ახმეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
ახმეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. სხდომათა დარბაზში ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა მივიდა და ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო მაგისტრალზე გაწმენდითი სამუშაოების დროულად დაწყება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა მოსახლეობას ვითარებაში გარკვევისთვის დრო სთხოვა და სხდომა გადადო. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი ყეინიშვილმა შეკრებილ მოქალაქეებს თუშეთის გზასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
თუშები უკვე რამდენიმე საათია ახმეტის საკრებულოს შენობაში იმყოფებიან. ისინი სხდომათა დარბაზის დატოვას არ აპირებენ მანამდე, სანამ მათ კითხვებზე კონკრეტული პასუხს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ მიიღებენ.
მისი განცხადებით, 56-ე კილომეტრზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები სპეციალისტებთან ერთად იმყოფებიან და გადაწყდა, რომ ადგილზე ვითარების შესწავლის შემდეგ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მივლენ და დაგეგმილ სამომავლო სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივებს გააცნობენ ვითარებას.
უხვი ნალექის და მთაში თოვლის დნობის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ბუნებრივად დაგუბებული ტბა ისეც ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ახლა სპეციალისტები რამდენიმე პროექტზე მუშაობენ, რომლის მიხედვით დატბორილი მონაკვეთიდან წყლის მასის დაცლა უნდა მოხდეს.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ.
21 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: მელიორაცია დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გვაქვს მასშტაბური გეგმები და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან, რათა განხორციელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, გიგლა თამაზაშვილს და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
21 ივლისი 2026, 17:16
მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის ომბუდსმენი მობილიზაციის პროცესში კორუფციაზე საუბრობს
უკრაინის პარლამენტის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ფრონტზე ჯარისკაცების მობილიზაციის პროცესში მასშტაბური კორუფციაა. მისი თქმით, ომში ღარიბები მიდიან, ხოლო, ვისაც ფული აქვს, ფრონტზე გაწვევას თავს კორუფციული სქემების საშუალებით არიდებს.
21 ივლისი 2026, 17:12
მსოფლიო
დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა
დასავლეთ ევროპაში რეკორდულად ცხელი ივნისის თვე იყო. ევროკომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია. მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში ტემპერატურა ივნისში საშუალო მაჩვენებელს 9 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.
21 ივლისი 2026, 17:12
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რათა სამგზავრო გადაზიდვების პარალელურად სატვირთო გადაზიდვებიც გაიზარდოს და განვითარდეს.
21 ივლისი 2026, 17:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონიმ ბოლონიაში პოლიციის მიერ დაკავებისას მაროკოელი ბიზნესმენის დაღუპვის გამოძიება მოითხოვა და პოლიციის საწინააღმდეგო პროტესტზე ძალადობა დაგმო
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალური გულდასმით დადგინდეს. სიმართლე უნდა გაირკვეს, ყოველგვარი მიკერძოებისა და დანდობის გარეშე. ისინი კი, ვინც გადაწყვიტა ეს ინციდენტი ქალაქის დარბევის, სამართალდამცველებზე თავდასხმისა და ძალადობის გავრცელების საბაბად გამოეყენებინა... სიმართლეს კი არა, კონფლიქტს ეძებდნენ“, - მიიჩნევს მელონი.
21 ივლისი 2026, 16:58
მსოფლიო
წყალდიდობას ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა
ავღანეთის ნურისტანის პროვინციაში ძლიერი წყალდიდობის დროს 20 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 100 ადამიანი. წყალდიდობამ ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები და ხიდები.
21 ივლისი 2026, 16:51
ეკონომიკა
ნათია თურნავა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 16:30
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის გ.მ. წარმოება „თბილისური“ (მისამართი: სერგი ჯიქიას ქუჩა N28).
21 ივლისი 2026, 16:14
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.
21 ივლისი 2026, 16:07
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%, ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
21 ივლისი 2026, 16:00
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: China Eastern Airlines-ის პირველი სამი რეისი 95% დატვირთულობით შესრულდა, რაც ახალ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი მზარდია და საქართველოს მიმართულებით მაღალი ინტერესით გამოირჩევა. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა, რომელიც თბილისსა და შანხაის შორის ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს.
21 ივლისი 2026, 15:44
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 15:35
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. იმედი მაქვს, ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთობების პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა
პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
21 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ
„წელს პირველად დაემატა დოქტორანტების სტიპენდიის კომპონენტი. აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
21 ივლისი 2026, 15:03
ტექნოლოგიები
რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს
Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.
21 ივლისი 2026, 14:49
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების“' ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
,,ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.
21 ივლისი 2026, 14:46
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 14:25
მსოფლიო
ირანის იერიშების შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ესკალაციის შედეგად 100-მდე ამერიკელი სამხედროა დაშავებული. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 14:23
მსოფლიო
Telegraph: ბრიტანეთი და გერმანია თავდაცვითი თანამშრომლობის „ოქროს ეპოქაში“ შეაბიჯებენ
გამოცემის ინფორმაციით, გერმანია და გაერთიანებული სამეფო იმედოვნებენ, რომ 2034 წლისთვის ექნებათ მაღალი სიზუსტის რაკეტა, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ვლადიმერ პუტინის სამხედრო მარაგების განადგურებას შეძლებენ.


