Imedi /  12 მაისი 2019, 11:30 / სანდო წყარო

ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ეჭვობს რომ „რუსთავი 2“-ს მიზანმიმართულად აკოტრებენ

გიორგი ყავლაშვილი

გიორგი ყავლაშვილი

„რუსთავი 2“-ის 9%-ანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-დან წასული თანხებით ფინანსდება ტელეკომპანია „მესამე“, რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება არ ყოფილა. 

ადვოკატის თქმით, ეს არის გაუმართლებლად დიდი ხარჯები, რომელიც შეიძლებოდა, რომ საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას მოხმარებოდა. 

ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ ტელეკომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდება, რადგან საბიუჯეტო თანხები შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „მესამეს“ ბალანსზე მიედინებოდეს. ამის დასტურად კი ადვოკატმა არხის დირექტორის ნიკა გვარამიას ის კომენტარი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც „დაიხურება რუსთავი 2 და გაიხსნება ახალი არხი - ახალი სახეებით“. 

ადვოკატმა თქვა, რომ ვიდრე სასამართლოს მიმართავდნენ, ტელეკომპანიას ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემა სთხოვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო. „აქედან გამომდინარე, მივმართეთ სასამართლოს, რომლის საშუალებითაც ვითხოვთ ამ დოკუმენტაციის გადმოცემას. ნინო ნიჟარაძის ინტერესი არ ყოფილა ამ საქმის გასაჯაროება, ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ მიზანი „რუსთავი2“-ის დაქცევაა, რაც სინამდვილეში სიახლოვესაც არ არის რეალობასთან“, - თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ ნინო ნიჟარაძეს კვლავ სურს საკუთარი წილის გაყიდვა, თუმცა ჯერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 

6 მაისს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-ანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვიდრე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაშია, ვერცერთი საჯარო დაწესებულება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ნაბიჯს ვერ გადადგამს.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 12:21

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 26 338 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსის 2 295 654 შემთხვევა დადასტურდა, 1 612 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 39 895 ადამიანი კი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 778 704 პაციენტი.

ჟაირ ბოლსონარო

30 ნოემბერი 2020, 12:17

მსოფლიო

ჟაირ ბოლსონარო: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფალსიფიცირების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ მას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ფალსიფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია აქვს.

30 ნოემბერი 2020, 12:07

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან შეხვედრა დასრულდა

„არ იცით რატომ მოვედით? გვთხოვეს მოსვლა და ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

30 ნოემბერი 2020, 12:07

სამართალი

ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ მფლობელი და ზურაბ ჯაფარიძე იკითხებიან

ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ მფლობელი და ზურაბ ჯაფარიძე იკითხებიან ობიექტი ამ დროისთვის დაკეტილია. შენობასთან რჩებიან სამართალდამცველები და შესვლის საშუალებას არავის აძლევენ. კლუბის მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ აკრძალვის მიუხედავად საქმიანობა არ შეაჩერა. ფიტნესკლუბი ჯერ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, შემდეგ კი გამოძიება დაიწყეს. 29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბ "რეფორმერი" საცხოვრებელ სახლად იქირავა.

30 ნოემბერი 2020, 12:04

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 67 ფიზიკური პირი დააჯარიმა. გარდა ამისა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1177 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

30 ნოემბერი 2020, 11:55

ეკონომიკა

საქართველოდან 4,8 მილიონი აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 4,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

30 ნოემბერი 2020, 11:45

COVID19

„თერჯოლამედიში“ კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დორექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვალება გუშინ დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 45-დან 82 წლამდე იყო. ყველა პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

30 ნოემბერი 2020, 11:42

COVID19

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 9 946 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 9 946 ადამიანს დაუდასტურდა, 114 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 732 625 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12 327 პაციენტი ემსხვერპლა, 387 476 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 11:40

მსოფლიო

ლექსიკონმა Merriam-Webster წლის სიტყვად „პანდემია“ აირჩია

ლექსიკონმა კიდევ 11 სიტყვა დაასახელა, რომელსაც მის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად ეძებდნენ. მათ შორისაა: coronavirus (კორონავირუსი), defund (დაფინანსების შეკვეცა), Mamba (მამბა), Kraken (კრაკენი), quarantine (კარანტინი), antebellum (ომამდელი), asymptomatic (უსიმპტომო) და ა.შ.

დონალდ ტრამპი

30 ნოემბერი 2020, 11:38

მსოფლიო

მედია: ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადების გაკეთების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 11:31

ეკონომიკა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ფიტნესკლუბი „რეფორმერი“

30 ნოემბერი 2020, 11:29

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქში“, რის შედეგადაც მოხდა აღნიშნული ფიტნეს კლუბის დალუქვა.

30 ნოემბერი 2020, 11:17

თემა

როგორც იქნა, მივფრინავ! პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში რა უნდა ვიქონიო?

თუ 2020 წელს შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაინც მოახერხეთ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა და სამოგზაუროდაც მიდიხართ (ყველას ძალიან გვშურს!), პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებზე აუცილებლად იზრუნეთ. მისი შემადგენლობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: სად მიფრინავთ, რა სახის აქტივობებს გეგმავთ, აპირებთ თუ არა თქვენი შვილის წაყვანას და გაქვთ თუ არა ქრონიკული დაავადებები. იმისათვის, რომ არაფერი დაგრჩეთ ან თქვენს ჩემოდანში სრულიად უსარგებლო ნივთი არ აღმოჩნდეს, შეფუთვის დროს ჩვენი ჩამონათვალი შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

კლინიკის კორიდორი

30 ნოემბერი 2020, 11:12

COVID19

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სულ ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. კერძოდ, თბილისის საავადმყოფოებში - 2 798, აჭარაში - 991, იმერეთში - 1 240.

რეგიონი აჭარის მთავრობა

30 ნოემბერი 2020, 11:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო

მიზეზი სამართალდამცველების წინააღმდეგობა გახდა, რომლებმაც მათ მთავრობის სახლში შესვლის უფლება არ მისცეს. ოპოზიციის წარმომადგენლები თორნიკე რიჟვაძესთან აჭარის ერთ-ერთი მოქალაქის პრობლემის განხილვას აპირებდნენ.

30 ნოემბერი 2020, 11:04

COVID19

კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 622 გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

30 ნოემბერი 2020, 11:00

თემა

მოლდოვას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ვინ არის ოპოზიციონერი მაია სანდუ

15 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა მაია სანდუმ. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. სანდუმ დაამარცხა მოლდოვის ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მოიხსენიებდნენ. თავად მაია სანდუ კი პირიქით, პროდასავლურ კანდიდატად ითვლება.

დონალდ ტრამპი

30 ნოემბერი 2020, 10:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ექიმთან ვიზიტი Twitter-ზე გააზიარა და ბაიდენს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ექიმის ინფორმაციით, ბაიდენს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 2 104 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 383 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 857 ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების პი

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 10:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 216 ადამიანს დაუდასტურდა, 3 937 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.