Imedi /  08 ივლისი 2019, 22:24 / სანდო წყარო

ლევან ვასაძის აქციას ადა მარშანია და ემზარ კვიციანი შეუერთდნენ

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია და ემზარ კვიციანი პარლამენტთან მივიდნენ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ.

ამასთან, ლევან ვასაძემ აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, თალაკვაძე უნდა მივიდეს აქციაზე და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების პირობა უნდა დადოს. აქციის მონაწილები აცხადებენ, რონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ დაიშლებიან.

რუსთაველის აქციაზე ერთმანეთის პარალელურად 2 აქცია მიმდინარეობს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც მე-19 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არიან შეკრებილები.

პარლამენტის წინ კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. მათ ეს ტერიტორია დილიდან დაიკავეს. ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი და ავტობუსები ჰყოფს.

მანამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შსს-თან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დაანონსებული „ღირსების მარში“ შედგა.

ყველა სიახლე

20 ნოემბერი 2019, 15:29

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ოპოზიცია გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავს. მანამდე მათ პროკურატურის ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოქლომის დადებას თავდაპირველად კარზე გეგმავდნენ, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკებასაც მოხდა.

კინოფესტივალი

20 ნოემბერი 2019, 15:24

კულტურა

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს გაიმართება

1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1 დეკემბერს 19:30 კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „ შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება. ფილმი ცოცხალი მუსიკის თანხლებით უჩვენებენ.

ემილია კლარკი

20 ნოემბერი 2019, 15:18

ტაბლოიდი

ემილია კლარკი GOT-ის სცენების გადაღების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავის ემილია კლარკის განცხადებით, შიშველი სცენების შესრულების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა. როგორც The Guardian-ი წერს, ამის შესახებ მსახიობმა ინტერვიუს დროს ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და მომავალში მირებულ გამოცდილებას აუცილებლად გაითვალისწინებს და არაკომფორტულ როლს აღარ დათანხმდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

20 ნოემბერი 2019, 15:09

საქართველო

ღუდუშაურის კლინიკა: ვაჟა გაფრინდაშვილს 2008 წლის აგვისტოში კლინიკა არ დაუტოვებია

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას ეხმიანება და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კლინიკა გაფრინდაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 15:06

საქართველო

კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით.

თამარ ჩუგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 14:59

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: კარის აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არაა

უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კარის აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არაა. ამის შესახებ ჩუგოშვილმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ისწავლონ.

გიორგი მაღალაშვილი

20 ნოემბერი 2019, 14:50

საქართველო

ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ნეიროქირურგიის განყოფილების ხელძღვანელი "ქრონიკასთან" ამბობს, რომ გუშინ, ოპერაციის შემდეგ, მასთან ორი პირი შევიდა, რომლიდანაც ერთი აგრესიული ქცევით და საუბრით გამოირჩეოდა - აინტერესებდა ერთ-ერთი პაციენტის შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კახა კალაძე

20 ნოემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმით მთელი დღისა და ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.

ინფლაცია

20 ნოემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. კოვზანაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დასაბრუნებლად, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს.

ეროვნული ბანკი

20 ნოემბერი 2019, 14:34

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ თქვა როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იქამდე გაგრძელდება, სანამ პროგნოზით არ გამოჩნდება, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.

20 ნოემბერი 2019, 14:32

საქართველო

აქციაზე დაკავებულების პროცესზე მოსამართლის შეურაცხყოფისთვის რამდენიმე ადამიანი დარბაზიდან გააძევეს

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს აღკვეთის რა ღონისძებას გამოიყენებს იმ აქტივისტების მიმართ, ვისაც პოლიცია ხულიგნობას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. სასამართლო განხილვა გუშინდელისგან განსხვავებით, ახლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ეზოში მცირე ინციდენტი მოხდა.

სენატი

20 ნოემბერი 2019, 14:03

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერი კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ჰონგკონგში დემოკრატიის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი ავალდებულებს თეთრ სახლს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყოველწლიურად არა მხოლოდ კანონმდებლების წინაშე ანგარიში წარადგინოს, არამედ სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.

თამარ ჩუგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 13:59

საქართველო

ჩუგოშვილი: ფრაქციაზე მოლაპარაკებები კენჭისყრის გამო უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან გვაქვს

პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმ დეპუტატებს შორის არის, რომლებმაც უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრის შედეგების გამო დატოვეს.

ანატოლი ბიბილოვი

20 ნოემბერი 2019, 13:41

საქართველო

ბიბილოვი: წნელისში ქართული საგუშაგო ეკალია რომელიც მთელ რესპუბლიკას აყენებს ტკივილს

ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგო შეადარა "ეკალს, რომელიც მთელ რესპუბლიკას აყენებს ტკივილს". ამის შესახებ ბიბილოვმა ცხინვალში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აკაკი ზოიძე

20 ნოემბერი 2019, 13:33

საქართველო

აკაკი ზოიძე: ექიმები მზად ვართ ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიო ხუციშვილი

20 ნოემბერი 2019, 13:23

კულტურა

თბილისის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა. როგორც imedinews-s სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, ვარსკვალავის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა.

ფრენები

20 ნოემბერი 2019, 13:19

ეკონომიკა

ფრენების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 50 მილიონი დოლარით დააზარალა

საქართველოში, ფრენების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიების ზარალმა 3,2 მილიარდ რუბლს (499 52000 დოლარი). ყველაზე მეტად „ურალის ავიახაზებმა“ იზარალა. ავიაკომპანიებმა მონაცემები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს კომპენსაციის მისაღებად წარუდგინეს, რომელსაც მათ ფრენების აკრძალვის ძალაში შესვლამდე დაჰპირდნენ.

რუსეთი

20 ნოემბერი 2019, 13:07

სპორტი

მედია: რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოხსნან

რუსეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან მოიხსნას. ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, 9 დეკემბერს საერთაშორისო ანტიდოპინგური კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებებს განიხილავენ.

მალტა

20 ნოემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ცნობილი ბიზნესმენი დააკავეს

კომპანია 17 Black-ის მფლობელის დაკავებას წინ უძღოდა ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯოზეფ მუსკატის განცხადება, რომ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს. დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს.

ავღანეთი

20 ნოემბერი 2019, 12:53

მსოფლიო

ავღანეთში თალიბების თავდასხმას სულ მცირე 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას ავღანეთში სულ მცირე 13 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ Tolo News-ი წერს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნდუზის პროვინციაში მოხდა. რადიკალები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.