პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე

26 აგვისტო 2026, 15:02

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“

არჩილ გორდულაძე

26 აგვისტო 2026, 14:24

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.

ანა წითლიძე

26 აგვისტო 2026, 14:21

ანა წითლიძე: არათუ გასვლაზე, ან შესვლაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალიანსთან დაკავშირებით საერთოდ არ დგას საკითხი. არ არის ჩვენთვის პრიორიტეტული

ანა წითლიძე ოპოზიციური ალიანსის უმოქმედობაზე საუბრობს და საკუთარ პოზიციასთან ერთად, პარტიის პოზიციას ახმიანებს. მისი თქმით, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის წევრი, პარტიისთვის ეს უმნიშვნელოა. პარალელურად ალიანსის წევრებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

თორნიკე ჭეიშვილი

26 აგვისტო 2026, 14:20

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ „ლარსიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეოზე: ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს

„ეს არის მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური ფარისევლობა, რამეთუ ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ როგორ ჩადიოდა მათივე ბელადი პირადად სწორედ ლარსში, შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თავად ზარ-ზეიმით ხვდებოდა რუსეთიდან გადმოსულ ადამიანებს. როცა დაკვეთა შეიცვალა, ახლა ისინი საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და დგამენ ამ რაღაც მასკარადს. სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას, ვინაიდან თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების არავითარ ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და გამსვლელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე შემომსვლელები.

გურამ ნიკოლაშვილი

26 აგვისტო 2026, 13:36

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

26 აგვისტო 2026, 13:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 11:33

დავით ქართველიშვილი უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით რომან გოცირიძის განცხადებებზე: ერთი ემირატული გიგანტის მეორეთი ჩანაცვლების „საერთაშორისო იზოლაციად“ გასაღების მცდელობა არის იაფი პოლიტიკური პროპაგანდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში უცხოური ინვესტიციების შესახებ რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და პოლიტიკურ პროგაპანდას უწოდებს.

ლევან მახაშვილი

26 აგვისტო 2026, 11:07

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა, ზაფხულში შექმნან თემა, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

„2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}