imedi /  13 მაისი 2019, 08:09 / სანდო წყარო

დღეიდან მწვანე ავტობუსები N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ

ახალი, მწვანე ავტობუსები მგზავრებს დღეიდან მოემსახურება. პირველ ეტაპზე ის N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე 8 ავტობუსი განაწილდება, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება - 4 ავტობუსი.  

23 მაისიდან ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე 8, N55-ზე - 10, N71-ზე კი 9 ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს: N50 ვაზისუბნიდან, N55 - წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 - ვარკეთილიდან მოძრაობს. 

სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება: ავტობუსები გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის) ქუჩაზე, გაივლიან თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილზე „კონკასთან“ გაჩერდებიან. ამასთანავე, აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.  


თბილისისათვის ოთხმოცდაათივე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, „ევრო 6“ სტანდარტის ავტობუსები ასევე გადანაწილდება N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე. 

N85 მარშრუტი მოძრაობს წრიულად ვაკესა და საბურთალოზე. გაივლის: ჭავჭავაძის გამზირს, თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს, გმირთა მოედანს და ვარაზისხევის ქუჩით კვლავ ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. 

N95 - მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილის, გობრონიძის, ისაკიანის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ცოტნე დადიანისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებს, ზაარბრიუკენის მოედანს, საიდანაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე ასრულებს. 

N50 - მოძრაობს ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: პატარიძის, დავითაიას, პეტეფისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებს, მეტროსადგურ „ვარკეთილს“, ჯავახეთის ქუჩას, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირებს, ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ - თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ქუჩას. 

N55 - მოძრაობს წმ. ბარბარეს უბნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: წმ. ბარბარეს უბანს, გარდაბნის გზატკეცილს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას, გაბრიელ სალოსის გამზირს, გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, ხოლო შემდგომ თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას. 

N71 მოძრაობს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის:  თაყაიშვილის ქუჩას, ხომლელის ქუჩას, თრიალეთის ქუჩას, ჯავახეთის ქუჩას, კახეთის გზატკეცილს, საიდანაც მეტროსადგურ „ისანთან“ ჩაუხვევს, შემდგომ გაივლის ჰოლბრუკის (ყოფ. ნავთლუღის), გულუასა და და გორგასლის ქუჩებს, საიდანაც დაუკავშირდება ლესელიძის ქუჩას, აქედან კი თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას. 

N3 - მოძრაობს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ პაიჭაძის ქუჩამდე.  გაივლის: მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“, გობრონიძის, ანაპის 414-ე დივიზიის, შეშელიძის, ბელიაშვილის, ლუბლიანასა და პაიჭაძის ქუჩებს. 

N15 - მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან სადგურის მოედნამდე.  გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, რობაქიძის, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს და მოძრაობას სადგურის მოედანზე ასრულებს.

N33 - მოძრაობს გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. გაივლის: ხიზანიშვილის, ვასაძისა და ქერჩის ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, ერისთავის ქუჩას, წერეთლის გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის  ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩას.

N54 - მოძრაობს დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივ  კორპუსამდე. გაივლის: დემეტრე თავდადებულის, არჩილ მეფის, მეფე მირიანის, პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის ქუჩებს, ფარნავაზ მეფის გამზირს, ბალანჩინის, ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, გაგარინის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, სანდრო ეულის ქუჩას და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს. 

N79 - მოძრაობს მუხიანის მე-3 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“. გაივლის: დუმბაძის, ნონეშვილისა და გობრონიძის ქუჩებს და მოძრაობას მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ასრულებს. 

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.

28 აგვისტო 2026, 20:07

საზოგადოება

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.

28 აგვისტო 2026, 20:05

მსოფლიო

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა

„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.

ნატალია კვაჭანტირაძე

28 აგვისტო 2026, 19:16

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.