Imedi /  22 მაისი 2019, 17:32 / სანდო წყარო

ჯორჯიან მანგანეზი მაღაროელთა გაფიცვის გამო სასამართლოს მიმართავს

„ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცულ თანამშრომლებს მიმართავს. კომპანიის განცხადებით, „2019 წლის 15 მაისიდან დღემდე განვითარებული მოვლენებიდან იკვეთება, რომ ჯორჯიან მანგანეზის („კომპანია“) დასაქმებულთა ნაწილმა 2019 წლის 15 მაისს სამუშაო ადგილებზე გასვლასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა“. 

„5 მაისს სამუშაოზე გაუსვლელ დასაქმებულებს, მოგვიანებით, ეტაპობრივად შეუერთდნენ სხვა თანამშრომლებიც; დასაქმებულების მიერ სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმამ მიიღო კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის კოლექტიური დავის ფორმა, რომელსაც თან ახლავს დასაქმებულების გაფიცვა;

კანონით დადგენილია, რომ კოლექტიური დავა უნდა გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ან მედიაციის გზით;

კომპანიამ არაერთხელ სცადა და მოუწოდა  თანამშრომლებს პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებისკენ, თუმცა დასაქმებულებმა მოლაპარაკებებისათვის წარმომადგენლების გამოყოფაზეც კი უარი განაცხადეს;

დავის გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაინიშნა მედიაცია და გამოიგზავნა მედიატორი, თუმცა, დასაქმებულებმა ასევე უარი თქვეს მედიაციაში მონაწილეობასა თუ მედიატორთან თანამშრომლობაზე და არც მედიატორთან თანამშრომლობისათვის გამოყვეს წარმომადგენლები.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების საჭიროებასა და, ზოგადად, პროცესების კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოში წარმართვაზე დასაქმებულებს მუდმივად ესაუბრებოდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის-მედიატორი, დასაქმებულების მიერ არ მომხდარა არცერთი გაფრთხილების გათვალისწინება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოლაპარაკებებსა და მედიაციისათვის თავის არიდება გაფიცვის დროს არის უკანონო. წარმომადგენელთა არგამოყოფა განიხილება, როგორც მიზანმიმართული მოქმედება, რათა იმთავითვე არ მოხდეს დავის დარეგულირება მოლაპარაკებების ფორმატში.

თითოეული დასაქმებული, რომელიც არ ცხადდება სამსახურში, მიიჩნევა უკანონო გაფიცვაში მონაწილედ.

უკანონო გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არის კომპანიის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისა და დასაქმებულის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

ყოველივე ზემოთ მოცემულის გათვალისწინებით, კომპანია იწყებს სასამართლოსა და სამართალდამცავებისთვის მიმართვის პროცესს“, - აღნიშნულია მიმართვაში. 

თავად მაღაროელები კი მერიის წინ გაშლილ კარვებში მეექვსე დღეა, შიმშილობენ და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი და მოთხოვნები სამართლიანია და ვიდრე ხელფასები 50 %-ით არ გაიზრდება, სამუშაოს არ დაუბრუნდებიან.

ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. გაფიცულები ხელფასების 50%-იან ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესებას და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ.

ყველა სიახლე

ბრიჯიტ ფონდა 1997 და 2022 წლებში

27 იანვარი 2022, 13:24

ტაბლოიდი

1990-იანების ვარსკვლავი ბრიჯიტ ფონდა 2009 წლის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

მსახიობი ბრიჯიტ ფონდა პაპარაცებმა 2009 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირეს, - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 58 წლის ფონდა ლოს ანჯელესში, მეუღლესთან - დენი ელფმენთან და 17 წლის ვაჟთან - ოლივერთან ერთად იყო.

27 იანვარი 2022, 13:08

საზოგადოება

ხვალ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან

28 იანვარს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდებიან და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან.

კობი და ჯიანა ბრაიანტები

27 იანვარი 2022, 12:54

მსოფლიო

კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის დაღუპვის ადგილას ქანდაკება დადგეს

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და ქალიშვილის, ჯიანას ხსოვნის საპატივცემულოდ, იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს.

27 იანვარი 2022, 12:48

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

27 იანვარი 2022, 12:45

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა უგუნური ნაბიჯი იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმა უგუნური ნაბიჯი იქნება და ამ შემთხვევაში, თურქეთი იმოქმედებს ისე, როგორც ნატოს წევრმა უნდა იმოქმედოს.

27 იანვარი 2022, 12:22

მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევისა და ცუნამის შემდეგ, ტონგაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სახელმწიფო-არქიპელაგ ტონგას ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.

27 იანვარი 2022, 12:16

მსოფლიო

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს. უწყების ხელმძღვანელის, დენის მონასტირსკის განცხადებით, აქცენტი ფეთქებადსაშიშ ნივთებთან უსაფრთხო მოპყრობის საკითხზე გაკეთდება.

ჟოზეფ ბორელი

27 იანვარი 2022, 12:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: დიპლომატიური გზა უკრაინელ და ევროპელ ხალხს ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს

დიპლომატიური გზა უკრაინელ და ევროპელ ხალხს ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა.

27 იანვარი 2022, 11:59

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 203 136 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

27 იანვარი 2022, 11:59

ტაბლოიდი

ქალმა მეორადი ნივთების მაღაზიაში 7 დოლარად ნაყიდი სკამი 21 ათას დოლარად გაყიდა

„როდესაც სკამი სახლში მივიტანე, კარგად დავათვალიერე და ვიფიქრე, რომ ის ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. ელექტრონული ფოსტით მივწერე V&A მუზეუმს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. შემდეგ, მივმართე დიზაინის სპეციალისტ ჯონ ბლექს, რომელმაც მყისიერად მიპასუხა“, - ამბობს ქალი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.

27 იანვარი 2022, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 222 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2022, 11:44

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

27 იანვარი 2022, 11:42

რეგიონი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართება

29, 30 იანვარს 18:00 საათზე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა.

27 იანვარი 2022, 11:41

სპორტი

ციმბირში მარათონი -63.4-გრადუსიან ყინვაში ჩატარდა

ციმბირში, -63.4 გრადუსში, მარათონი ჩაატარეს. მოვლენა, სავარაუდოდ, გინესის რეკორდების წიგნში აისახება. ამ დრომდე, რეკორდულად მიიჩნევა 2001 წელს, ასევე ციმბირში ჩატარებული მარათონი, რომელიც -38-გრადუსიან ყინვაში გაიმართა.

27 იანვარი 2022, 11:32

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ჩხაიძე

27 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: მომართვიანობა არ მომატებულა - მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა

ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში, კლინიკიდან, დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ. ექიმის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.

27 იანვარი 2022, 11:08

რეგიონი

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარედ მანიშნებლები დაამაგრეს

სოფელ კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

ნინო ლომჯარია

27 იანვარი 2022, 10:59

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა.

27 იანვარი 2022, 10:56

რეგიონი

ზუგდიდში, ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 980 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 980 მძიმე პაციენტიდან თბილისში 426, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 274 პირიდან თბილისშია 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 235 - თბილისში, 652 - აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.