imedi /  09 ივლისი 2019, 11:29 / სანდო წყარო

კობახიძე: ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას გამორიცხავს. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა ტარდება. 

კობახიძის თქმით, ამ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი პირობა იყო. 

ლევან ვასაძემ გუშინ საღამოს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობა უნდა დადოს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რონ წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაიშლებოდნენ.

პარლამენტთან მიმდინარე ორი აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების ნაწილმა, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სცენასთან იყვნენ გამაგრებული, ტერიტორია დატოვეს და პოლიციის კორდონს მიღმა გამოვიდნენ.

პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ქართული მარშის და ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა დატოვეს. დაბრუნდებიან თუ არა ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, ჯერ უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ საღამოს 19:00 საათზე ანტისაოკუპაციო აქციის მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბებიან და აქციას განაახლებენ. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს გიორგი გახარია.

კონტრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა თქვა, რომ მიზანი მიღწეულია და აქციის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.

მისი განცხადებით, ლგბტ პრაიდის ჩატარებას ხელი შეეშალა და მათი შეკრების მიზანიც ეს იყო. შესაბამისად, პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ.

ამის შემდეგ გურამ ფალავანდიშვილმა და მისი თანამოაზრეების ნაწილმა ტერიტორია დატოვა. ფაქტმა შეკრებილთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და პარლამენტის შენობასთან დარჩნენ, თუმცა ფალავანდიშვილის წასვლის შემდეგ ისინი პოლიციამ გაიყვანა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა.

ისინი აცხადებენ, რომ ნების საწინააღმდეგოდ დაშალეს და 20-მდე ადამიანი ამ დრომდე პარლამენტის შენობასთან, პოლიციის კორდონს მიღმა რჩებიან.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან არ უშვებდნენ.

აქციის ერთ-ერთ სპიკერს შოთა დიღმელაშვილსა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს სამართალდამცველებთან მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. ისინი ითხოვდნენ ახსნას, რატომ არ ჰქონდათ პარლამენტის შენობის კიბეებთან მისვლის საშუალება.

ყველა სიახლე

ამირან გოგიტიძე

21 ოქტომბერი 2020, 17:09

COVID19

ამირან გოგიტიძე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან დაუყოვნებლივ რეაგირებენ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას გასული 24 საათის მონაცემები გააცნო. ბრიფინგზე მკაფიოდ განიმარტა 112-ში კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის პრინციპი - როდის ახდენს გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მყისიერ რეაგირებას და როდისაა შესაძლებელი გამოძახების გახანგძლივება.

ამირან გოგიტიძე

21 ოქტომბერი 2020, 17:08

საზოგადოება

ამირან გოგიტიძე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებთან დაუყოვნებლივ რეაგირებენ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობასთან დაკავშირებით სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას გასული 24 საათის მონაცემები გააცნო. ბრიფინგზე მკაფიოდ განიმარტა 112-ში კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვის პრინციპი - როდის ახდენს გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მყისიერ რეაგირებას და როდისაა შესაძლებელი გამოძახების გახანგძლივება.

ლაშა დარსალია

21 ოქტომბერი 2020, 16:57

სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ლაშა დარსალიას გამოკითხვა დასრულდა

გენერალურ პროკურატურაში დავით-გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას გამოკითხვა დასრულდა.

იგორ დოლგოვი/თამარ ჟვანია

21 ოქტომბერი 2020, 16:53

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს.

21 ოქტომბერი 2020, 16:50

სამართალი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი 500 000 დოლარსა და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. სააგენტო ინფორმაციას გათავისუფლებულ მძევალზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციასა და თავდამსხმელს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია შედგა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.

21 ოქტომბერი 2020, 16:43

საზოგადოება

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეცხრე სხდომა გამართა

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მეცხრე სხდომა გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ზუგდიდი საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:31

რეგიონი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გადაღებული კადრები გავრცელდა

ტელეკომპანია „ოდიში“ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გადაღებულ კადრებს ავრცელებს. ვიდეო დაახლოებით 45 წუთის წინ არის გადაღებული. მასზე ჩანს თუ როგორ გადაადგილდება თავდამსხმელი ბანკის შენობაში.

21 ოქტომბერი 2020, 16:29

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 50-მდე ძირი ფიჭვის და კვიპაროსის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში ახალგაზრდებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით დარჩია მონაწილეობდნენ.

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:24

სამართალი

ზუგდიდში, თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედმა მას შენობის დატოვების უფლება მისცა.

ზუგდიდი სპეცოპერაცია საქართველოს ბანკი

21 ოქტომბერი 2020, 16:08

რეგიონი

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან ითხოვს შეხვედრას

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელმა ბანკის ორსულ თანამშრომელს შენობიდან გასვლის უფლება მისცა, შემდეგ კი დამლაგებელი გაათავისუფლა, რომელიც შეუძლოდ გახდა.

21 ოქტომბერი 2020, 16:06

ეკონომიკა

უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს

პიტერ ნადისა და მისი ოჯახი იყვნენ პიონერები, რომლებმაც უნგრეთში ღვინის დაყენების ქართული ათასწლოვანი ტრადიციული მეთოდის გამოყენება დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა gazdasag წერს.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:47

სამართალი

გიორგი გახარია ჟურნალისტებს: მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რა ხდება

არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კრიმინალთან დაკავშირებით დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას განუცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:46

სამართალი

ირაკლი ჩიქოვანი: სამართალდამცველებს უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება, ახლა პოლიტიკური განცხადებების დრო არაა

„ახლა უმთავრესია, რომ სამართალდამცველებს მივცეთ საშუალება შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანა“, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:44

რეგიონი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი. თვითმხილველის თქმით, შენობაში 1 შეიარაღებული თავდამსხმელია, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე კლიენტები. შსს-მ ზუგდიდში ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადება გაავრცელა.

21 ოქტომბერი 2020, 15:41

რეგიონი

მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდში რამდენიმე პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობის დატოვება შეძლო

„ბანკი არის 4-სართულიანი. შენობაში შეჭრილია 1 პირი, ხოლო რაც შეეხება გათავისუფლებას, იქ არის ისეთი სიტუაცია შემქნილი, რომ ზოგიერთი პირი სხვა გამოსასვლელით გამოვიდა“, - აღნიშნა თორიამ. მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას მედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაწვდის.

შსს

21 ოქტომბერი 2020, 15:36

სამართალი

შსს ზუგდიდში ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:32

COVID19

პრემიერი: ინფიცირების ტემპის ზრდა გაგრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, ჩვენი მთავარი ამოცანაა - ეს პროცესი ვმართოთ და ჩვენ ამას ვაკეთებთ

ინფიცირების ტემპი იზრდება. მსოფლიოში შემთხვევების რიცხვმა 41 მილიონს გადააჭარბა. ეს ზრდა გაგრძელდება მსოფლიოშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც. ჩვენი მთავარი ამოცანაა - ეს პროცესი ვმართოთ და ჩვენ ამას ვაკეთებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

21 ოქტომბერი 2020, 15:22

რეგიონი

„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი თავდასხმის დეტალებს ჰყვება

„ვემსახურებოდი ერთ-ერთ კლიენტს, შემოვიდა მძარცველი, რამდენჯერმე გაისროლა და დაიყვირა, რომ იყო ძარცვა და ითხოვდა ყველა იატაკლზე დავწოლილიყავით. მერე არ მახოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ. როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა“, - განაცხადა ბანკის თანამშრომელმა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია ჟურნალისტს: კავშირი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას არჩევნებთან არ აქვს, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან

რა თქმა უნდა, ამას აქვს კავშირი ქვეყნის აღმშენებლობასთან, პოზიტიურ დღის წესრიგთან, ქვეყნის მომავალზე ზრუნვასთან, რა თქმა უნდა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, არა უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის მომავალზე ზრუნვას და აღმშენებლობას არჩევნებთან, აქვს პირდაპირი კავშირი, ესეც გასაგებია, მაგრამ თარიღებით როცა მანიპულირებთ, უნდა იცოდეთ, რომ 15 სექტემბერს იწყება ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი და კოვიდიც გლობალური გამოწვევაა, მარტო საქართველოს და ჩვენ არ მოგვიგონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნასა და არჩევნებს შორის კავშირს შეეხებოდა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 15:16

რეგიონი

გიორგი გახარია ზუგდიდში სპეცოპერაციაზე: დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტიანად და რაც მთავარია მშვიდობიანად

„ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტიანად და რაც მთავარია მშვიდობიანად“, - განაცხადა პრემიერმა.