Imedi /  17 ივლისი 2019, 12:48 / სანდო წყარო

ივანიშვილი: ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპულით ან უკრაინულით, უმეცარია

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

"ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რომ რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ან უკრაინული ბაზრით, არიან უცოდინრები, უმეცრები", - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებისთვის ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრება მარტივი არ არის და ამას წლები სჭირდება. 

"თუ მიაქცევთ ყურადღებას, თვითონ ევროპელები როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, ცხადია, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება იოლი არავისთვის არის. მით უმეტეს ჩვენთვის იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ევროპაში პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში და მას ჰყავს მომხმარებელი. რუსული ბაზრის დაკეტვის და რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები არიან ქვეყნის მტრები. 
ის რომ რუსი ტურისტი შემოდის და  ვაჭრობა გვაქვს  რუსეთთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ურთიერთობა აღვადგინოთ. სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, საჭიროა იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობაც დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა დღეს ბათუმში "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 12:08

საზოგადოება

Emerging Europe-ი: რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურებისკენ მიისწრაფვის

2008 წლის აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური ჰიბრიდული საომარი მდგომარეობისა, საქართველო მშვიდობისკენ და სტაბილურებისკენ მიისწრაფის, - ამის შესახებ Emerging Europe-ი წერს.

მარინა ეზუგბაია

08 აგვისტო 2020, 12:06

COVID19

მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, კორონავირუსის მე-2 ტალღა გვიან შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროის მონაცემებით კლინიკაში 31 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ინფექციის დიაგნოზით, - მათგან არც ერთი არ არის მძიმე პაციენტი. გასული დღე ღამის განმავლობაში კი მათ არც გამოჯანმრთელებულები შემატებიათ და მათთან არც ახალი ინფიცირებული მოუთავსებიათ. მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით პირველი ტალღაც ბოლომდე დამარცხებული არ არის და რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა იქნება ე.წ მეორე ტალღა. მისი თქმით სავარაუდოდ ეს გვიან შემოდგომასაა მოსალოდნელი.

თეა ახვლედიანი

08 აგვისტო 2020, 12:04

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: რუსეთ-საქართველოს ომი არის ყველაზე ტრაგიკული და უმძიმესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

„ჩვენი მოსახლეობა, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში, არის უმძიმეს, ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის ეკონომიკურ-სოციალურ პირობებში. უხეშად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ დავასრულოთ ეს რეჟიმი იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების ჭრილში შევამსუბუქოთ ადამიანების მდგომარეობა კონფლიქტის სრულფასოვან პოლიტიკურ გადაწყვეტამდე“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 11:56

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანია და, რა თქმა უნდა - ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, - ამის შესახებ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

08 აგვისტო 2020, 11:53

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის ომზე: ჩვენ ვნახეთ მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა მთელმა ჯარმა და ქვეყანამ

ჩვენ აქ ვნახეთ ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები, რომლებიც არიან გადნადგურებულები და ეს არის იმ უმძიმესი მემკვიდრეობის შედეგი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს მთავრობას დაუტოვა, - ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ ვნახეთ მთავარსარდალი, რომელიც მიწაზე გართხმული იხილა მთელმა ჯარმა და მთელმა ქვეყანამ. ეს იყო სირცხვილი, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ და ამ სირცხვილს დაემატა ის ტრაგედია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

08 აგვისტო 2020, 11:42

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი როგორიცაა ომი, ნგრევა და ოკუპაცია მომავალში არასდროს განმეორდეს

მთავრობა ჩვენი პრაგმატული და გონივრული პოლიტიკით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე განსაცდელი როგორიცაა ომი, ნგრევა და ოკუპაცია მომავალში არასდროს არ განმეორდეს, - ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მან დაღუპული გმირი სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. „რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თავიდან ავაცილოთ პრობლემები, რომლებიც ყველა ოჯახს შეეხო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

არჩილ თალაკვაძე

08 აგვისტო 2020, 11:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

„ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მსხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც, თავის დროზე, ბერლინის კედელი დაიშალა“.

კახა კალაძე

08 აგვისტო 2020, 11:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის

„ომი საქართველომ დაიწყო“ არავის უთქვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი გახარია

08 აგვისტო 2020, 11:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ომის თემით სპეკულირება არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი

„8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აგვისტოში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი, რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დავალებით და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს“.

კახა კალაძე

08 აგვისტო 2020, 11:28

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას

„12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, მოჰყვა ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა. ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ არასდროს შევეგუებით ამას. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას, ვებრძოლოთ განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა კალაძემ.

მარინა ეზუგბაია

08 აგვისტო 2020, 11:20

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია

კორონავირუსის სამი ახალი გამოვლენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 3 კოვიდდადებითიდან, ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამ დროისთვის კოვიდ ცენტრებში 241 ადამიანი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი კი საერთო მონაცემების 82%-ს შეადგენს, რაც წინა თვის სტატისტიკასთან შედარებით მაღალია.

გიორგი გახარია

08 აგვისტო 2020, 11:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია გვახსოვდეს ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ამ ქვეყანას

„საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20% და, რა თქმა უნდა, ეს არის დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ამ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“, - განაცხადა პრემიერმა.

08 აგვისტო 2020, 10:57

რეგიონი

სოფელ ქვემო ალვანში, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგვისტოს ომის გმირი გაიხსენეს. ახმეტა-თელავი-ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.

კაზუიოში მიურა

08 აგვისტო 2020, 10:55

სპორტი

კაზუიოში მიურა ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა

კაზუიოში მიურა ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. იაპონელმა საფეხბურთო კარიერა 1986 წელს დაიწყო და პროფესიონალურ დონეზე 35-ე სეზონია თამაშობს. „იოკოჰომას“ ფორვარდმა რამდენიმე დღის წინ იაპონიის ჩემპიონატში 53 წლის, 5 თვისა და 10 დღის ასაკში ითამაშა და ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

08 აგვისტო 2020, 10:54

პოლიტიკა

მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსეთ-საქართველოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 170 მათგანი სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

08 აგვისტო 2020, 10:42

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში საქონლის ბაზარს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 20-მდე ადამიანი მოკლეს

ბურკინა-ფასოში, სოფელ ფადა ნგურმაში, ცხოველების ბაზრობაზე, დაუდგენელი შეიარაღებული პირები ადამიანებს თავს დაესხნენ. „პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაიჭრა“ - აცხადებენ ადგილობრივ გუბერნიაში.

Falcon 9

08 აგვისტო 2020, 10:41

ტექნოლოგიები

SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის კიდევ 57 თანამგზავრი გაიყვანა

გაშვების შემდეგ რაკეტის პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში, პლატფორმაზე Of Course I Still Love You („რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარ“) დასვეს. თანამგზავრების ახალი ჯგუფი სპეციალური მოწყობილობით არის აღჭურვილი, რომელიც აპარატების სიკაშკაშეს ამცირებს. შესაბამისად სატელიტები ასტრონომებს მუშაობაში ხელს არ შეუშლის.

რალფ ჰაზენჰიუტლი

08 აგვისტო 2020, 10:36

სპორტი

ინგლისის პრემიერ ლიგის ივლისის თვის საუკეთესო მწვრთნელად რალფ ჰაზენჰიუტლი დასახელდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ივლისის თვის საუკეთესო მწვრთნელად რალფ ჰაზენჰიუტლი დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. 52 წლის ავსტრიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „საუთჰემპტონმა“ ჩემპიონატის ბოლო ექვსი ტური დაუმარცხებლად განვლო და ერთ შემთხვევაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი „მანჩესტერ სიტიც“ (1:0) სენსაციურად დაამარცხა. ჰაზენზიუტლმა გამოკითხვაში პეპ გვარდიოლას, დევიდ მოიესს, ჟოზე მოურინიოსა და ოლე-გუნარ სოლსკიაერს აჯობა. მისი ხელმძღვანელობით „საუთჰემპტონს“ პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გასჭირვებია და ჰაზენჰიუტლის მომზადებულმა გუნდმა გათამაშება სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დაასრულა.

08 აგვისტო 2020, 10:30

კულტურა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში შედგა და ჩვენებას რეჟისორი უტა ბერია ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან - თედო ბექაურთან ერთად დაესწრო.

08 აგვისტო 2020, 10:24

სპორტი

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, „არსენალმა“ კლუბის 55 თანამშრომელი გაათავისუფლა

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შექმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, „არსენალმა“ კლუბის 55 თანამშრომელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. „მეთოფეების“ ტექნიკური დირექტორის რაულ სანლეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შემოსავლის მთავარი წყაროები, სატელევიზიო გაყიდვები, ბილეთების რეალიზაცია და კომერციული საქმიანობა, მნიშვნელოვნად შეიზღუდა და აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა კლუბის უკეთესი მომავლისთვის იყო აუცილებელი.