Washington Post: ქართველი ლიდერი ნატოს მომავალს ხედავს, რუსეთის მიმართ კი ხისტ ხაზს ეძებს
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთთან დაკავშირებით მეტი გააკეთონ, მან ასევე აღნიშნა „ძალიან მძიმე ზეწოლა,“ რომელსაც რუსეთი მისი ერის წინააღმდეგ იყენებს, რადგან ქვეყანა ევროპასთან ინტეგრაციის „ბუნებრივ გზას“ მიჰყვება. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.
როგორც გაზეთი წერს, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დეკემბერში პირველი ქალი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ორშაბათს, ინტერვიუს დროს, დაჟინებით განაცხადა ჟენევაში, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდება.
„მე არ მაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც იქ მიგვიყვანს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა - ფრანგმა დიპლომატმა, რომელიც საფრანგეთში, ქართულ ოჯახში, დაიბადა. „თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი გზა ნატოსკენ წარმატებით დასრულდება, რაც ძალიან ნათელია - ასევე, იქნება ევროკავშირში - შესაძლოა სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ პარალელურად.
ზურაბიშვილი, ასევე ელის, რომ საქართველო დაიბრუნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, პროვინციებს, რომლებზეც კონტროლი საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. რუსეთი ორივე რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს და ორივე მათგანში სამხედროები ჰყავს განთავსებული.
ზურაბიშვილი მათ „ოკუპირებულ ტერიტორიებს“ ეძახის.
რუსეთი ამტკიცებს, რომ მან საქართველოში ჯარი მას შემდეგ გაგზავნა, რაც საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა.
„თანდათან, ვფიქრობ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აცნობიერებს იმას, რომ პერსპექტივა არ არის ჩრდილოეთით (რუსეთთან),“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
67 წლის ზურაბიშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეზე ჟენევაში იმყოფებოდა, რომელიც ორშაბათს გაიხსნა. რუსეთის პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი, ასევე იყო ქვეყნების იმ უმაღლეს თანამდებობის პირთა შორის, რომელიც ღონისძიებას ესწრებიან.
რადგან საქართველომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - მედვედევის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის დროს - ქართველების მოკავშირეებს დასავლეთით მოეთხოვებათ რუსეთთან საქართველოს ხანგრძლივი ტერიტრორიული პრობლემის საკითხის დაყენება.
„მათ საქართველოს თაობაზე მეტი უნდა ისაუბრონ პირდაპირი შეხვედრების დროს. ეს თემა უნდა იყოს დღის წესრიგში რუსეთთან ყოველი შეხვედრის დროს“, - განაცხადა მან.
ყველა სიახლე
09 აგვისტო 2026, 17:21
მსოფლიო
რომის პაპი: ომი მხოლოდ მეტ ომსა და უზარმაზარ ტანჯვას იწვევს. დროა, შეჩერდეს ძალადობა. დროა, გამოვყოთ სივრცე დიალოგისთვის, რათა მშვიდობისკენ გზა გაიხსნას
„ტრაგიკული ინციდენტები მრავლდება, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მუდმივად მზარდ რაოდენობას იწვევს. კვლავ გულწრფელად მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შეწყდეს თავდასხმები მშვიდობიან სამიზნეებზე“, - განაცხადა პაპმა.
09 აგვისტო 2026, 17:19
საზოგადოება
თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. გაზრდილი ნაკადების პარალელურად, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით, გზის ცალკეული მონაკვეთები გაფართოვდა, რაც როგორც აღინიშნა, გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს ხდის.
09 აგვისტო 2026, 17:13
მსოფლიო
ირანულ მედიაში მოჯთაბა ხამენეის პირველი ვიდეოკადრები გავრცელდა
ირანულმა მედიამ ქვეყნის სულიერი ლიდერის მოჯთაბა ხამენეის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები გაავრცელა, კადრებში აიათოლა სტუდენტებს შორის ზის და, სავარაუდოდ, რელიგიის გაკვეთილს ატარებს. როდისაა ვიდეო გადაღებული, ირანული სააგენტო არ აკონკრეტებს.
09 აგვისტო 2026, 17:07
მსოფლიო
აბას არაღჩი: ამ მომენტში ჩვენ არ ვაწარმოებთ არანაირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ შეწყდება უკვე მიღწეული შეთანხმების დარღვევა, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
09 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
ფილიპინებზე ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა, ჩინეთში კი ევაკუაცია გამოცხადდა
ფილიპინებსა და ჩინეთს ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. განსაკუთრებით დაზარალდა ფილიპინები. ტაიფუნმა იქ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ეპიცენტრში 8 რეგიონი მოექცა, სადაც, საერთო ჯამში, 380 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი დაშავდა.
09 აგვისტო 2026, 16:32
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა წყევლიან კრემლს, გამოჩნდნენ ზუსტად მაშინ და თქვეს ზუსტად ის, რაც დაწყებული ქართულ-აფხაზური პროცესის ისევ კრემლისთვის ხელსაყრელ ისტორიულ ჩიხში დაბრუნებას უწყობს ხელს. არის თუ არა ეს კლასიკური სამშობლოს ღალატი?
პარტია „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ბარამიძის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. ანალიტიკოსი წერს, რომ ახლახან თურქეთში სოხუმის დე ფაქტო „სრულუფლებიანი წარმომადგენელი“ დაადანაშაულეს თურქეთის მიერ აფხაზური პასპორტების აღიარების შეფერხებაში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამავე ადამიანს ადანაშაულებენ ქართულ მხარესთან ქართული საქონლის დაშვების საკითხზე კონტაქტებში მონაწილეობაში.
09 აგვისტო 2026, 16:15
სამართალი
პროკურატურამ ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
09 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
ჰანტერ ბაიდენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
„კიბო გავრცელდა, მეტასტაზები ძვლებსა და სხვა ქსოვილებშიც არის. ეს ძალიან მტკივნეულია და მრავალი ასპექტით ძალიან დამღლელი. თუმცა მამა კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს“, - განაცხადა უმცროსმა ბაიდენმა.
09 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
იაპონიაში გადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია
მიწის მასამ დასახლებულ პუნქტში გზები ჩახერგა. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.
09 აგვისტო 2026, 14:24
მსოფლიო
ინდონეზიის ეროვნულ ტყე-პარკში ხანძარს ებრძვიან
ტყის ხანძარს ებრძვიან ინდონეზიაშიც. ცეცხლი იავას კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ბრომოს ეროვნულ ტყე-პარკში მძვინვარებს. ტერიტორიამდე მისასვლელი გზა უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. სამაშველო ოპერაცია სპეციალური ავიაციის გამოყენებით ტარდება. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
09 აგვისტო 2026, 14:23
სამართალი
პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.
09 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებს“ - იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
„კაცობრიობა და ბირთვული იარაღი ერთად ვერ იარსებებენ“ - ეს განცხადება იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა 1945 წლის ტრაგიკული მოვლენების 81 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა და მსოფლიოს ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
09 აგვისტო 2026, 14:14
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა
„ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული პროგრამა, ასევე მათი შეიარაღებული ძალები და რადიკალურად შევამცირეთ ანტისემიტური სამხედრო შესაძლებლობები. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობაა. თუ ირანი არ დათანხმდება, ჩვენ განვაგრძობთ ზეწოლას“, - განაცხადა ვენსმა.
09 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: 2008 წლის ომის შემდეგაც და 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიციის წევრები დადგნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მხარეს. ორივე შემთხვევაში მათ უღალატეს სახელმწიფო ინტერესებს
[2008 წლის აგვისტოს ომის] დასრულებიდან მალევე მათ დაუჭირეს მხარი PACE-ს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს ომის დაწყება ქართველ სამხედროებს და საქართველოს სახელმწიფოს
09 აგვისტო 2026, 14:06
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს ბიორგ სანდკერს შეხვდა.
09 აგვისტო 2026, 13:03
მსოფლიო
WELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის
„საინტერესოა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს“, - აღნიშნავს გამოცემა APA.
09 აგვისტო 2026, 13:01
ტექნოლოგიები
SpaceX-ის რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად, მთვარეზე ახალი კრატერი გაჩნდა
ეს საფეხური რაკეტა Falcon 9-ს ეკუთვნოდა, რომელიც აშშ-ში ბაზირებულმა SpaceX-მა 2025 წლის იანვარში ამერიკული და იაპონური კომპანიების ორი კომერციული მთვარის ხომალდის გასაშვებად გამოიყენა. მისიის დასრულების შემდეგ, საფეხური კოსმოსში დარჩა, სანამ 5 აგვისტოს დიდი სიჩქარით მთვარეს არ შეეჯახა. SpaceX-ში განმარტეს, რომ შეჯახება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.
09 აგვისტო 2026, 12:11
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებს ეწვია და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.
09 აგვისტო 2026, 12:09
მსოფლიო
საქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს
საქსონიაში 10 ათასმა ადამიანმა გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ფრიდრიხ მერცის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაახლოებით 65 000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქ პლაუენში მოძრაობის „ერთობა გერმანიისთვის/პროექტი მილიონი“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები გერმანიის მთავრობას „კარტელს“ უწოდებდნენ, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების შემცირებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით 29-ევროიანი სამგზავრო აბონემენტის შემოღებასა და „ყველა მსჯავრდებულის, დამნაშავისა და არალეგალი მიგრანტის“ დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვდნენ.
09 აგვისტო 2026, 11:53
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
ღამით რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაიწვა ავტომობილები.


