imedi /  03 ივნისი 2019, 09:18 / სანდო წყარო

ნანა კოსტავამ საკრებულოდან წასვლა გადაიფიქრა

ნანა კოსტავა

ნანა კოსტავა

ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კოსტავამ "ქრონიკასთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.

გასულ კვირას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, -  ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა

ყველა სიახლე

გია ხუროშვილი

09 აპრილი 2020, 23:37

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული გია ხუროშვილი საკუთარ სიმპტომებსა და მკურნალობზე წერს

კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დღეს დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა. აღარ დავიწყებ სიმპტომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს, - ამის შესახებ საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი Facebook-ში წერს.

09 აპრილი 2020, 23:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 15 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსს 15 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ მოყვანილი მონაცემები. კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში აშშ-ში 15 774 ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, 430 000 ადამიანი კი კორონავირუსით დაინფიცირდა.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 23:26

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების” სამი დიდი პროექტი, რომლისთვისაც ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, ახლა სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა

„წლების განმავლობაში გვაკრიტიკებდნენ ოპონენტები - “რატომ აფინანსებთ ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და საყოველთაო ჯანდაცვას?!” “რა საჭიროა სოფლის მეურნეობაში ამდენი ტექნიკა და ამხელა დანახარჯები?!” “არასწორია ბიუჯეტიდან შიდა წარმოების მხარდაჭერა და პროექტების სუბსიდირება!” ახლა, როცა მთელი მსოფლიო ჯანდაცვის და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და ჩვენც ამხელა პრობლემის წინაშე დავდექით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა პანდემიას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, წარმოების რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში და რამდენად შეუძლია სოფლის მეურნეობას მოქალაქეები საკვები პროდუქტებით მოამარაგოს. დღეს უკვე ცხადია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ხედვა და პრიორიტეტები. ბევრი ხელშეშლის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე ვზრუნავდით“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თვითმფრინავი

09 აპრილი 2020, 23:21

COVID19

აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე მარიამ კალომლეწავი სამშობლოში გადმოასვენეს

როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადმოსვენების ჩვეული პროცედურა აღარ მოქმედებს. ამის მიუხედავად, საქართველოს გენერალური საკონსულოს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 23:20

COVID19

ირაკლი კობახიძე: ჩვენმა ოპონენტებმა კრიტიკული პუნქტების შემოტანა პირბადეების თემაშიც კი მოახერხეს

ჩვენ დღეს ვცხოვობთ საკმაოდ რთულ ვითარებაში, გვაქვს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა ეპიდემიის სახით და ბუნებრივია ყველა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო მიზნის გარეშემო, თუმცა გვაქვს სხვა გამოწვევებიც. ეს გამოწვევა არის ერთგვარი არაადეკვატური დამოკიდებულება იმ ვითარების მიმართ, რომელიც არის ჩამოყალიბებული- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

კახა კუჭავა

09 აპრილი 2020, 23:18

COVID19

კახა კუჭავა: ქველმოქმედების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უმსგავსო საქციელია

ბიძინა ივანიშვილმა გადადგა მართლა უპრეცედენტო ნაბიჯი და 100 მილიონი ლარი გადარიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში. თანხა ანგარიშზე დაჯდა, რაც დადასტურებულია და ასეთი საკითხების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იმ ყველაზე რთულ დროს, რომელშიც საქართველო და მთლიანად მსოფლიოა, ნამდვილად უმსგავსო საქციელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხდა.

09 აპრილი 2020, 23:04

COVID19

მიხეილ ყაველაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ყველაზე მეტად გამოჩნდა მთავრობის და „ქართული ოცნების“ ქმედებაში დღევანდელ კრიზისთან და გამოწვევასთან ბრძოლაში

„მნიშვნელოვანია დღევანდელი ფაქტიც, როდესაც 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მისი ეს ინვესტიცია ყველაზე მეტად გამოჩნდა მთავრობის და „ქართული ოცნების“ ქმედებაში დღევანდელ კრიზისთან და გამოწვევასთან ბრძოლაში. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, თორემ ინვესტიციებს მანამდეც ბევრს ახორციელებდა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.​

ამირან გამყრელიძე

09 აპრილი 2020, 22:48

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება და ის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია

„ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები, მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც, შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

09 აპრილი 2020, 22:35

COVID19

საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად გამოაქვეყნებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად გამოაქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს ორი მიმართულებით. „პირველი – სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მეორე – მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.“

პაატა იმნაძე

09 აპრილი 2020, 22:35

COVID19

პაატა იმნაძე: შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია

პაატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა ქართული წარმოების პირაბდეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკაზე. „ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა. წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ბორის ჯონსონი

09 აპრილი 2020, 22:27

COVID19

ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

09 აპრილი 2020, 22:12

COVID19

სტამბოლში კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევით სამშობლოში დააბრუნებენ

საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სტამბოლში კორონავიურუსი დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, დღეს სამშობლოში ბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, მოქალაქის სტამბოლიდან გამომგზავრება რეანომობილით მოხდება და საქართველოში ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

სერგეი სობიანინი

09 აპრილი 2020, 21:56

COVID19

მოსკოვის მერმა კორონავირუსის გამო სასაფლაოების მონახულება დროებით აკრძალა

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდის განმავლობაში სასაფლაოების მონახულება დროებით აკრძალა.

ჯარი

09 აპრილი 2020, 21:54

COVID19

უსიმპტომო ადამიანების ტესტირებაში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვებიან

„თავდაცვის ძალები აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, ისინი რეალურად, როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის ექიმები და სასწრაფოს ექიმები, წინა ხაზზე არიან და მათი ჩართვა კვლევის პროცესში სრულიად ლოგიკურა. ვფიქრობ, კითხვას უნდა ბადებდეს ის, თუ რატომ ვზრუნავთ ჩვენ მათზე ისე, როგორც ჩვენს ექიმებზე“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

09 აპრილი 2020, 21:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 722 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 408 მოქალაქე რჩება. საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 21:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე სასულიერო პირების ტესტირებაზე: გარკვეულწილად ეს დაწესებულებებიც მოწყვლად ჯგუფებად ითვლება

საქართველოში ძალიან კარგი პრაქტიკა გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის და სწორედ მაშინ, როდესაც ამ პროგრამას ვახორციელებდით და ის ძალიან წარმატებით შესრულდა, იქ შეტანილი იყო სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარკვეულწილად სასულიერო პირები და მონასტრებიც ითვლება მოწყვლად ჯგუფებად და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით იქნა ალგორითმში ამ პირების კვლევაც.

ეკატერინე ტიკარაძე

09 აპრილი 2020, 21:39

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, როდის ჩაუტარდებათ ტესტირება უსიმპტომო ადამიანებს

უსიმპტომო ადამიანებს ტესტირება ჩაუტარდებათ ეპიდემიოლოგებისა და პირველ რიგში ჯანდაცვის რგოლის მხრიდან მიტანილი ეჭვის საფუძველზე. ეს იქნება ძირითადად იქნება მათ ანამნეზის დეტალური შეკრების შემდეგ მიღებული გადაწვეტილება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუ ჯანდაცვის წარმომადგენლები ჩათვლიან, რომ მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, ეს აუცილებლად ასე მოხდება.

მაიკ პენსი

09 აპრილი 2020, 21:30

COVID19

მაიკ პენსის აპარატი ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს CNN-ის ეთერში გამოსვლას უზღუდავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის აპარატი ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს ტელეკომპანია CNN-ის ეთერში გამოსვლასა და კორონავირუსის თემაზე საუბარს უზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ტელეკომპანიაში აღნიშნავენ, ვიცე-პრეზიდენტის აპარატი მოითხოვს, რომ ტელეკომპანიამ კორონავირუსის საკითხზე თეთრ სახლში გამართული ყოველდღიური ბრიფინგები სრულად გააშუქოს.

არჩილ თალაკვაძე

09 აპრილი 2020, 21:12

COVID19

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შევძელით ვირუსის შეკავება და შემდეგი სცენარისთვისაც მზად ვართ

ჩვენ შევძელით ვირუსის შეკავება და რა თქმა უნდა შემდეგი სცენარისთვისაც მზად ვართ. ეს შევძელით იმიტომ, რომ ამის წინა პირობები არსებობდა, გუნდი იყო სწორად აწყობილი, იყო სწორი აქცენტები გაკეთებული. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ , ბიძინა ივანიშვილმა გუნდის მშენებლობა დაიწყო, სწორად გათვალა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს აუცილებლად დასჭირდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ მიქელაძე

09 აპრილი 2020, 21:11

COVID19

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, რომლის მედპერსონალის ნაწილიც თვითიზოლაციაშია, შესაძლოა, ორშაბათს გაიხსნას

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია, ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება.