imedi /  26 ივნისი 2019, 18:44 / სანდო წყარო

მდინარაძე მელიას: თქვენმა მეგობრებმა დღეს მიგატოვეს

ნიკა მელია

მამუკა მდინარაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას უთხრა, მელიას მეგობრებს არ აქვთ არგუმენტები მისი უდანაშაულობის შესახებ, რომ კომიტეტების სხდომაზე წარმოედგინათ.

"ბატონო ნიკა, თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ, ორნაირად გემოქმედათ. ერთი: ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით, გასაგებია, ეს არის სიმართლე. მეორე: მოსულიყვნენ თქვენთან ერთად თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს ისხდნენ საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე და არგუმენტები არ ჰქონდათ, რომ ენახებინათ საზოგადოებისთვის, მაგრამ მათ მიგატოვეს, რადგან დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, დაგიცვათ სათანადოდ. ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად - მიგატოვეს იმიტომ, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით ნიკა მელიაც გამოვიდა. "მე ბევრი რამ მექნება სიამაყით სათქმელი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, თქვენ კი - ძალიან ცოტა რამ. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიურომ, კიდევ უფრო ადრე კი იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

იგორ ლევიტი

30 მაისი 2020, 13:33

კულტურა

გერმანელი პიანისტი 20-საათიან კონცერტს გამართავს

მუსიკოსი ერიკ სატის Vexations-ს დაუკრავს. ეს მუსიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ნაწარმოებია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ნოტისგან შედგება, რომლებიც პიანისტმა 840-ჯერ უნდა გაიმეოროს. კონცერტი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მსურველები 33 წლის პიანისტის სოციალურ ანგარიშებზე შეძლებენ.

ამირან გამყრელიძე

30 მაისი 2020, 13:31

COVID19

საბურთალოს კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა ექიმი იყოს

საბურთალოს კლასტერის ინფიცირების პირველადი წყარო შესაძლოა იყოს ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არაა ისეთი მატება, რომელსაც სისტემა ვერ გაუმკლავდება.

30 მაისი 2020, 13:24

ტექნოლოგიები

მსოფლიოს ყველაზე დიდმა ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა

მსოფლიოს ყველაზე დიდმა ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა. Cessna Caravan-ი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 9 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. პირველი ფრენა 30 წუთი გრძელდებოდა და თვითმფრინავმა 183 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

30 მაისი 2020, 13:21

საზოგადოება

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა. ბაზარი გამკაცრებული სანიტარული ნორმების დაცვით მუშაობს. კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით ბაზარში მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

30 მაისი 2020, 12:56

მსოფლიო

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

როგორც imedinews-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცის ცხედარი ამ ეტაპზე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ახლობლებთან კონტაქტში იმყოფება.

30 მაისი 2020, 12:53

COVID19

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 181 ათასს გადააჭარბა

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 738 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 181 196-ს შეადგენს. დღე-ღამეში 39 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 8 489-მდე გაიხარდა.

ლიბია ფული

30 მაისი 2020, 12:41

მსოფლიო

მალტაზე რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ დაბეჭდილი $1,1 მილიარდის ოდენობის ყალბი ლიბიური ფული ამოიღეს

მალტის ხელისუფლებამ ამოიღო 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ლიბიური ფული, რომელიც რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ დაბეჭდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ლიბიაში დესტრუქციული ქმედებები უნდა შეწყვიტოს.

euractiv ლუგარის ლაბორატორია

30 მაისი 2020, 12:39

პოლიტიკა

Euractiv: საქართველო აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორიის მიერ COVID-19-ის გავრცელების შესახებ ყალბი ამბების სამიზნე გახდა

„საქართველოს შემთხვევაში, ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე, რადგან აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის სამედიცინო დაწესებულებამ COVID-19-ზე ქვეყნის წარმატებულ რეაგირებაში დიდი როლი შეასრულა“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

30 მაისი 2020, 12:38

საზოგადოება

წყალმომარაგების კომპანიამ თელავის მოსახლეობას წყლის სისტემის პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო

საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია–მშენებლობის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. აღნიშნული პროექტის წინასწარი ეკოლოგიური და სოციალური კვლევის ანგარიშის საჯარო განხილვა კომპანიამ თელავის მოსახლეობასთან გამართა.

30 მაისი 2020, 12:36

მსოფლიო

ავსტრალიის ზოოპარკის თანამშრომელს 2 ლომი თავს დაესხა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

2 ლომი ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხა და კრიტიკული ზიანი მიაყენა, შემთხვევა 29 მაისს, ავსტრალიის ზოოპარკში მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CBC ავრცელებს. 35 წლის ქალს თავისა და კისრის სერიოზული დაზიანებები აქვს, - ნათქვამია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების განცხადებაში. ქალი ვერტმფრენით სიდნეის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

30 მაისი 2020, 12:24

COVID19

ინდოეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსი 8 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 7 964 ადამიანს ვირუსი დაუდგინდა, 265 ადამიანი კი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია დღიურ მაჩვენებელთა შორის.

მარიამ ქვრივიშვილი

30 მაისი 2020, 12:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: რეკომენდაციების შემუშავებისას ეპიდემიოლოგებმა კერძო სექტორის ყველა თხოვნა გაითვალისწინეს

ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამოქვეყნებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ეხმიანება. მისი განცხადებით, რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულიად უსასყიდლო იქნება.

ანგელა მერკელი

30 მაისი 2020, 12:12

მსოფლიო

ანგელა მერკელი აშშ-ში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე არ ჩავა

„პანდემიის გათვალისწინებით, კანცლერი ვერ დათანხმდება სამიტში პერსონალურად მონაწილეობას და ვაშინგტონში ვერ გაემგზავრება. თუმცა ფედერალური კანცლერი პრეზიდენტს ტრამპს სამიტზე დაპატიჟებისთვის მადლობას უხდის“, - აღნიშნა მთავრობის პრესსპიკერმა.

30 მაისი 2020, 12:03

ეკონომიკა

დამსაქმებელი კომპანიების მიერ დასაქმებულთა შესახებ განაცხადების წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გახანგრძლივდა

ვინაიდან დამსაქმებელი კომპანიების მიერ, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა 30 მაისი, ემთხვევა არასამუშაო დღეს, ეს ვადა გახანგრძლივდა და აღნიშნული განცხადების წარდგენა შესაძლებელია 1 ივნისის ჩათვლით, - ინფორმაციას ფინანანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მაურო იკარდი

30 მაისი 2020, 12:02

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“, მაურო იკარდი, მილანის „ინტერისგან“ საბოლოოდ €57 მილიონად გამოისყიდა

ფრანგული ჩემპიონი გუნდი, საბოლოოდ დათანხმდა საფასურის გადახდას და €50 მილიონი, პლუს €7 მილიონი ბონუსის სახით ინტერის „მილანს“ გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას skysports ავრცელებს. არგენტინელმა ვარსკვლავმა, იკარდიმ „ინტერის“ შემადგენლობა გასულ ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე გუნდში მივიდა. აღსანიშნავია, რომ იკარდიმ საფრანგეთში თავი მალევე გამოიჩინა. მაურომ ამ სეძონში 31 შეხვედრაში, 20 გოლის გატანა მოახერხა.

აშშ აქცია ჟურნალისტი

30 მაისი 2020, 11:49

მსოფლიო

აშშ-ში აქციის დროს პოლიციელმა ჟურნალისტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ვიდეო

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებმა ადგილობრივ ჟურნალისტს, კეიტლინ რასტს დამიზნებით წიწაკის სპრეის შემცველი ტყვიები ესროლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WAVE 3 News-ი ავრცელებს.

კორონავირუსი რუსეთი

30 მაისი 2020, 11:48

COVID19

რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 400 ათასს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 952 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 394 575 ადამიანს დაუსვეს.

მარიამ ქვრივიშვილი და პატრიკ ფრანცენი

30 მაისი 2020, 11:43

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და უსაფრთხო დერეფნების შექმნა: ეს და სხვა საკითხები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა განიხილეს.

30 მაისი 2020, 11:33

COVID19

24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 251 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირების 8 927 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 127 ვირუსს ემსხვერპლა, 3 317 კი გამოჯანმრთელდა.

კონსტიტუცია

30 მაისი 2020, 11:32

პოლიტიკა

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება.