ირაკლი ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს: დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: IMEDI
"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა. "ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, მათ ასწორებს და წინ მიდის. მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ ჩვენ გვსურს ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ და გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე, და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ ხელშესახები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში.
მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია: "მათი თითოეული ლიდერის ნარატივი იყო ის რომ დაეძაბათ ჩვენი მოსახლეობა და ამომრჩეველი რამენაირად, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ".
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატებმა დამაჯერებელი შედეგებით გაიმარჯვეს, ხოლო მეორე ტურის დამკვიდრების პრაქტიკა ამ ხელისუფლების დამსახურებაა.
"მე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა რამდენიმე რეგიონის პოლიციის უფროსები იყვნენ ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მე მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ ხუთი ათასი მათი აქტივისტი ჩაყვანილი იყო ზუგდიდში, ანუ ადგილობრივი არ იყო. ამ შემთხვევაში მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალებით ზუგდიდში ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს მათი ხასიათიდან გამომდინარე გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ. მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენ ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.


