imedi /  08 ივლისი 2019, 18:01 / სანდო წყარო

კალაძე: გაბუნიას უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნა არასწორია

კახა კალაძე

კახა კალაძე

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნა არასწორია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ ეგუებიან და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. ვინაიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას ამ პროცესში არეულობის შეტანას უადვილებს. 

გუშინ, ბოლო პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების რეკორდი მოხსნა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ. არ მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება. 

ნორმალურ საზოგადოებაში ქვეყნის მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ იცავენ. ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს“, - აცხადებს კალაძე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც, თავიანთი შეფასებები რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა და საგარეო უწყებამაც გააკეთეს.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

06 აპრილი 2020, 18:12

COVID19

ლევან რატიანი: ორივე გარდაცვლილს ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე

ორივე გარდაცვლილ ქალბატონს ჰქონდათ მძიმე ქრონიკული დაავადებები, ნებისმიერ ინფექციას შეიძლებოდა მიეყვანა ლეტალურ შედეგამდე - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში 62 წლის ქალის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითი იქნება, ის კლინიკას დატოვებს.

პრეპარატები

06 აპრილი 2020, 18:10

COVID19

უნდა შეწყვიტოთ თუ არა წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტები კორონავირუსის პანდემიის გამო

წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტები კორონავირუსის გამო პაციენტებმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტონ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომ წნევის დამწევი პრეპარატების მიღება ორგანიზმში კორონავირუსის გავლენის რისკს ზრდის. ექიმის განმარტებით, პირიქით, მაღალი წნევა წარმოადგენს ადამიანისთვის რისკფაქტორს კორონავირუსის დაავადების დროს.

რომის პაპი ფრანცისკე

06 აპრილი 2020, 18:08

COVID19

რომის პაპმა კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა

რომის პაპმა ფრანცისკემ კორონავირუსისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდი დააფუძნა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო გვერდი ავრცელებს. მისი ცნობით, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფონდში 750 ათასი დოლარი გადარიცხა. გარდა ამისა, გასულ კვირას მან იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებული ქალაქის, ბერგამოს საავადმყოფოს 60 ათასი ევრო გადაურიცხა.

06 აპრილი 2020, 18:06

COVID19

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება

თბილისის მერმა ხანდაზმულების დასახმარებლად წამოწყებულ პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.

სამხედროები

06 აპრილი 2020, 17:53

COVID19

საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს.

ალექსანდრე გოგინავა

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბევრი პაციენტი გვეყოლება, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს

თუ ჩვენთანაც იქნება შემთხვევების ზრდა და გვეყოლება ბევრი პაციენტი, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი პაციენტების მკურნალობა ბინაზე უნდა მოხდეს, - ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ჩვენ გყავს ოჯახის ექიმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, რომლებიც გადამზადებული არიან და ისინი მზად არიან, რომ ადეკვატური მკურნალობა დანიშნონ და სრულფასოვანი მონიტორინგი გაუწიონ იმ პაციენტებს, ვისი მდგომარეობაც მსუბუქი იქნება.

06 აპრილი 2020, 17:50

COVID19

ეროვნული ბანკის თანამშრომლებიდან 16 კორონავირუსითაა ინფიცირებული, 90% კი დისტანციურად მუშაობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, COVID19-ით ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მამუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 17:42

COVID19

რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან БЦЖ ან წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინები

ერთად ერთი რაც შემიძლია, რომ ვთქვა, იმედია, ეს თეორია გამართლდება, - ასე გამოეხმაურა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფქციონისტი, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რამდენად იცავს ადამიანს კორონავირუსისგან ბავშვობაში ჩატარებული ვაქცინაცინები. ინფექციონისტმა БЦЖ-ს ვაქცინაცინასთან ერთად წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაზეც ისაუბრა, რადგან მისივე თქმით, გარკვეული თეორიები ამ ვაქცინის იმუნიტეტის შესახებაც არსებობს.

ჰენრი კისინჯერი

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

ჰენრი კისინჯერი: კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის გამცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო წესრიგს სამუდამოდ შეცვლის. ამის შესახებ ამერიკული დიპლომატიის ყოფილმა ხელმძღვანელმა The Wall Street Journal-ში გამოაქვეყნებულ სტატიაში დაწერა.

06 აპრილი 2020, 17:37

COVID19

როგორ დავამზდოთ ვირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში. ვიდეო

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს კორონავირუსისგან დამცავი ნიღაბი სახლის პირობებში დაამზადოს. ამისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ ბენდენა ან სპორტული მაისური. უწყებამ შესაბამისი ვიდეო საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ზურაბ გურიელიძე

06 აპრილი 2020, 17:30

COVID19

ზურაბ გურიელიძე: ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ კატებს მაინცდამაინც ტუჩებში ნუ აკოცებთ

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უსაფუძვლოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „სადღაც, კატებში გავრცელდა კორონავირუსი. ზურაბ გურიელიძის თქმით, სინამდვილეში ამაზე არაფერს ამბობს სამეცნიერო წყაროები.

06 აპრილი 2020, 17:19

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 641-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 44 ადამიანი, დაიღუპა 7. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 590 ადამიანი სპეციალური რეჟიმის კლინიკაში მკურნალობს.აქედან 11-ის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინის რეჟიმშია 4369 ადამიანი.

06 აპრილი 2020, 17:18

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ვიდეო

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, გიორგი ღვინჯილია ბოდიშს უხდის ყველას, ვინც მის გამო კარანტინში გადაიყვანეს. ვიდეომიმართვაში ის ჰყვება, რომ მაშინ, როდესაც სამეგრელოში ხალხს ხვდებოდა მას სიმპტომები არ ჰქონდა. სპორტსმენი, ასევე განმარტავს, რომ დაახლოებით 16 პირთან ჰქონდა შეხება. საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ზურაბ გურიელიძე

06 აპრილი 2020, 17:10

COVID19

ზურაბ გურიელიძე: რთული წარმოსადგენია ახლო კონტაქტი ვეფხვთან ისე, რომ კორონავირუსი გადაედოს

თბილისის ზოოპარკის დირექტორი უცხოელი კოლეგებისგან ინსტრუქციებს ელის, მანამდე კი განმარტავს, რომ რაიმე დამატებითი რეკომენდაციები ნიუ-იოკრში, კორონავირუსის ცხოველში დადასტურების შემდეგ არ მიუღიათ. ზურაბ გურიელიძის თქმით, გარკვეული ტიპის რეკომენდაციები თითქმის ყოველდღე მოდის.

ლი ფიერო
კადრი ფილმიდან „ყბები“

06 აპრილი 2020, 17:03

COVID19

აშშ-ში მსახიობი ლი ფიერო კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში თეატრისა და კინოს მსახიობი ლი ფიერო 91 წლისა კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ USA Today წერს. მსახიობის გარდაცვალების ფაქტი Island Theatre Workshop-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა კევინ რაიანმა დაადასტურა. ამ თეატრალურ კომპანიაში ლი ფიერო 40 წელი მუშაობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

06 აპრილი 2020, 17:00

COVID19

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ამ ვირუსის გადასვლის შემდეგ ადამიანები პირველ რიგში მოგზაურობას დაიწყებენ

იმ ადამიანების მომავალი, რომლებიც დასაქმებულები არიან და იყვნენ ტურიზმის სფეროში, ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დგას, ამიტომ საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „ჩვენ გავუგზავნეთ 159 ჩვენს წევრ ქვეყანას რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციებია არის ძალიან ქმედითი და საინტერესო და შეიძლება ძალიან სწორად იქნას გამოყენებული ამ კრიზისის პერიოდში. ახლა უკვე ვმუშაობთ შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც მოიცავს პოსტკრიზისულ პერიოდს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანი რასაც გააკეთებს პირველი, ამ ვირუსის გადასვლის შემდეგ, იქნება ის, რომ შეეცდება მოგზაურობას. ადამიანები, ბიზნესტურიზმის თვალსაზრისით, აუცილებლად დაბრუნდებიან ძველ რიტმში. ადამიანები იმოგზაურებენ, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ“ - განმარტავს პოლოლიკაშვილი

06 აპრილი 2020, 16:43

COVID19

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ცხელების ცენტრი გაიხსნა

ცხელების ცენტრში ერთი ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული. ცენტრი მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებს, რომელთაც რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა აღენიშნებათ. ადგილზე მოქალაქეებს ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდებათ.

მაუკა მაჩაიძე

06 აპრილი 2020, 16:43

COVID19

რა სიკეთე აქვს მუცელზე წოლას კორონავირუსით დაავადებულებისთვის

რამდენად დადგენილია ეს რეკომენდაცია, რომ ყველამ მუცელზე უნდა დაიძინოთ, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომელმაც პაციენტებისადმი რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისივე თქმით, კრიტიკულ პაციენტებში არსებობს ტერმინი მუცელზე წოლასთან დაკავშირებით.

თბილსის მერია

06 აპრილი 2020, 16:41

ეკონომიკა

თბილისის მერია ლურჯი ფერის 300 მიკროავტობუსის შესყიდვას გეგმავს

თბილისის მერია დიზელის საწვავზე მომუშავე 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე 29 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, შეცვლილია თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება.

დონალდ ტრამპი

06 აპრილი 2020, 16:36

COVID19

დონალდ ტრამპი: გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ

გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. ამერიკის ლიდერის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ხისტი გახდება. მისი თქმით, აშშ-ში ეპიდემიის პიკი ახლოვდება.