Imedi /  30 ივნისი 2019, 21:30 / სანდო წყარო

აქციის დაშლისას დაშავებული 46 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

20 ივნისის ღამეს დაშავებული 46 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, კაცი კონტაქტურია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

აქციის დროს დაშავებულებიდან 5 ადამიანი კვლავ კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. მათგან ერთ-ერთი პაციენტი სამკურნალოდ ხვალ დილით გერმანიაში, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრება.

პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობას „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

ალეკო ელისაშვილი

09 მარტი 2021, 11:38

პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო, დროებითი კომისია. რათა დადგინდეს, ეს ჩანაწერი იყო თუ არა ავთენტური და ჩანაწერში საუბრის დროს ბატონი ჩუბინიძე და ღარიბაშვილი იკავებდნენ თუ არა თანამდებობებს. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

09 მარტი 2021, 11:32

საზოგადოება

მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისთვის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქუტურული პროექტების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და საექსპერტო შემოწმება ახალ, თანამედროვე სტანდარტის შენობაში განხორციელდება.

09 მარტი 2021, 11:31

ტაბლოიდი

ინდოეთში პატარძალი ტირილით მოკვდა

ინდოეთში ახალგაზრდა ქალი თავის ქორწილის დღეს ტირილით მოკვდა. გამოცემა India Today-ის ცნობით, ინციდენტი საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ე.წ. „ბიდააის“ რიტუალის შესრულებისას მოხდა, როდესაც გათხოვილი ქალი მშობლების ოჯახს ემშვიდობებოდა.

მარეკ ჰამშიკი

09 მარტი 2021, 11:31

სპორტი

მარეკ ჰამშიკი შვედური „გიოტებორგის“ ფეხბურთელი გახდა

33 წლის ფეხბურთელმა საუკეთესო წლები იტალიურ საფეხბურთო გრანდ „ნაპოლიში“ გაატარა. სადაც 408 შეხვედრაში 100 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად, სლოვაკმა სპორტსმენმა „ნაპოლიში" თამაშისას,ზედიზედ 2-ჯერ იტალიის თასი და ერთხელ იტალიის სუპერ თასი მოიგო.

სალომე ზურაბიშვილი

09 მარტი 2021, 11:15

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს

საუბარი შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავების საკითხსაც. წამყვანის კითხვაზე, გმობს თუ ემხრობა პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა , რომ ის მხარს უჭერს კომპრომისს, დეპოლარიზაციას და დეესკალაციას.

09 მარტი 2021, 10:57

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1.63 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

09 მარტი 2021, 10:56

თემა

გამუდმებით მუცლის ტკივილი ნიშნავს თუ არა კრონის დაავადებას ან წყლულოვან კოლიტს

ნაწლავური დაავადებები, როგორიცაა კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი, არც თუ ისე ხშირია, მაგრამ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ის ნამდვილად აწუხებს. ამავდროულად, ექიმები ხშირად სწორი დიაგნოზის სწრაფად დასმასა და შესაბამისი მკურნალობის ოპერატიულად დანიშვნას ვერ ახერხებენ, გარშემომყოფებმა კი ამ პრობლემის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

09 მარტი 2021, 10:56

საზოგადოება

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის დაიწყო გადამზადების კურსი მოსათავსებელ/მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირებისა და ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ.

09 მარტი 2021, 10:51

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა რეგიონებში. 9 მარტის მონაცემები

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0“.

09 მარტი 2021, 10:48

COVID19

ბრაზილიის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ფედერალური ოლქის გუბერნატორმა, იბანეის როშამ განაცხადა.

09 მარტი 2021, 10:46

COVID19

რამდენ ადამიანს დაუდგინდა საქართველოში კორონავირუსი და რამდენი გამოჯანმრთელდა. 9 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 139 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 273 137 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 015, გარდაიცვალა 3 601 პაციენტი.

09 მარტი 2021, 10:45

COVID19

როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მონაცემები 9 მარტის მდგომარეობით

ვირუსს ჯამში 3601 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273137-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 267015-ს.

09 მარტი 2021, 10:43

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანები პირბადის გარეშე გადაადგილებას შეძლებენ

ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ადამიანებს პირბადის გარეშე შეხვედრა შეეძლებათ, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

09 მარტი 2021, 10:40

რეგიონი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

09 მარტი 2021, 10:32

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“, 9 მარტს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 9 მარტს, წყალგამტარ გვირაბზე დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, ორ მაგისტრალურ წყალსადენს ერთმანეთთან დააკავშირებენ.

უაიეტ ტელერი

09 მარტი 2021, 10:29

სპორტი

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე უაიეტ ტელერი ნადირობისთვის გააკრიტიკეს

ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე უაიეტ ტელერი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. სპორტსმენმა სოცილურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც 200 კილოგრამიანი ნიანგი ჰყავს მოკიდებული. 26 წლის მოთამაშეს ნადირობა ძვირად დაუჯდა, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა სპორტული გამოცემა ამ ფაქტს ნეგატიურად გამოეხმაურა.

09 მარტი 2021, 10:24

რეგიონი

ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1- კმ62 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

09 მარტი 2021, 10:19

რეგიონი

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, მარტვილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ ერთ-ერთ დაშავებულს „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

09 მარტი 2021, 10:18

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ქალ პატიმრებს 8 მარტი მიულოცეს

N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაწესებულებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი და ამავე კომიტეტების წევრი, ელისო ბოლქვაძე, ასევე მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი ეწვივნენ.

კახა აბუაშვილი

09 მარტი 2021, 10:13

საზოგადოება

კაბუ „მთავარ არხს“ უპირისპირდება

მსახიობი და მუსიკოსი კახა აბუაშვილი (იგივე „კაბუ“) „მთავარ არხს“ უპირისპირდება და სიცრუეში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში არხზე გასული სიუჟეტის აღწერის სქრინს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს.