როგორ გამოიყურება თბილისში რეაბილიტირებული და გამწვანებული სკვერები. ფოტო
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში რეაბილიტირებული სკვერების ფოტოებს აქვეყნებს. თბილისის მერიის ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის თესვა დაიწყო. ამ დრომდე თბილისის მასშტაბით ბალახი დაითესა 25 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჯამში კი ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი.
ამ დრომდე, რულონური ბალახი დაიგო 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, წყნეთის გზატკეცილზე, ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ, კოსტავა-შარტავას ქუჩების მიმდებარედ არსებულ თარგებში და 9 აპრილის ბაღში.
მერიის ცნობით, დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო. დაირგო იტალიური ფიჭვები და უნაყოფო თუთა. გარდა ამისა, გმირთა მოედანზე, ესტაკადასთან არსებულ დეკორატიულ ქოთნებში სურო დაირგო. ამ ეტაპისთვის 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება გზაგამყოფი კუნძულების დემონტაჟი და მათი გამწვანებით ჩანაცვლება.
მერისი ინფორმაციით, დაიწყო და მიმდინარეობს გამწვანებულ თარგებში სარწყავი სისტემის დამონტაჟება. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, სააკაძის მოედანზე მდებარე თარგში, აგლაძის ქუჩისა და მარცხენა სანაპიროს კვეთაზე არსებულ თარგში, დუმბაძის ქუჩაზე, ბაგებში წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე თარგში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ თარგში.
რაც შეეხება სკვერების რეაბილიტაციას, მერიის ცნობით, დასრულდა გოძიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა; მიმდინარეობს გლდანის პარკის რეაბილიტაცია; რეაბილიტაცია უტარდება მრგვალ ბაღს; დაიწყო ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაობი. პარკის ტერიტორია 71313 კვადრატულ მეტრს შეადგენს; მიმდინარეობს წყნეთის ფერდის აღდგენა; ხორციელდება კუს ტბის ფერდობის აღდგენის სამუშაოები, სადაც ჯამში 7600 მწვანე ნარგავი დაირგვება.
ასევე თბილისის მერიის ინფორმაცით, დაიწყო კახეთის გზატკეცილის ორივე შუა გამყოფი ზოლისა და აეროპორტის მიმდებარედ, ,,ადამიანისა და მზის'' მონუმენტთან არსებული თარგების მოწყობა; გამწვანების ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავის შესყიდვა (ჯამში 9000-მდე ხე და 2636 ბუჩქი).
ფიტოსანიტარული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს წამლობა და ახალი მეთოდის დანერგვა, მავნებლის მართვის გეგმის შემუშავება, რომლის გამოყენება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. მერიის ცნობით, 2019 წლის ბოლომდე სულ 120 000 ხის წამლობაა გათვალისწინებული. ამ ეტაპისთვის შეთანხმებულია 350 დენდროგოლიური პროექტი, რაც ნიშნავს 350 ახალი მწვანე სივრცის გაჩენას ქალაქში.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 10:44
სამართალი
სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს
07 სექტემბერი 2026, 10:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმება გააფორმა როტშილდების მსოფლიო ფინანსურ საკონსულტაციო დინასტიასთან, რის შედეგადაც ამბიციური მიზანი დაისახა - კავკასიის ჩვენი პატარა ქვეყანა მთელი რეგიონის მთავარ საქმიან და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცეულიყო, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
07 სექტემბერი 2026, 10:33
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 10:10
მსოფლიო
Politico: კალასმა ევროპული თავდაცვის ახალი მაღალი დონის ჯგუფი გააუქმა, რაც მის ლიდერობას კიდევ ერთ დარტყმას აყენებს
გამოცემის ცნობით, კალასი კულისებს მიღმა მძაფრ წინააღმდეგობას უწევს ფრანგულ-გერმანულ გეგმებს ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გარდაქმნის შესახებ. „ქაღალდზე ეს გეგმები კალასის ოფიციალური როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, თუმცა მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ევროკომისიას საგარეო პოლიტიკაზე მეტი კონტროლი მისცეს“, - აღნიშნულია სტატიაში.
07 სექტემბერი 2026, 10:02
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს - „დიფ სთეითს“ იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს
არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს. უკვე არაერთი სოციოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ 2013 წელს შექმნილი ახალგაზრდა პარტია დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე დიდი რეიტინგის მქონეა, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
07 სექტემბერი 2026, 09:40
მსოფლიო
რომის პაპი: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას უკრაინასა და რუსეთს შორის
„ჩემი გული თანაუგრძნობს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, რომელიც უკვე მრავალი წელია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, ნგრევის შეჩერებისა და დიალოგისა და მშვიდობისთვის გულების გახსნისკენ. იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას“, - დაწერა რომის პაპმა.
07 სექტემბერი 2026, 09:30
მსოფლიო
მედია: ტრამპი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს
„მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ, რაც წარმომადგენლები მას მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ტრამპი ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ ზელენსკის ესაუბრება“, - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.
07 სექტემბერი 2026, 09:29
სპორტი
ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართა
ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ენდუროს დისციპლინაში სპორტის სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი ახალციხის მოტოკლუბი „ქასთელ რაიდერსი" იყო.
07 სექტემბერი 2026, 09:18
მსოფლიო
კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 25 ადამიანი
კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვანი. დაშავდა ათობით მოსწავლე. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
07 სექტემბერი 2026, 09:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი გრენლანდიაში ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი გრენლანდიაში ჩავიდა. ნუუკის აეროპორტში მას დანიისა და გრენლანდიის პრემიერმინისტრები დახვდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს მათთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. სავარაუდოდ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და გრენლანდიას შორის თანამშრომლობის დეკლარაციას.
07 სექტემბერი 2026, 09:14
მსოფლიო
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
07 სექტემბერი 2026, 09:13
მსოფლიო
მაიამიში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
მაიამის საერთაშორისო აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგად, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
07 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენი მტრები უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დაწყებული მისიის ბოლომდე მისაყვანად მზად არის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელმა მნიშვნელოვან მიზნებს უკვე მიაღწია, თუმცა მისიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
07 სექტემბერი 2026, 08:54
მსოფლიო
უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“
უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე შავი ფერის მაისურით მივიდა, რომელზედაც თეთრი ასოებით ეწერა „კიევის რეჟიმი.“ ამ ფაქტმა მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
07 სექტემბერი 2026, 08:43
მსოფლიო
სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა
ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
07 სექტემბერი 2026, 08:32
მსოფლიო
ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
საუბარი მხოლოდ ომის დასრულების პოტენციურ პირობებს არ ეხებოდა, ჩვენ უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხზეც ვისაუბრეთ, - განაცხადა კიევში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
07 სექტემბერი 2026, 08:20
მსოფლიო
საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა
საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა. „აეფდემ“ ამომრჩეველთა ხმების 43,8% მიიღო. მეორე ადგილზე ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია ხმათა 17,2%-ით, მესამე პოზიციას კი 9,3%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს მწვანეებმა, მემარცხენე პარტია „ლინკემ“ და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.“
07 სექტემბერი 2026, 08:10
რეგიონი
დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს
დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.
07 სექტემბერი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
07 სექტემბერი 2026, 00:45
სპორტი
მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის შერეული გუნდური ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


