imedi /  11 ივლისი 2019, 09:58 / სანდო წყარო

ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური კონფერენცია მიმდინარეობს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მაღალი დონის მონაწილეთა შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდესი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირებით.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის სესიების მოდერატორები მედიის ცნობილი წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები არიან. კონფერენცია 12 ივლისს დასრულდება.

კონფერენციის პარალელურად ბათუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმსაც მასპინძლობს.

ყველა სიახლე

გელა სამხარაული

29 სექტემბერი 2020, 14:11

რეგიონი

გელა სამხარაული: წელს რეკორდულ მოსავალს - დაახლოებით 300 ათას ტონა ყურძენს ველოდებით

„6-ჯერ არის გაზრდილი მხოლოდ ყურძნის აღების რაოდენობა და ეს სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგია. უამრავი პროგრამა და მიმართულება განვავითარეთ, თუნდაც შეღავათიანი კრედიტები, შემოვიღეთ აგრო დაზღვევა, მელიორაციის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, ხდება ახალი საწარმოების გადაიარაღება, კოოპერატიული მეურნეობების შექმნა და გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი. დღეისათვის 54 ქვეყანაში გაგვაქვს ღვინის პროდუქცია და ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ვინც დღემდე ჩართულია ამ დარგის განვითარებაში“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა.​

ირაკლი ბერაია

29 სექტემბერი 2020, 14:09

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, გაიზარდოს ჩვენი პარტნიორების როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა

ჩვენი მიზანია სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა და ბრიუსელში პრემიერის მიმდინარე ვიზიტიც, სწორედ, ამ ამოცანას ემსახურება, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის შეფასებისას.

გიორგი ვოლსკი

29 სექტემბერი 2020, 14:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცდილობს საქართველოს წარმატება მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ხელისუფლების შეტევით გადაფაროს

საერთაშორისო კომპეტენტური სტრუქტურების, მათ შორის მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველო არის ყოველთვის მოწინავე ადგილებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 13:57

რეგიონი

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

მავნებელი გამოსაზამთრებლად ადგილის ძებნასა და სახლებისკენ მიგრაციას ადრეული შემოდგომიდან იწყებს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა სახელმწიფოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს.

გენადი მარგველაშვილი

29 სექტემბერი 2020, 13:56

საზოგადოება

გენადი მარგველაშვილი: ყველაზე დიდი პოლიტიკა სკოლაში - ღირსეული პედაგოგი, ინსტიტუტში - ღირსეული პროფესორი და ბავშვების დიდი წარმატებაა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პლენარულ სხდომაზე ქართველი მოსწავლეების წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც მათ ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოიპოვეს.

29 სექტემბერი 2020, 13:51

COVID19

კორონავირუსით 34-ე გარდაცვლილ 65 წლის კაცს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა

კლინიკის ფინანსური ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, 65 წლის კაცს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა. ცენტრში ის გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს, დღეს დილით მისი მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად რეანიმაციული ჩარევისა, პაციენტი დილის 10 საათზე გარდაიცვალა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკიდან გადაიყვანეს

29 სექტემბერი 2020, 13:50

პოლიტიკა

ბოლნისში ადგილობრივი ვეტერანები „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭას უარყოფენ

ბოლნისში, ადგილობრივი ვეტერანები შეიკრიბნენ. ისინი გუშინდელ გაკეთებულ განცხადებას პასუხობენ. ვეტერანების განცხადებით, მათი სახელით რამდენიმე პირი ქალაქში ჩამოვიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა.

დიმიტრი ხუნდაძე

29 სექტემბერი 2020, 13:35

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს, - ამის შესახებ ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე დგას.

პირბადე

29 სექტემბერი 2020, 13:35

საზოგადოება

რა შემთხვევაშია სახიფათო პირბადის ტარება

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პირბადის მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემა „იმედის დღეში“ განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 13:33

COVID19

კორონავირუსი: ვითარება კახეთის რეგიონში

გასული კვირის განმავლობაში კახეთიდან COVID-19-ზე აღებული და PCR ტესტირებისათვის ლაბორატორიაში გაგზავნილია 7 073 ნიმუში. საერთო ჯამში კი ანალიზი აუღეს და ტესტირება ჩაუტარეს 24 076 მოქალაქეს, რომელთაგან 7 770 მედპერსონალია.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 13:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება

სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით 1 სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა. ,,ამ ეტაპზე 3 სკვერის და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გოგი მეშველიანი

29 სექტემბერი 2020, 13:20

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია და პროვოკაციებით ცდილობს საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურთან მომხდარი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართალდამცავები ძალიან მალე ოპერატიულად შეძლებენ ამ ინციდენტის გამოძიებას და ყველა დამნაშავე მხარე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

29 სექტემბერი 2020, 13:13

COVID19

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი იმყოფება

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი იმყოფება ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 13 ბენეფიციარსა და 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. კიდევ ხუთი ბინადარი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. თავშესაფრის ხელმძღვანელი დეკანოზი იოანე ბარამიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი კლინიკაში, ნაწილი კი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. თავშესაფარში ამჟამად 90 ბინადარი იმყოფება. დეკანოზი ამბობს, რომ სჭირდებათ მოხალისეები, რომლებიც დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების მოვლაში დაეხმარებიან.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას: საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ

საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, დემოკრატიული ზედამხედველობის მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერების, ასევე დემოკრატიული კონტროლის განხორციელების კუთხითა და ბევრი სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდაცვის ავტოპარკი

29 სექტემბერი 2020, 13:10

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება

უწყების ცნობით, სამინისტრომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 160 ერთეული FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპი“ შეისყიდა.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 13:06

პოლიტიკა

იენს სტონტელბერგი: საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ვიდრე ადრე, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტადაა ალიანსში წარმოდგენილი

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ალიანსში სქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასა და თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა.

გიორგი გახარია
იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 12:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

ჯერჯერობით უცნობია, რომელ საავადმყოფოში მკურნალობდა პაციენტი.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:57

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას: მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული, თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია , - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:53

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას: დიდი მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ

დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.