imedi /  04 ივნისი 2019, 13:05 / სანდო წყარო

სერგი კაპანაძე: კალანდიას დაკავება საგამოძიებო კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე

მიხეილ კალანდიას დაკავება იყო ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შარშან გამოსცა- ამის შესახებ სერგი კაპანაძემ განაცხადა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ამდენის ხნის განმავლობაში შს სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული.

„ჩვენ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე იმ მასალების ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, გამოვეცით რეკომენდაცია, რომ მას ბრალი უნდა წაყენებოდა. დღეს ეს მოხდა და იმედი მაქვს, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და მართლმსაჯულება შედგება. იმისთვის რომ ამ საქმეში სამართლიანობა ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი რეკომენდაციებიც რომელიც კომისიამ გასცა, იყოს შესრულებული. განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ შს სამინისტროსა და პროკურატურაში და რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს თავის დროზე. ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა საქმის ძიება, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში“,- განაცხადა კაპანაძემ.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

04 აპრილი 2020, 16:24

საზოგადოება

დიდუბის რაიონის გამგეობამ 7 ამხანაგობაში მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია დაასრულა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების კაპიტალური რეაბილიტაცია 7 ამხანაგობაში დაასრულა.

04 აპრილი 2020, 16:16

COVID19

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრება

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წლებია ეკლესიაში მსახურობს და შესაბამისად, ყველა წესის დაცვით დაესწრება ლიტურგიას.

სხდომა შტაბი გორი

04 აპრილი 2020, 15:53

COVID19

აგრარული ბაზრები შიდა ქართლშიც დაიხურა

შეხვედრაზე შტაბის წევრებმა შიდა ქართლის მასშტაბით არსებული 6 აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. სავაჭრო ობიექტების დაკეტვა მიზნად ისახავს კორონავირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებას. შტაბის სხდომას ვაიდეოკონფერენციის საშუალებით პრემიერ-მინისტრი ჩაერთო, რა დროსაც გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება განიხილა.

კვენტინ ტარანტინო

04 აპრილი 2020, 15:45

კულტურა

კვენტინ ტარანტინო ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ მიხედვით წიგნის დაწერას გეგმავს

„ადრე საკუთარ სცენარებზე დაყრდნობით რომანების წერაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ახლა ეს კარგ იდეად მიმაჩნია. ამაზე ბევრს ვფიქრობ. ალბათ „ერთხელ ჰოლივუდშის“ წიგნად გადავაკეთებ“, - თქვა რეჟისორმა.

აგრარული ბაზარი

04 აპრილი 2020, 15:43

COVID19

ბათუმში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა

ბათუმში ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. როგორც ქალაქის მერიაში განაცხადეს, ბაზარში იყო ხალხმრავლობა, ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა და სწორედ ამიტომ მიიღეს დახურვის გადაწყვეტილება.

არჩილ ჯაფარიძე

04 აპრილი 2020, 15:33

COVID19

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი მომდევნო 3 თვის ხელფასის მესამედს StopCov ფონდში გადარიცხავს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს StopCov ფონდში გადარიცხავს.

Georgian Airways

04 აპრილი 2020, 15:21

COVID19

დღეს თბილისში ლონდონიდან საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები: 7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილი - თბილისი- ლარნაკა -თბილისი, 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი- ამსტერდამი-თბილისი. რეისები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით განხორციელდება და ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

04 აპრილი 2020, 15:20

COVID19

მეორე მსოფლიო ომის 104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მეორე მსოფლიო ომის 104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. ბილ ლეპშისს ვირუსის სიმპტომები 5 მარტს გამოუვლინდამ, რის შემდეგაც ის იზოლირებული იყო თავის ოთახში. 11 მარტს ჩატარებულმა ტესტირებამ მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინა. მისი ექიმების განცხადებით, მას კორონავირუსი მსუბუქი ფორმა ჰქონდა და რესპირატორული სიმპტომები არ განუვითარდა.

ბუნდესლიგა

04 აპრილი 2020, 15:20

COVID19

კორონავირუსის გამო გერმანული ბუნდესლიგის ოთხი კლუბი გაკოტრების პირასაა

კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის 4 კლუბი გაკოტრების პირას იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Kicker-ი ავრცელებს. მისი ცნობით, კლუბები გაკოტრების შესახებ მაისში ან ივნისში გამოაცხადებენ, თუ მანამდე ბუნდესლიგის ჩემპიონატი არ განახლდება.

სერ კირ სტარმერი

04 აპრილი 2020, 15:15

მსოფლიო

ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერად კირ სტარმერი აირჩიეს

შიდაპარტიულ არჩევნებში 57 წლის პოლიტიკოსმა რებეკა ლონგ-ბეილი და ლისა ნენდი დაამარცხა. მან პარტიის 50%-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა პირველივე რაუნდში მოიპოვა.

პოლიცია

04 აპრილი 2020, 15:03

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

ახალშობილი

04 აპრილი 2020, 15:00

COVID19

8 წლის განმავლობაში უშვილო ოჯახს შვილი კარანტინის რეჟიმში გაუჩნდა

ორსულ ქალს საგანგებო ვითარების გამოცხადების პერიოდში ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, რის გამოც იგი სამშობიარო სახლ „ჰერაში“ გადაიყვანეს. დღენაკლულ ჩვილს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა დედაზე მეტხანს მოუწია.

ალექსანდრე მოწერელია

04 აპრილი 2020, 14:43

COVID19

თბილისში კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდას, რომელიც მანამდე სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

გამთენიისას ფოთის სამედიცინო ცენტრში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, ერთ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა, „ქრონიკის“ ინფორმაციით, არც ერთ მათგანს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ორივე პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება და დღის ბოლომდე მათ კორონავირუსზე გამოიკვლევენ.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა

„ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:03

COVID19

პრემიერი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მედიცინის შეკრული რესპუბლიკური ცენტრი იქნება

„აქ უკვე არის ინფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს. ქობულეთში არის კიდევ ერთი კლინიკა. რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის-10 დღის განმავლობაშ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ, ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი მედიცინის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 14:02

COVID19

გიორგი გახარია: დღეს ქვეყანაში არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის მარაგების შესახებ კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

04 აპრილი 2020, 13:56

COVID19

კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და საკრებულოების თანამშრომლები ხელფასის მესამედს StopCov ფონდში გადარიცხავენ

მისი განმარტებით, რეგიონში ყველა საჯარო მოხელე მზად არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ვირუსის გამო დაზარალებულ ადამიანებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს.

გიორგი გახარია ბათუმის პორტი

04 აპრილი 2020, 13:56

COVID19

პრემიერი ბათუმის პორტში დახვდა გემებს, რომლებითაც ქვეყანაში 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა

ბათუმის პორტში შემოდის ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვებ პროდუქტით ხოლო მეორე, რომელიც 23 000 კგ საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული. გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა.

გიორგი გახარია

04 აპრილი 2020, 13:51

COVID19

პრემიერი ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნებზე პრემიების შესაძლო გაცემაზე: ეს თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებელია

მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ, და არა პრემიები აიღონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების მიერ პრემიების შესაძლო აღების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

04 აპრილი 2020, 13:48

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო აღჭურვილობის მარაგი ყოველდღიურად ივსება

„ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 2 კვირის მარაგი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში სახელმწიფო მუშაობს მარაგების შევსებაზე და აქედან გამომდინარე, ის პრიორიტეტი, რომ ექიმები უნდა იყვნენ სრულიად დაცულები, ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ყოველკვირეულად და ყოველდღიურად გვაქვს ახალი ხელშეკრულებები, ახალი კონტრაქტები და, შესაბამისად, მარაგებიც ყოველდღიურად ივსება“, - განაცხადა მინისტრმა.