უმრავლესობა და „გირჩი“ ფიქრობს რომ საიას შუალედური ანგარიში რეალობას არის აცდენილი
ფოტო: არქივი
სამების მშენებლობა 1995 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა, სამების მოხატვა კი 2016 წლიდან დღემდე გრძელდება. ტაძრის მოხატვა, ერთ-ერთი ფაქტია, რომელიც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დასკვნაში მოხვდა, როგორც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.
ანგარიში რომელიც 19 მაისის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს ეხება შუალედურია. საიას დასკვნაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ორი "ქართულ ოცნებას", ერთი კი "გირჩს" ეხება.
"ჩვენ ვსაუბრობთ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე. "ქართული ოცნების" მაგალითზე, როცა ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა ეკლესიის მოხატვაზე, სახლ-მუზეუმის მოწყობაზე. შესაძლოა ამან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მით უმეტეს ეს შუქდება სოცქსელებში, მედიაში. ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს აკრძალულია და არ შეიძლება, მაგრამ საარჩევნო პერიოდში მსგავსი ტიპის მოქმედებები ერთგვარი მესიჯია რომ ამომრჩეველი ნების ფორმირება მოხდეს", - ამბობს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე.
საიას ვარაუდის საფუძველი ის საუბარია, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შორის შედგა. 11 აპრილს გამართული აუდიენციის შესახებ ინფორმაცია მალევე საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ილია მეორემ და ბიძინა ივანიშვილმა ხალხის პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ასევე სამების საკათედრო ტაძრის მოხატვის პროცესზე ისაუბრეს.
სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაოებიც ,,ქართუ ბანკიდან” ფინანსდება და ამ საქმიანობაში "ქართუ ბანკი" თითქმის 20 წელია ჩართულია. 2000- 2007 წლებში ფონდმა ტაძრის მშენებლობისთვის ათობით მილიონი ლარი გაიღო. ტაძრის მოსახატად კი, რომელიც 2016 წელს დაიწყო - მილიონ ლარზე მეტი.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საკათედრო ტაძრის საკურთხევლის მოხატვის დასრულება იყო.
„გაზიფიცირებაც და წყლის საკითხიც დავუჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება. მე გავაკეთებ. პირველ რიგში, წყალი გავუკეთოთ სოფელს, გზა“- საიას ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზაც მოხვდა. ტელეფონით გადაღებული ეს ვიდეო საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 29 მარტს ხიბულაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სტუმრობას ასახავს.
სოფელში, ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. საიაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხიბულას მოსახლეობისთვის გაზის, წყლის და გზის დაპირება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა ხიბულა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელია და ხობში ამ ეტაპზე არც რიგგარეშე და არც შუალედური არჩევნები იმართება.
ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირება და ფარულობის პრინციპის დარღვევა - ეს საიას ანგარიშში მოყვანილი მესამე ფაქტია, რომელიც ახალ პოლიტიკური ცენტრ "გირჩს" ეხება.
ასევე დარღვევად მიიჩნიეს ის, რომ ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს სანაცვლოდ, რომელზეც მათი პოლიტიკური გაერთიანება იქნება შემოხაზული, ამომრჩეველს სარგებელს დაჰპირდა. თავად გირჩელები საიას დასკვნის არცერთ ნაწილს არ ეთანხმებიან და ანგარიშს არასერიოზულს უწოდებენ.
"ამ ორგანიზაციას აქვს გრანტი აღებული და რაღაცა უნდა დაწერონ და სასაცილოა. ფარულობის დარღვევა არ არის თუ გამოვედი და ჩემი ნებით ვთქვი ვის მივეცი ხმა, ამიტომ ნებისმიერი დაბალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნესაც უნდა ესმოდეს და ასეთ სისულელეებს ასეთი ორგანიზაცია არ უნდა წერდეს დასკვნაში", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
საიაში ამბობენ, რომ შესაძლო დარღვევის ფაქტები არ არის მასშტაბური და არ შეუძლია არსებითი გავლენის მოხდენა არჩევნებზე, რომელიც 19 მაისს გაიმართება.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 21:08
პოლიტიკა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა, თუმცა გადაწყვეტილებას თან ახლავს კონკრეტული გამონაკლისები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა, თუმცა გადაწყვეტილებას თან ახლავს კონკრეტული გამონაკლისები, რამაც ევროპულ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
24 სექტემბერი 2026, 21:05
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია
„ეს ე.წ. „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინი, რომელიც გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი! ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია! ნუ, კოლექტიურ ნაცებს სხვა რა უნდოდათ და დაიჯერეს და მლანძღავენ და მწყევლიან თურმე. არადა, ამ მავნებელმა რადიკალმა ფეიკი გაავრცელა და ამით თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს!” - წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ზე.
24 სექტემბერი 2026, 20:59
პოლიტიკა
3 ოქტომბერს ვანში, ახმეტაში, დმანისსა და წალკაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამომრჩევლები საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია.
24 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხმყოფელ მუსიკოსს მხარდაჭერას უცხადებს და გაუქმებულ კონცერტზე წუხს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი უცხოური ინსტიტუციების მხრიდან დაფინანსების სტანდარტებსა და რეაგირების ოპერატიულობაში განსხვავებულ მიდგომას ხედავს. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
24 სექტემბერი 2026, 20:49
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში - ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში, - განაცხადა მედიასთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
24 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
„პროტესტიდან - სექტამდე“ . „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციური პროტესტის ანალიზისთვის შერჩეული სიმბოლური თარიღი. პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ოპოზიცია იდეის გაკოტრებამდე მივიდა და მათი პროტესტი ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა.
24 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?!
ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები
ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 20:06
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.
24 სექტემბერი 2026, 19:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას: ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის. ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ქვეყანას ძალუძს შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავისი ენერგია მომავლისკენ მიმართოს
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, არსებითად შეამცირა სიღარიბე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მდგრადი განვითარების მხრივ.
24 სექტემბერი 2026, 19:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროში: საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება. სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით, სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში
დიდი პატივია მშვიდობის მშენებლობის კომისიის ამ მინისტერიალში მონაწილეობა და დისკუსიაში ჩართვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ეროვნული პასუხისმგებლობა და მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
24 სექტემბერი 2026, 19:50
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ - აღნიშნული შეეხება ვაჭრობის სფეროს გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას.
24 სექტემბერი 2026, 19:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვილაპარაკეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 19:17
მსოფლიო
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა უნდა შეინარჩუნონ არაკონფლიქტურობის ზღვარი და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა უნდა შეინარჩუნონ „არაკონფლიქტურობის ზღვარი“ და მშვიდობიანად ითანაცხოვრონ „იმ პლანეტაზე, რომელსაც ორივე ქვეყანა თავის სახლს უწოდებს“.
24 სექტემბერი 2026, 19:17
საზოგადოება
საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივი რეჟიმით ატარებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
24 სექტემბერი 2026, 19:08
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ილაპარაკებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული
სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
24 სექტემბერი 2026, 18:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის ტერიტორიაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 18:52
მსოფლიო
სი ძინპინი: როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მას და დონალდ ტრამპს „ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“ აქვთ და მათ შორის „პერსონალური ურთიერთგაგება“ ჩამოყალიბდა.
24 სექტემბერი 2026, 18:48
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც განათლების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.
24 სექტემბერი 2026, 18:42
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში აფხაზეთიდან დევნილ ფერმერ გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.


