი 2022, 11:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: უკრაინაში ომის არდაშვება უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია

„ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც უკრაინის გარშემო ვითარდება“, - ამ სიტყვებით გახსნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა.

26 იანვარი 2022, 11:22

სპორტი

თეა წულუკიანი ევრობასკეტისთვის მულტიფუნქციური სპორტული სასახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალ, მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეს ესტუმრა და მინისტრის მოადგილესთან, იოსებ ბაღათურიასთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან, ვიქტორ სანიკიძესთან ერთად სამშენებლო პროცესს გაეცნო.

ბიძინა კულუმბეგოვი

26 იანვარი 2022, 11:20

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა

„რა თქმა უნდა, გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს. მაგრამ მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა. იმის რისკი, რომ პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, კიდევ არსებობს. ამიტომ ყველას ვთხოვთ პირბადის ტარებას, ვაქცინაციასა და ბუსტერის დამატებას, რომ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი პაციენტი არ დაგროვდეს. ეს გაუჭირდება ყველა ჯანდაცვის სისტემას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ანდრეი პლენკოვიჩი

26 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

ხორვატიის პრემიერმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ირაკლი ბერაია

26 იანვარი 2022, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ამოცანაა, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იყოს სისრულეში მოყვანილი

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შედგება. შალვა პაპუაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ივანე ჩხაიძე

26 იანვარი 2022, 11:11

COVID19

ივანე ჩხაიძე: შეიძლება, 1 თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და პოპულაციური იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მრავალი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

ზურაბ აზარაშვილი

26 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია. ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, ბუნებრივია, საუბარი შეეხება ეპიდვითარებას ქვეყანაში და წამლების ფასს.

26 იანვარი 2022, 11:08

COVID19

სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე რეაგირების ახალი სისტემა დანერგეს

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი სისტემა დაინერგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ახალი სისტემის მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები PCR-ტესტებს აბარებენ, დანარჩენი პაციენტები კი ანტიგენ-ტესტებს. კარანტინის ხანგრძლივობა სრულად ვაქცინირებული პაციენტებისთვის 10-დან 7 დღემდე შემცირდა.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 9 487 თბილისში, 1 990 იმერეთში, 1 958 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

საქართველოში 999 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში 999 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 283 პირი იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 999 მძიმე პაციენტიდან თბილისში 409, აჭარაში - 132, იმერეთში - 269. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 283 პირიდან თბილისშია 154, აჭარაში - 51, იმერეთში - 25. 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 - თბილისში, 656 - აჭარაში. 93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

26 იანვარი 2022, 10:50

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 661 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42%-ია

25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42%-ია, ბოლო 14 დღის - 15.32%, ბოლო 7 დღის - 19.58%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:45

COVID19

COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და მოცვის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდებათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი წახალისების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 50 წელს ზემოთ ასაკის პირის პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარის, ხოლო ბუსტერდოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარის გაცემას. ამ მიზნით, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართა.

26 იანვარი 2022, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:38

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული საწარმოების წარმომადგენლებთან GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილა

შეხვედრას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე

26 იანვარი 2022, 10:37

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე: ორი წელია ამაზე გაუთავებლად მიმდინარეობს კამათი - უნდა მიხვდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი დაუსვან

„რომ შედის რის მაქნისია ამას არ ეუბნება ხალხს და რომ არ შედის კიდევ უფრო მეტად უკვირს მათ ამომრჩეველს. ვფიქრობ, ასეთ ფონზე უნდა მიხვდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი დაუსვან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.