imedi /  07 ივლისი 2019, 23:59 / სანდო წყარო

სერგი კაპანაძე: მარაზმი იყო რაც გაბუნიამ ჩაიდინა

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ სერგი კაპანაძის შეფასებით, ის რაც "რუსთავი 2"-ის წამყვანმა პირდაპირ ეთერში თქვა "მარაზმი იყო". კაპანაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით "სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება".

"მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად: რუსთავი 2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რუსთავი ორს ბიძინა აფინანსებს და ა.შ.

აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების არაადეკვატურ შეფასებებზე, რომ "დაუშვებელია რეაგირების გარეშე დატოვონ" ასეთი გამოხტომები.

ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად", - წერს სერგი კაპანაძე Facebook-ზე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად შეაგინა. 

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: "ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან", - განაცხადა პრემიერმა.

განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. "დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ", - თქვა მან

ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 16:53

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 500 გადააჭარბა

აშშ-ში COVID-19 -ით, ბოლო მონაცემებით 2513 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. აშშ-ში კორონავირუსით სულ 143 ათასი ადამიანი დაინფიცორდა. ყველაზე მეტი 776 ადამიანი ინფექციას ნიუ-იორკში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ქალაქი კინგი ვაშინგტონის შტატში, სადაც კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში ამ დროსითვის სულ 4865 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 მარტი 2020, 16:51

COVID19

სამხრეთკორეელი პროფესორი: დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი უსიმპტომოდ გადააქვს

დაინფიცირებულთა 20%-ს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე გადააქვს. ამის შესახებ სამხრეთკორეეი პროფესორი აცხადებს. ამასთან, კიმ ვუ-ჯუ ნიღბების ხმარებაზე კატეგორიულად არ ეთანხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ისა და ევროპელების მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ნიღბები მხოლოდ ექიმებმა უნდა იხმარონ. ექსპერტი თვლის, რომ ნიღბების მასიური ხმარება აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

30 მარტი 2020, 16:49

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის პიკს 7-10 დღეში ელოდებიან

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ. „კორონავირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ინფიცირების მრუდი ზევით მიდის, თუმცა უფრო ხაზოვანია“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. პიერპაოლო სილერის განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ პიკი 7-10 დღეშია მოსალოდნელი.

უკრაინის რადა

30 მარტი 2020, 16:46

მსოფლიო

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები გაათავისუფლა

უკრაინის რადამ თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრი იგორ უმანსკი და ჯანდაცვის მინისტრი ილია ემეცი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. უმანსკის გატავისუფლებას მხარი 249 დეპუტატმა, ემეცის კი - 271 დეპუტატმა დაუჭირა. ამასთან ერთად, რადამ ჩააგდო მინისტრების შემცვლელების, სერგეი მარჩენკოს და მაქსიმ სტეპანოვის დანიშვნის საკითხზე გამართული კენჭისყრა.

სოფიო ბერუაშვილი

30 მარტი 2020, 16:27

COVID19

ექიმი: საფრანგეთში 16 წლის გოგო გარდაიცვალა, რომელიც არანაირ რისკჯგუფში არ იყო, 24 საათში დამძიმდა მდგომარეობა და გარდაიცვალა

„ყველასთვის ცნობილია, რომ რაც უფრო ასაკოვანია პაციენტი, მით უფრო მეტი დაავადება აქვს და მეტად არის რისკჯგუფში, თუმცა ჩვენს ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების 50%-ია 70 წელს გადაცილებული ადამიანები, მაგრამ ის 50% არ უნდა დავივიწყოთ, ვინც 70 წელს ქვემოთ არის. დაახლოებით 20% 40-დან 50 წლამდე პაციენტი გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული. ასევე, როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში 16 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც არანაირი რისკჯგუფის მატარებელი არ იყო და არანაირი დაავადება არ ჰქონდა. 24 საათში დამძიმდა მდგომარეობა და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგით დასრულდა“, - განაცხადა სოფიო ბერუაშვილმა.

პრინცი ჩარლზი

30 მარტი 2020, 16:25

COVID19

პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული პრინცი ჩარლზი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, პრინცმა ექიმთან კონსულტაცია გაიარა, რის შემდეგად გადაწყდა, რომ ის თვითიზოლაციაში აღარ იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2020, 16:21

COVID19

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველები კარანტინის რეჟიმზე გადავლენ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ თვითიზოლაციის რეჟიმი მანამ იმოქმედებს, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მოკვლევა არ დასრულდება.

ტოკიო 2020

30 მარტი 2020, 16:12

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშების გახსნის თარიღი დაასახელა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2021 წლის 23 ივლისს გაიმართება. Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოსირო მორიმ განაცხადა. ტოკიოს პარალიმპიური თამაშები 2021 წლის 24 აგვისტოს დაიწყება.

30 მარტი 2020, 16:09

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 1-ელ აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 16:06

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: ერთ ქალბატონს ქართულ მხარეს მკურნალობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ აფხაზურმა მხარემ არ გადმოუშვა

რუსეთის მოქალაქეობის გამო, საბერიოდან გადმოყვანილი 50 წლის ქალთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ქალი აფხაზურმა მხარემ სამკურნალოდ ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გადმოუშვა და უკან გააბრუნა, - ამის შესახებ დღეს „რუსთავი 2“-ში ჩართვისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. მოწერელიამ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ მოხდა გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ კიდევ ერთი ქალის გადმოყვანა.

გიორგი ვოლსკი

30 მარტი 2020, 15:57

COVID19

გიორგი ვოლსკი: საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დამოკიდებულია იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება

გიორგი ვოლსკის თქმით, არ არის გამორიცხული არც კარანტინის გამოცხადება და არც სხვა ზომების გატარება. „თუკი მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ან საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ჩვენს ოპონენტებს ბოლო პერიოდში დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებულ, მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

30 მარტი 2020, 15:56

COVID19

ზუგდიდის საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტის განცხადებით, ის ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან.

ევროკომისია

30 მარტი 2020, 15:52

COVID19

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:41

COVID19

ლევან გოფოძე: ტესტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, არის ოქროს სტანდარტი

ჩვენი კლინიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს, რადგან ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური ნიშნები და ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სიმპტომებს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მათ კლინიკაში იმყოფებიან პაციენტები, რომელთაც არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი, თუმცა სიმპტომები, რომელიც აღენიშნებათ, ძალიან ჰგავს კორონავირუსს, აუცილებელია ტესტის პასუხი სანდო იყოს.

პირბადეები

30 მარტი 2020, 15:40

COVID19

ავსტრიაში სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ

ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Vienna.at ავრცელებს. ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, პირბადეები არა ინფექციისგან თავის დასაცავად, არამედ გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

30 მარტი 2020, 15:34

COVID19

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ქალაქის გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას სამხედრო-საზღვაო ძალების სამედიცინო განყოფილება დაეხმარება. პარკში პაციენტებისთვის 68 საწოლი მოეწყო და სავალე ჰოსპიტალი მუშაობას სავარაუდოდ, ხვალიდან შეუდგება.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 15:23

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: ფულადი შემწეობის თაობაზე დეზინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ პირველადი აუცილებლობის პროდუქტთან ერთად ყველა მოსახლისთვის რიგდებოდა ფულადი შემწეობის სახით 50 ლარი, ეს არის დეზინფორმაცია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:20

COVID19

ლევან გოფოძე: რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება

ჩვენთან საავადმყოფოში 39 პაციენტია, ახლა შემოვიდა მეორმოცე, მათგან არცერთი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეოება ყოველდღიურად უმჯობესდება.

მიხეილ ჩხენკელი

30 მარტი 2020, 15:12

COVID19

მიხეილ ჩხენკელმა „ტელესკოლის“ მოსწავლეებს მიმართა

ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! როგორც იცით, კორონავირუსის გამოწვევის დასაძლევად დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. თუმცა ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს განათლების მიღების პროცესი. ამიტომ ჩვენ საქართველოს პირველ არხთან ერთად გთავაზობთ საინტერესო პროექტს, რომელსაც „ტელესკოლა“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში, რომლებსაც ძალიან გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:08

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოს რეგიონში ძირითად ქსელურ მარკეტებში ფასების ზრდა არ ფიქსირდება

ძირითად ქსელურ მარკეტებში სამეგრელოს რეგიონში სურსათზე ფასების ზრდა არ ფიქსირდება. არის გარკვეული შემთხვევები ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებსა და ბაზარში, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სურსათზე ფასები კონტროლდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ფინანსური პოლიციის მეშვეობით. „ამის შესახებ არის გარკვეული მონაცემები, ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ანალიზს, რომ პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების მატება არ მოხდეს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.