კარასინი: საქართველო გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის პლაცდარმად არ უნდა გადაიქცეს
გრიგორი კარასინი
ფოტო: ქეთევან ქარდავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია. ამის შესახებ „ქრონიკას“ რუსმა დიპლომატმა ქართველ კოლეგასთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე, პრაღაში განუცხადა.
მისი თქმით, ერთია, რას ამბობენ ნატოში, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის პლაცდარმად არ გადაიქცეს.
რუსი დიპლომატის განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია, ამის თავიდან აცილება მოხდეს; ეს სიტყვათა შეთანხმება ხშირად ისმის, მაგრამ გასაგები უნდა იყოს ამის მძიმე ემოციური და ნეგატიური ფონი; ეს თავისებური წითელი ხაზია“.
„რაც უფრო ვაღრმავებთ საქართველო და რუსეთი სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში კავშირებს, მით უფრო მეტად ვხედავთ ჩვენი ამერიკელი კოლეგების, ნატოს ხელმძღვანელობის აქტიურობას.
ისინი გეგმავენ და ატარებენ საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბურ წვრთნებს. ეს წვრთნები ტარდება იმისათვის, რომ დაჩქარდეს თქვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. მიმდინარეობს აქტიური მზადება საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად. კეთდება უამრავი განცხადება ნატოდან, საქართველოს შესახებ სხვადასხვა ქვეყნები კანონებსაც იღებენ.
ერთია, თუ რას ამბობენ ნატოში, რას მიიჩნევენ ნატოში, რას აცხადებენ ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გეოპოლიტიკური წინააღმდეგობის პლაცდარმად არ გადაიქცეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, ამის თავიდან აცილება მოხდეს. ეს სიტყვათა შეთანხმება ხშირად ისმის, მაგრამ გასაგები უნდა იყოს ამის მძიმე ემოციური და ნეგატიური ფონი. ეს თავისებური წითელი ხაზია. პრაღაში ამაზე არ ვისაუბრებთ. მე ამ პრობლემაზე ვმუშაობ და ემოციებს გადმოგცემთ. დღეს ვისაუბრებთ პრაქტიკულ საკითხებზე. ვიმსჯელებთ სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე.
შევაჯამებთ 2019 წლის პირველ ნაწილს. გვაქვს კონკრეტული მონაცემები. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ იზრდება ქართული პროდუქციის წილი რუსულ ბაზარზე.
იზრდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა. ძალიან ბევრი რუსი ტურისტი მოგზაურობს საქართველოში. გასულ წელს იყო მილიონ ნახევარი რუსი ტურისტი საქართველოში და ამ წლის მონაცემები შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. გვაქვს კულტურული კონტაქტები.
ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით გასული წლების ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხიდან გამოგვეყვანა. შევძელით დაგვეძლია ერთმანეთის ემოციური აუტანლობა. ეს უკვე უკან დავტოვეთ და ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ წავიდეთ წინ და გადავჭრათ სხვა ამოცანები“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების შეკითვის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით.
საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
27 თებერვალს პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში წლის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობებს უნდა ელოდონ, რაც აღქმული იყო, როგორც მუქარა. ამ განცხადებაზე, პრაღის ფორმატსა და იმის შესახებ თუ რა უნდა ჩვენს მეზობელ რუსეთს, გადაცემა „იმედი LIVE“-ს წამყვანებს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ესაუბრა.
პრაღის ფორმატი 2012 წლის ბოლოს შეიქმნა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 01:30
მსოფლიო
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება
ნეპალში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 924 ადამიანი ითვლება, - იუწყება ქვეყნის კატასტროფების რისკის შემცირებისა და მართვის ეროვნული ორგანო განახლებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
29 აგვისტო 2026, 01:14
მსოფლიო
ნეპალის საგარეო უწყება: ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის
ნეპალს არ სჭირდება უცხოური დახმარება სამაშველო-საძიებო ოპერაციებისთვის, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმ ქვეყნების შეთავაზებებისა, რომელთა მოქალაქეებიც დაკარგულად ითვლებიან.
29 აგვისტო 2026, 00:55
რეგიონი
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის უზარმაზარ ნავთობსაბადოებში მთავარი ინვესტორის სტატუსის მოსაპოვებლად მსხვილი გარიგების დადებას უახლოვდება, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
28 აგვისტო 2026, 23:08
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-მონტენეგროს საკალათბურთო მატჩს დაესწრო და ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
28 აგვისტო 2026, 22:46
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ
ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ, ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.
28 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 22:32
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.


