imedi /  01 ივლისი 2019, 10:46 / სანდო წყარო

მაგდა პაპიძე: ეს არის გზა შიზოფრენიისკენ, თვითმკვლელობისკენ, სასოწარკვეთისკენ

მაგდა პაპიძე

მაგდა პაპიძე

2015 წელს ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მკვლელობის დღეს და სასამართლო პროცესებს იხსენებს, ასევე საუბრობს ციხეში ცხოვრებაზე. მასთან ინტერვიუ "იმედის კვირამ" ჩაწერა.

მაგდა პაპიძის თქმით, პირველი, რასაც გაიხსენებს, ეს არის დედაზე დარდი. "დედა მედგა თვალწინ, მახსოვს, რომ დედაჩემის იქით ვერ ვაზროვნებდი, ფიზიკურად დასუსტებული ვიყავი, მორალურადაც", - ამბობს პაპიძე ინტერვიუში.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარა, საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ისწავლა: "მე მქონდა დღე, როდესაც სარკესთან დავდექი და საკუთარ თავს ვაკოცე სარკეში". "ცოტა რთულია მოყვე, რა იგრძნობა იქ სიმარტოვეში - ღამე, დღე, დილით, მაგრამ სინამდვილეში მერე საშველია", - ამბობს პაპიძე.

მსჯავრდებული ახლა ხატავს, თიხაზე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, წიგნის გამოცემასაც აპირებს. "გადავწყვიტე მემუშავა წერილებზე, თუ რა განწყობა მოაქვს ჩაკეტილ ოთახში წერილს. შეიძლება ერთი ფარატინა ფურცლით ისეთი სიტყვა მოგივიდეს, რომ საკანში ფრენის შეგრძნება დაგეწყოს...", - ამბობს პაპიძე და დადებითად პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, რომ ეს ნაწერები წიგნის სახით გამოვიდეს.

კითხვაზე, "რას ნიშნავს იყო ერთადერთი უვადო პატიმარი ქალი საქართველოში?", პაპიძე პასუხობს, რომ თუ ამ ფიქრს სიღრმისეულად გაჰყვები, ეს იქნება გზა შიზოფრენიამდე: "თუ სიღრმისეულად გაჰყვები ამ ფიქრებს, ეს არის გზა თვითმკვლელობისკენ, სასოწარკვეთისკენ, შიზოფრენიისკენ", - თქვა მაგდა პაპიძემ.

მსჯავრდებული ქმარ-შვილის მკვლელობის დღესაც იხსენებს: "არ ვიცი, შეგრძნებები იყო დილიდან თუ რა იყო. ბავშვიც დილიდან ხელში აყვანას მთხოვდა, სისუსტის შეგრძნება მქონდა, ვერ ვიყავი კარგად", - იხსენებს მაგდა პაპიძე.

მაგდა პაპიძეს ჟურნალისტმა მის ორსულობასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რაზეც პაპიძემ უპასუხა, რომ ის რამდენიმე კვირის ფეხმძიმე იყო. 

"ერთადერთი ტყუილი, რაც მე სასამართლოზე ვთქვი და ისიც ოთოს გამო (ბერძენიშვილი), რომ სტრატეგიული ეჭვები ამ ბიჭის მიმართ არ ყოფილიყო, ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი. ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო და ოთოსგან არ ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ ოთომ იცოდა, რომ მე მისგან ვიყავი ორსულად, იმ დღეს ვუთხარი. ეს ბავშვი დაიღუპა, ციხეში მომეშალა მუცელი. ეს ბავშვი არავის უდარდია, იმიტომ, რომ არ დარბოდა, 10 დღეში კი გულისცემა უნდა მოგვესმინა", - თქვა მაგდა პაპიძემ. 

სტრასბურგის სასამართლომ მაგდა პაპიძის საჩივრის განხილვაზე 2018 წლის ნოემბერში თქვა უარი. 

მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მან გასული წლის სექტემბერს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, თუმცა ის არ დაკმაყოფილებულა.

ყველა სიახლე

17 ივნისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: მაღალმთიანი რეგიონების გაძლიერების კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

იმის მიუხედავად, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თვითმმართველობის ხელისუფლების გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ რჩება გამოწვევები. ჩვენი კომიტეტი აქტიურად მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე და სტრატეგიის შემდგომ აღსრულებაზე, რათა უფრო მეტად გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

17 ივნისი 2021, 20:14

საზოგადოება

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს ბაზაზე გადამზადებას გაივლიან

ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. ამ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია.

17 ივნისი 2021, 20:08

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვატიკანთან ითანამშრომლებს

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

ბენ ჰოჯესი

17 ივნისი 2021, 19:56

მსოფლიო

ბენ ჰოჯესი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო.

17 ივნისი 2021, 19:40

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო

საქართველომ დასავლეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, - წერს პარტია „ქართული ოცნება“ Twitter-ის გვერდზე.

ნათია თურნავა

17 ივნისი 2021, 19:37

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია Air Manas-ი შემოდის

საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

კახა კუჭავა

17 ივნისი 2021, 19:27

საზოგადოება

კახა კუჭავა: საქართველოს პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად საჯარო კონკურსს გამოაცხადებს

საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

17 ივნისი 2021, 19:15

საზოგადოება

თბილისში, დაახლოებით 55 ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

18 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიას უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია 7 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება. ამ ეტაპზე უკვე შეიცვალა წყალსადენის 1.2 კმ სიგრძის და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე მოეწყო ახალი განშტოებები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

დმიტრო კულება

17 ივნისი 2021, 19:09

მსოფლიო

დმიტრო კულება: აშშ-რუსეთის სამიტმა ცხადყო, რომ ამერიკა დაბრუნდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მიესალმება იმ მკაცრ მესიჯებს, რომელიც ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს დაუფიქსირა.

17 ივნისი 2021, 18:58

საზოგადოება

თამარ კორიაული: საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის და ოჯახური ჯგუფების ჩამოსვლას საქართველოში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე გაფართოვდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და მოგზაურობა. საქართველოში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შემომსვლელ 54 ქვეყანას კიდევ 10 სახელმწიფო დაემატა.

ნიკოლა სარკოზი

17 ივნისი 2021, 18:36

მსოფლიო

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. 20 მაისს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მეორე სასამართლო პროცესი განახლდა. გამოძიება მას 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებს.

17 ივნისი 2021, 18:30

რეგიონი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სხდომას სამცხეთ-ჯავახეთში მართავს

ორდღიან სამუშაო ფორმატში დეპუტატები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლების, რეგიონის გუბერნატორისა და მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან მოისმენენ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების შესახებ.

17 ივნისი 2021, 18:28

რეგიონი

ქუთაისის მერი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქის მერმა და გერმანიის ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ჰუბერტ ქნირში დაინტერესდა პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობით.

17 ივნისი 2021, 18:16

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 177 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 177 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 177 124 860 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 835 018 ადამიანი გარდაიცვალა.

17 ივნისი 2021, 17:58

რეგიონი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი გასვლით შეხვედრებს ბორჯომში მართავს

მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხზე თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც ისაუბრა და ყურადღება ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

17 ივნისი 2021, 17:51

საზოგადოება

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციის წევრი გახდა

„სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების ძირითად საქმიანობას წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბ2ბ და საპრომოციო ღონისძიებები, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება წარმოადგენს. Nordic Tourism Collective- ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის - ETOA წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით.

17 ივნისი 2021, 17:23

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ალან გილამს შეხვდა

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და კომიტეტს შორის მომავალი 4 წლის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე საუბარი შეეხო საფინანსო საკითხებს, საბიუჯეტო პროცესს და ამ კუთხით როგორ უნდა მოხდეს დეპუტატებისა და ბიუჯეტის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა.

17 ივნისი 2021, 17:23

სამართალი

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობამ საერთო ჯამში - 68 886,54 ლარი შეადგინა.

17 ივნისი 2021, 17:18

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ახალ თემატურ მოკვლევას იწყებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას თემებზე: „შიდა და გარე ინვესტიციების მიმართულებით არსებული სიტუაციისა და განვითარების პერსპექტივები“ და „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები“. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

17 ივნისი 2021, 17:07

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაეროს კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2020 წლის ანგარიში მოისმინა

„საქმე შეეხება 2010 წელს, მამა-შვილის დაკავებას, რა დროსაც პოლიციის მხრიდან, ადგილი ჰქონდა ძალადობას. ასევე, იზოლატორში გადაყვანისას ერთ-ერთ პირს არ გაეწია სათანადო სამედიცინო მომსახურება, რის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა“, - განაცხადა მომხსენებელმა.